Facebook

gaioz-nigalidze-3465346"საჭადრაკო კლუბ ნონა"-ს წევრმა, ბათუმელმა გაიოზ ნიგალიძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული!

 

 

 

 

 

 

 

 

nigaliZe რეიტინგის მატებასთან ერთად (+32,5), გაიოზმა საჭირო მესამე ბალიც  აიღო და საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა გადაჭარბებით შეასრულა. წოდებას მას უახლოეს ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ! აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა სატურნირო დისტანცია დაუმარცხებლად განვლო, 11 შესაძლებლობიდან - 8,5 ქულა დააგროვა (6 გამარჯვება და 5 ყაიმი).  ნახევარ ქულიანი სხვაობით და შესაბამისად - 8 ქულით (5 მოგება, 6 ყაიმი) მეორე ადგილზე გავიდა,  2010 წლის საქართველოს ჩემპიონი, მერაბ გაგუნაშვილი.  ხოლო მესამე იყო 7,5 ქულით (6 მოგება, 3 ყაიმი, 2 წაგება) თორნიკე სანიკიძე.      გაიოზ ნიგალიძემ და მერაბ გაგუნაშვილმა 2014 წლის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს, რომელიც ერევანში (სასომხეთი) მარტის თვეში გაიმართება.

                            "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს გიზოს გამარჯვებას და                                                                   საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას! 

 

 

 

img 

                                          ტურნირის ტექნიკური შედეგები იხილეთ:

                          http://chess-results.com/tnr122785.aspx?lan=11&art=5&wi=821

                                

          ჩემპიონატზე გათამაშებული პარტიების გარჩევა შესაძლებელია ჩვენი საიტის                                                                                                                 LIVE გადასვლიდან.

                                                                                            http://chessbomb.com/site/