Facebook

logo megobruli matchebi Kutaisi  10 აპრილს, ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" და შპს "განათლება" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ესტუმრა ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას.

 

 

 

კომპფორტულ, მყუდრო შენობაში, ყველა პირობაა შექმნილი მოჭადრაკების წინსვლისა და დაოსტატებისთვის.

 

 

 

DSC 0004 kutaisiDSC 0146 KutaisiDSC 0035 Kutaisi

მეგობრული მატჩი ორი პარტიისგან შედგებოდა, მოთამაშეები ორივე ფერით ხვდებოდნენ ერთმანეთს.

DSC 0162 KutaisiDSC 0025 KutaisiDSC 0175 Kutaisi

მატჩის შემდეგ, პატარა მოჭადრაკეებმა ძალები უკვე სხვადასხვა მოწინააღმდეგეებთან პაექრობაში გამოსცადეს.

ორთაბრძოლების შემდეგ, ნათამაშები პარტიის შთაბეჭდილებებს ემოციურად უზიარებდნენ ერთმანეთს და ახალ მეტოქესთან ინაცვლებდნენ.

DSC 0129 Kutaisi DSC 0150 Kutaisi

მწვრთნელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს პარტიებს და რჩევებს და მითითებებს აძლევდნენ ბავშვებს სამომავლოდ.

ქუთაისი თბილად და ჩვეული სტუმართმოყვარებით დაგვხვდა.

ბავშვებმა ახალი გამოცდილება და მეგობრები შეიძინეს. 

 DSC 0231 KutaisiDSC 0249 KutaisiDSC 0230 Kutaisi

ნაყოფიერი დღის ბოლოს თვალწარმტაც ბუნებაში დასვენება დავიმსახურეთ.

ბაგრატის ტაძარს ვესტუმრეთ. გონებრივთან ერთად სულიერი საზრდოც მივიღეთ.

ასეთი სახის პროგრამები გაგრძელდება. ველოდებით უცხოელ სტუმრებსაც.

დაგეგმილია სხვა გასვლები რეგიონალურ კლუბებში და საჭადრაკო სკოლებში.

DSC 0135 Kutaisi 

   

  კიდევ ერთი ლამაზი დღე მიილია...

  წინ ახალი შეხვედრები, პროექტები და

  თავგადასავლები გველის!

 

 

 

 

  ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"ს სახელით

  მადლობა გვინდა გადავუხადოთ

  ქუთაისის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელობას,

  მწვრთნელებს შეხვედრის მაღალ დონეზე

  ორგანიზებისა და თბილი დახვედრისთვის.