Facebook

  ძვირფასო სტუმარო,

  საქართველო უმდიდრესი ტრადიციების ქვეყანაასაკმაოდ დიდი როლი ამ მხრივ ჩვენი ერის საჭადრაკო გენიას მიუძღვის. ამის თვალსაჩინო დასტურია ის რომ საუკუნის მეოთხედ მანძილზე საერთაშორისო დიდოსტატებს ნონა გაფრინდაშვილს და მაია ჩიბურდანიძეს ღირსეულად ეპყრათ საჭადრაკო ოლიმპი. აჭარის საჭადრაკო სკოლაც ქართული ჭადრაკის მძივის ერთ-ერთ მარგალიტად შეიძლება ჩაითვალოს.

  ბათუმში ჭადრაკს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და პრიორიტეტულ სპორტის სახეობად მიიჩნევდნენ.

  სხვადასხვა დროს ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის საჭადრაკო სკოლას, რომელმაც წლების განმავლობაში გამოიცვალა უამრავი მისამართი. 60 იან – 70 იან წლებში განთავსებული იყო ქუთაისის ქუჩაზე N5-ში. იქვე იმართებოდა აჭარის პირველობები.

  შემდგომში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში აშენდა კოლორიტული შენობა, რომელშიც დაიდო ბინა საჭადრაკო სკოლამ « ციცინათელა » და  30 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა ნორჩი მოჭადრაკეების აღზრდას, მწვრთნელ გურამ ჭანტურიას თაოსნობით. საჭადრაკო სკოლამ დაარსა კლუბი რომელსაც  ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის საპატივსაცემოდ ეწოდა "ნონა". საჭადრაკო კლუბმა "ნონა"- ზღვისპირა პარკთან არსებულ 2 მცირე ოთახში (დუმბაძის N2) დაიდო ბინა, სადაც ყოველ ზაფხულს იმართებოდა საერთაშორისო ფესტივალები, ხოლო ბავშვები  ეუფლებოდნენ საჭადრაკო სიბრძნეს.  

  ამჟამად "საჭადრაკო კლუბი ნონა" ფუნქციონირებას აგრძელებს ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში (გორგილაძის N 91).

  2013 წლის მაისის თვიდან მერიაში შევიდა გურამ და გიორგი ჭანტურიებისა და მარიკა ჯაფარიძის მიერ შემუშავებული ჭადრაკის განვითარების პროექტი, რომელიც მოიწონეს, დაამტკიცეს და კლუბი გარდაიქმნა ბათუმის მერიასთან არსებულ "()იპ საჭადრაკო კლუბი ნონა"-.

ლუბს ამჟამად საკუთარი ბიუჯეტი აქვს, კეთილმოეწყო სამუშაო ოთახები, შევიძინეთ საჭადრაკო ინვენტარი, შევუქმენით კლუბის წევრებს, მეცადინეობის საუკეთესო პირობები. დაინიშნა დიდოსტატებისთვის და წარმატებული ნორჩი მოჭადრაკეებისათვის სტიპენდიები, პერიოდულად ტარდება მასტერკლასები სპეციალურად მოწვეულ აღიარებულპროფესიონალ მწვრთნელებთან , თემატური ლექციები, გადამზადების სემინარები, ერთდროული თამაშის სეანსები, მეგობრული მატჩები, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ეწყობა გასვლითი შეკრებები , როგორც რეგიონებში ასევე უცხოეთში, ბავშვები მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო დიდოსტატების მიერ შემუშავებულ საჭადრაკო პროგრამებში.  საჭადრაკო კლუბი ნონა- ქალთა გუნდი ყოველწლიურად ასპარეზობს საკლუბო ჩემპიონატებში აჭარის სახელით, რაც დიდი ხანია ვერ ხერხდებოდა ფინანსური პრობლემების გამო. ვფიქრობთ მათთვის ეს უდიდესი სტიმული იქნება წარმატებისათვის. საქმიანი ვიზიტების დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უცხო ქვეყნების საჭადრაკო კლუბებთან: ლიტვა-Juoda Balta"; აზერბაიჯანი-"AG AT"; უზბეკეთი - "სასპორტო სკოლა" და ბელორუსია-"FIDE CHESS SCHOOL in Belarus". 

  ბათუმს  სხვებთან შედარებით, მნიშვნელოვანი გეოგრაფიული უპირატესობა აქვს, ზღვისპირა საკურორტო ქალაქია, ხოლო  ხელშეწყობის შემთხვევაში განვითარების და აყვავების უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი გააჩნია. ბათუმში საფუძველი ჩეყარა ტრადიციულ საერთაშორისო დიდ ნორმიან ფესტივალს "ბათუმის მერიის თასი" (01-12 ივლისის პერიოდში უკვე ხუთჯერ ჩატარდა 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წწ), მის ფარგლებში 11 დამოუკიდებელი ტურნირი იმართება (10 საჭადრაკო და 1 მინი ფეხბურთში). ტურნირებში ითვლება საერთაშორისო რეიტინგები. მთავარ "ა" ტურნირში სტაბილურად სრულდება ფიდეს საერთაშორისო წოდებები და ნორმები. წლიდან წლამდე შეიმჩნევა მონაწილე ქვეყნების და მოჭადრაკეთა რაოდენობის მატება. 2019 წელს ფესტივალში 20 ქვეყნის 500-მდე მაღალი დონის მოჭადრაკე ასპარეზობდა. "ა" ტურნირის ყველა პარტიის ტრანსლირება ხდებოდა LIVE-ის უახლესი პროგრამით კლუბის ოფიციალური საიტიდან.  წელს ტურნირის ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა ქვეყნის 1500-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. რაც წინაპირობაა იმის, რომ 2020 წელს ტურნირს კიდევ უფრო მეტი მონაწილე და ჩამოსული სტუმარი ეყოლება!   ტურნირი მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ტარდება და თანდათან სტაბილურად იმკვიდრებს საპატიო ადგილს მსოფლიო საჭადრაკო არენაზე. აგრეთვე ინტერნეტ სივრცეშიც დადებითი გამოხმაურებით და შეფასებით სარგებლობს.

  გვახარებს ის ფაქტი რომ ქალაქის საკრებულო და მერია გვეხმარება ყველა ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში. რაზეც უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ ბათუმელი მოჭადრაკეები და ჭადრაკის მოყვარულები.

  გვეამაყება, რომ საჭადრაკო კლუბის წევრები არიან საერთაშორისო დიდოსტატები: ნინო ბაციაშვილი (საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი,   საქართველოს ასაკობრივი პირველობის მრავალგზის პრიზიორი,  პრესტიჟული საერთაშორისო პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი) სალომე მელია (მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატი, ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს, მსოფლიო და ევროპის ასაკობრივი პირველობების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, არაერთი მაღალი რანგის პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი),   გაიოზ ნიგალიძე (საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ასაკობრივი პირველობის არაერთგზის გამარჯვებული, სხვადასხვა რესპუბლიკური და საერთაშორისო პირველობების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი), ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი  მირანდა მიქაძე (საქართველოს ასაკობრივი პირველობის არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის ასაკობრივი პირველობების მრავალგზის პრიზიორი).

  ქალაქის ხელისუფლების ზრუნვის შედეგმაც არ დააყოვნა კლუბმა დიდ წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე.

  დღეს ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა":

ოთხგზის საქართველოს საკლუბო ჩემპიონია! 

26.09 - 03.10.2014 წ - ურეკი

21 - 28.09.2016 წ - ლაგოდეხი

29.11-05.12.2017 წ - თბილისი

14.11-22.11.2018 - თბილისი

ოთხგზის ევროპის საკლუბო ჩემპიონია!

13 - 21.09.2014 წ - ბილბაო, ესპანეთი;

 17 - 25.10.2015 წ - სკოპიე, მაკედონია;

 07 - 15.10.2017 წ - ანტალია, თურქეთი;

 09 - 17.11.2019 წ - ულცინი, მონტენეგრო 

ორგზის ევროპის ვიცეჩემპიონი

05 - 13.11.2016 წ - ნოვი სადი, სერბეთი   

11 - 19.10.2018 წ - ჰალკიდიკი, პორტო კარასი საბერძნეთი

  ევროპის საკლუბო გუნდური ჩემპიონატი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  ტურნირად ითვლება, რომელშიც სისტემატიურად  მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბები და  საუკეთესო მოჭადრაკეები.

  ვინაიდან კლუბი ნონა სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გარდამავალი თასი ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონაში დაიდებს ბინას!

აღნიშნული თასი 2017 წ,  11 დეკემბერს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან ბატონ ლაშა კომახიძესთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, კლუბ ნონას საჭადრაკო ევრო კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი გიორგაძემ საზეიმო ვითერებაში გადასცა.

  პარიზში (საფრანგეთი, 21-23 ოქტომბერი, 2017  წ.) გამართულ  BID-ის  (ბიზნეს საინიციატივო კომიტეტი-Business Initiative Directions) და BID Group One-ის მიერ ორგანიზებულ "საერთაშორისო ხარისხის" კონვენციის (World Quality Commitment) ფარგლებში    გამართულ    დაჯილდოვებაზე   ოქროს   კატეგორიაში   ნომინირებულ ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გადაეცა სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი". მსოფლიო   ხარისხის   კულტურაში   შეტანილი   განუზომელი  წვლილისათვის, დემონსტრირებული პროფესიონალიზმისა და მოკლე ხანში მიღწეული შთამბეჭდავი წარმატეტებისათვის

  აღინიშნა კლუბი ნონას სწორად წარმართული სტრატეგია და ეფექტური მენეჯმენტი, აგრეთვე კლუბის ოფიციალური საიტის (www. chessbatumi.ge) მაღალი დონე. კლუბმა ნონამ აქტიური მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ხარისხის" საერთაშორისო სემინარში. კონვენციის პარტნიორი "იმარ პრესი" 2 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს კლუბი ნონას შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში. პარიზიდან გადმოგვიგზავნეს ჟურნალი "BeattON" 2017 წლის დეკემბრის გამოშვების ყდაზე და მთავარ  შუა გვერდზე  (და არა მარტო) ოქროს კატეგორიაში გამარჯვებული კლუბი ნონას დაჯილდოვების ფოტო სურათები და ინფორმაციაა განთავსებული.

   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2017 წ, 18 აგვისტოს კლუბი ნონას მთავარი მწვრთნელი ბატონი გურამ ჭანტურია სპორტის სამინისტროში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა!

    კლუბის მენეჯერს და მწვრთნელს მარიკა ჯაფარიძეს 2017 წ. ანტალიაში გამართულ  ფიდეს კონგრესზე არბიტრის უმაღლესი "ა" კატეგორია მიენიჭა.   იგი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა  "ა" კატეგორიის მფლობელი მსაჯია ქალთა შორის.

საჭადრაკო კლუბმა ნონამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ბათუმისთვის  2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში მსოლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში და მისი მსვლელობისას. კლუბის მენეჯერმა და მთავარი მსაჯის მოადგილემ უმაღლესი "ა" კატეგორიის საერთაშორისო არბიტრმა მარიკა ჯაფარიძემ დაიმსახურა მადლობის სიგელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გიორგაძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტის მიხეილ ბატიაშვილისგან, ოლიმპიადის წარმატებით ორგანიზებაში  შეტანილი წვლილისთვის.

კლუბმა ნონამ მონაწილეობა მიიღო  ბრიუსელში (ბელგია) ევროპის პარლამენტში  გამართულ ACES EUROPE-ს მიერ გამართულ საზეიმო ცერემონიაში, რომელზეც ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ACES EUROPE-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ ოფიციალურად გადასცა "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს ტიტული და დროშა. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქია რომელმაც დაიმსახურა "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს  სტატუსი!

 24 დეკემბერს სასტუმრო "ჰოლტონში" გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის წარმატებული კლუბების, სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული მოღვაწეების დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალზე კლუბმა ნონამ 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. 

ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ: ნომინაცია "წლის სპორტსმენი" - ნინო ბაციაშვილს (GM) ; 

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 4 გზის გამარჯვებისათვის: გუნდის უცვლელ კაპიტანს მარიკა ჯაფარიძეს (WFM), წევრებს დავით ჯოჯუას (GM), დავით მაღალაშვილს (GM), დავით ბენიძეს (GM), კონსტანტინე შანავას  (GM), მირანდა მიქაძეს (WGM), და სოფიკო ხუხაშვილს (IM, WGM).

კლუბმა ნონამ გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის გუნდი" რომელშიც წარდგენილი იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 3 გზის გამარჯვებული და 2 გზის ვიცე ჩემპიონი გუნდი:  ნანა ძაგნიძე (GM), ნინო ბაციაშვილი (GM), ბელა ხოტენაშვილი (GM), ლელა ჯავახიშვილი (GM), სალომე მელია (IM, WGM),  მირანდა მიქაძე (WGM), გუნდის უცვლელი კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე (WFM) და მწვრთნელი დავით ჯოჯუა (GM).

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა 2018-2019 წწ გაიმარჯვა ნომინაციაში "სპორტული კლუბი კარგი მმართველობა", სწორად წარმართული მენეჯმენტისათვის.

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" 2019 წლის საუკეთესო კლუბად აღიარეს!

 

      შესაძლოა ახლა აქ ჩვენს გვერდით მომავალი მსოფლიო ჩემპიონები იზრდება...

                                                                                                                                                               ავტორი: მარიკა ჯაფარიძე

ფოტო გალერეა

ჩვენი კლუბი