Facebook

SAT Seniorebiსაბერძნეთის ქალაქი კატერინი, ამჟამად ფიდეს მსოფლიო სენიორთა 24-ე ჩემპიონატს მასპინძლობს.

 პირველობამ 40 ქვეყნის 163 მოჭადრაკეს მოუყარა თავი. საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ევროს.

ტურნირის მასპინძელია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი "Mediterranean Vilage"-ია ("მედითერენიენ ვილიჯ", რაც პირდაპირი თარგმანით ხმელთაშუაზღვის პატარა ქალაქს ნიშნავს).

მონაწილე ტოპ მოჭადრაკეების სიაში არიან, საერთაშორისო დიდოსტატები: ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ სტურუა (საქართველო); ჯონ ნანი, მარკ ჰებდენი, კეიტ არკელი (ინგლისი); ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი); კლაუს ბისჩოფი (გერმანია); კარენ მოვსესიანი (სასომხეთი), ევგენი ვასიუკოვი, იური ბალაშოვი (რუსეთი); ვიკტორ კუპრეიჩიკი (ბელორუსია); მიჰაი შუბა (რუმინეთი); იენს კრისტიანსენი (დანია) და სხვა მრავალი.  

 

 ჩემპიონატი 2 ასაკობრივ ჯგუფად და 4 კატეგორიადაა დაყოფილი:

სენიორი მამაკაცები - 50+; სენიორი მამაკაცები - 65+ და სენიორი ქალბატონები - 50+; სენიორი ქალბატონები - 65+.

ყველა ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება.

დროის კონტროლი: 1 სთ და 30 წთ - 40 სვაზე; შემდეგ 30 წთ - პარტიის ბოლომდე; + 30 წმ თითოეულ სვლაზე.

ჩემპიონატმა 24 პოქტომბერს აიღო სტარტი და 4 ნოემბრამდე გასტანს.    

ყოველი ტური 16:00 სთ-ზე იწყება, ბოლო ტური 15:00 სთ-ზე. დახურვა 4 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

 

 საპრიზო ფონდი 20 000 ევრო

saprizo fondi seniorebi

 

საქართველოს ღირსებას იცავენ:

 

სენიორი მამაკაცები - 50+   სენიორი მამაკაცები - 65+                                                        სენიორი ქალბატონები  50+  &   65+   

7415302 orig bibilashvili giorgi seniorebi    hungary-nona-19842 img qasoshvili seniorebi khmiadashvil senioreboii                         

 ზურაბ სტურუა GM         გიორგი ბიბილაშვილი     ნონა გაფრინდაშვილი  GM      ნინო მელაშვილი  WIM     ციალა ქასოშვილი WIM   თამარ ხმიადაშვილი WGM

                2523                                 2169                                        2299                                     2135                                     2161                                   2030

    

 

სენიორი ქალბატონები  50+  &   65+                        

ადგილების  საბოლოო  განაწილება

SAIT F 50-65  

 

სენიორი მამაკაცები - 50+

ადგილების  საბოლოო  განაწილება

SAIT M 50

 

საერთაშორისო დიდოსტატებმა ზურაბ სტურუამ (სენიორი მამაკაცები - 50+; 11 შესაძლებლობიდან - 8,5 ქულა; 6 მოგება და 5 ყაიმი) და

ნონა გაფრინდაშვილმა (სენიორი ქალბატონები - 65+; 11 შესაძლებლობიდან - 8 ქულა; 6 მოგება, 4 ყაიმი და 1 წაგება) ოქროს მედლები და

სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემიონის ტიტულები დაისაკუთრეს!

 

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

ქალთა საერთაშორისო ოსტატმა ნინო მელაშვილმა (სენიორი ქალბატონები - 50+; 11 შესაძლებლობიდან - 8 ქულა; 7 მოგება, 2 ყაიმი და 2 წაგება)

ქალთა საერთაშორისო  დიდოსტატმა თამარ ხმიადაშვილმა (სენიორი ქალბატონები - 65+; 11 შესაძლებლობიდან - 5,5 ქულა;

4 მოგება, 3 ყაიმი და 4 წაგება)

 

წაუგებლად განვლო სატურნირი დისტანცია ქალთა საერთაშორისო ოსტატმა ციალა ქასოშვილმა (სენიორი ქალბატონები - 50+;

11 შესაძლებლობიდან - 7,5 ქულა; 4 მოგება და 7 ყაიმი)

 

10419378 741541789227700 7998608818600980685 n

   

    ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი:  http://worldseniors2014.fide.com/

     ჩემპიონატის დებულება იხილეთ: 

http://worldseniors2014.fide.com/en/component/content/article/1-news-en/251-24th-world-senior-chess-championships

 

     მონაწილეთა სრული სია იხილეთ:

     სენიორი მამაკაცები - 50+ : http://chess-results.com/tnr144391.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30&wi=984

     სენიორი მამაკაცები - 65+ : http://chess-results.com/tnr144392.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30&wi=984

     სენიორი ქალბატონები  50+& 65+: http://chess-results.com/tnr144393.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30&wi=984

 

    შედეგები და კენჭისყრები იხილეთ:

     სენიორი მამაკაცები - 50+ :  http://chess-results.com/tnr144391.aspx?lan=1&art=2&rd=7&turdet=YES&flag=30&wi=984

     სენიორი მამაკაცები - 65+ :  http://chess-results.com/tnr144392.aspx?lan=1&art=2&rd=7&turdet=YES&flag=30&wi=984

     სენიორი ქალბატონები  50+& 65+:

     http://chess-results.com/tnr144393.aspx?lan=1&art=2&rd=7&turdet=YES&flag=30&wi=984 

 

     ჩემპიონატის ფოტო გალერეა იხილეთ: https://www.facebook.com/media/set/?set=a.804007209646192.1073741836.423752411005009

     

live პარტიები ანალიზით იხილეთ:  http://worldseniors2014.fide.com/en/component/content/article/40-static-content/240-game-analysis

live პარტიები იხილეთ:                    http://worldseniors2014.fide.com/en/component/content/article/40-static-content/133-live-games