You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ევროპის მე-20 ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ევროპის მე-20 ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე

SAT SKOPJE ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონას" გუნდი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით, ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ასპარეზობს!

 

17 ოქტომბერს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის მამაკაცთა 30-ე და ქალთა მე-20 საკლუბო ჩემპიონატები.

ტურნირი 25 ოქტომბრამდე გასტანს და ბევრ საინტერესო ორთაბრძოლას გვპირდება.

ეს პრესტიჟული საკლუბო პირველობა ყოველ წელს იმართება და ევროპის საუკეთესო მოჭადრაკეებს უყრის თავს საჭადრაკო დაფებთან. 

 

ჩემპიონატების საპრიზო ფონდი:

prize fond

   ტურნირები შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება.

   მოთამაშეებს 40 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება ეკრძალებათ.

   დაგვიანებისთვის გამოყოფილია - 15 წთ.

   დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე,

   ყოველ სვლაზე 30 წმ -ის დამატებით.

 

მოგებული გუნდი - 2 მატჩ ქულას ღებულობს, ფრედ დასრულებულ შეხვედრაში - 1 ქულას და წაგებულ მატჩში - 0 ქულას. 

 

Droshagundis shemadgenloba nona

 

ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონას" გუნდი:

Dzagno   Bella   Batso   LeLa javaxa   DSC 0011

        GM  ნანა ძაგნიძე                GM  ბელა ხოტენაშვილი             IM  ნინო ბაციაშვილი           IM  ლელა ჯავახიშვილი           WIM  მირანდა მიქაძე

                (2573)                                    (2518)                                          (2500)                                      (2463)                                      (2240)

 

Head delegation            Mari Captain                  Jojua Dato            supa

დელეგაციის ხელმძღვანელი        გუნდის კაპიტანი                       გუნდის მწვრთნელი                        მწვრთნელი

   IA  გიორგი ჭანტურია     WFM, FI, IA  მარიკა ჯაფარიძე               GM დავით ჯოჯუა                    IM ხვიჩა სუპატაშვილი

 

სტატისტიკური მონაცემები:

მამაკაცთა ტურნირში 48 გუნდი და 45 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას. 

აქედან 111 დიდოსტატი,  60 საერთაშორისო ოსტატი და 66 ფიდეს ოსტატია.

ქალების ტურნირში 12 გუნდმა და 17 ქვეყნის წარმომადგენელმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი.

აქედან 7 საერთაშორისო დიდოსტატი, 9 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი, 11 საერთაშორისო ოსტატი, 7 ქალთა საერთაშორისო ოსტატი და 5 ქალთა ფიდეს ოსტატია.

 

                                                                                                                             Schedule  -  ტურნირის განრიგი:

macedonians capital city skopje old stone bridgeSchedule 2Skopje big pic Karibche

  ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონას" გუნდი საშუალო რეიტინგის მიხედვით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა!

 (გუნდის 4 უმაღლესი რეიტინგიანის მიხედვით)

 კაპიტანმა, მარიკა ჯაფარიძემ, ფერზე კენჭისყრაში გუნდს თეთრი ფერი არგუნა.

premier Minister of MacedoniaALEKSANDAR PALACEpic11

17 ოქტომბერს, 18 საათზე ჩემპიონატები საზეიმოდ გაიხსნა.

სიტყვით გამოვიდნენ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის - მაკედონიის პრემიერ მინისტრი, ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU)

პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

ტურნირის მთავარი მსაჯია - აშოტ ვართაპეტიანი სასომხეთიდან.

პირველ ტურში "ნონას" იტალიის ნაკრები "ეიესდი ცირქოლო შახი რ. ფიშერ ჩიეტი" დაუპირისპირდა.

DSC 0489 DSC 0479

 

I ტური         " ნონა "    3,5  -  0,5      "ეიესდი ცირქოლო შახი რ. ფიშერ ჩიეტი" (იტალია)

Team Round 1 results

Board round 1 Results

პირველ მატჩში გოგოებმა ანგარიშით 3,5 - 0,5 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს!

მეორე ტურში "ნონას" ძირითადი კონკურენტი - რუსეთის მთავარი გუნდი "შსმ ლეგესი სქვეა"  ხვდება.

რომელიც ჩემპიონატში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს.

ვუსურვოთ ჩვენს გოგონებს წარმატება რთულ ბრძოლაში!  

 DSC 0368 DSC 0372

Iტური          "შსმ  ლეგესი სქვეა"  (რუსეთი)         1,5  -  2,5        "ნონა"

Team Round 2 results

Board Round 2 results

გოგოებმა იყოჩაღეს და პრინციპულ მატჩში მთავარი კონკურენტი, რუსეთის ოლიმპიური ნაკრები დაამარცხეს!

ნანამ და ნინომ უკომპრომისო ბრძოლაში გუნდს თითო ოქროს ქულა მოუტანა, ხოლო ლელამ გადამწყვეტი პარტია ფრედ დაასრულა და მატჩში

საბოლოო გამარჯვება დააფიქსირა.

მე-3 ტურში "ნონა" კვლავ შავი ფერით იასპარეზებს და ჩემპიონატის კიდევ ერთ გამორჩეულ და წამყვან - მაკედონიის გუნდს შეხვდება.

ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გოგონებს.

DSC 0367 DSC 0376

 

III ტური    "გამბიტ ასსეკო სეე" (მაკედონია)       1  -   3    "ნონა"

Team Round 3 results

Board Round 3 results

მე-3 ტურში "ნონამ" ძლიერ მეტოქესთან გარდამტეხ მატში მორიგი გამარჯვება იზეიმა!

ნანას და ლელას ფრედ დასრულებული პარტიების შემდეგ, ბელამ და ნინომ შეუპოვარ ბრძოლაში 2 ოქროს ქულა მოიპოვა და

გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერად აქცია.

ყველაფრის მიუხედავად გოგოებს მოდუნების უფლება ჯერაც არა აქვთ, ხვალ "ნონა" ერთ-ერთ ლიდერს - რუსეთის რეიტინგით მეორე გუნდს "იუგრა"-ს ხვდება.

ვუსურვოთ გოგოებს წარმატება ჩემპიონატის გადამწყვეტ მატში! 

5 roundii1 5 raundii 2

 

 IV ტური            "ნონა"          3,5  -  0,5         "იუგრა"   (რუსეთი) 

Team Round 4 Results

Board Round 4 Results

მე-4 ტურში "ნონამ" რუსეთის რეიტინგით მეორე ნაკრებთან, მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია!

ამჟამად გუნდი უახლოეს მდევარს 2 ქულით (ერთი მოგებული მატჩით) უსწრებს.

5 Roundiiii3 DSC 0384kjhgtrio

 

V  ტური                   "ნონა"        3,5  -  0,5         "დე შტუკკენჯაგერს"  (ჰოლანდია)

Team Round 5 Results

Board Round 5 Results

მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება!

ბათუმის "ნონა" ინარჩუნებს ერთპიროვნულ ლიდერობას და 2 ქულიან სხვაობას!

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის გუნდში, მე-3 დაფაზე ჩვენი თანამემამულე თეა ლანჩავა ასპარეზობს.

ნიშანდობლივია, რომ დღეს სწორედ მესამე დაფაზე დაფიქსირდა მატჩის ერთადერთი ყაიმი. 

5 turis win Round 5 dawyebis win

VI  ტური      სპბ    (რუსეთი)        1  -  3       "ნონა"

Team Round 6 Results 

Boards Round 6 Results

ურთულესი, დაძაბული და შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება რუსეთის მესამე გუნდთან!

"ნონამ" უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა და უკან ჩამოიტოვა!

6 ტურის შემდეგ გოგოები ინარჩუნებენ 2 ქულიან სხვაობას და დამტებითი მაჩვენებლებით უსწრებენ მადევარ გუნდებს.

ბოლო ტურში "ნონა" ბელორუსიის გუნდს ხვდება.

სურვილი გაჩნდა 2014 წლის შედეგი გავიმეოროთ და ყველა მატჩი მოვიგოთ.

 6 roundi SPB Jobikastan ertad

 

VII  ტური           "ნონა"      3    -   1        "ბოსსა ნოვა" (ბელორუსია)

Team Round 7 Results копия

Board Round 7 Reslts

7 turii 1 7 turiiiii 2

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა "ნონამ" დუბლი შეასრულა!

ევროპის ჩემპიონის ტიტული აბსოლიტური შედეგით, ზედიზედ მეორედ მოიპვა!  (2014-2015)

ეს რეკორდული მაჩვენებელია!

გუნდმა თავისი შეკრულობით და პროფესიონალიზმით ბევრი აღაფრთოვანა.

მთელი დღის განმავლობაში "ნონა" მოლოცვებს ღებულობდა მონაწილეებისაგან.

Chven erti gundi vart 111 Chven erti gundi vart2

ადგილების საბოლოო განაწილება 

Final Ranking копия                    nno batso 4 dafa Oqro

 

                              ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონას" წევრმა, საერთაშორისო ოსტატმა ნინო ბაციაშვილმა მე-4 დაფაზე ოქრო მოიპოვა !!!

                                                                               ვულოცავთ ნინოს ამ მონაპოვარს!

 

Closing We are the Champions2 Closing We are the Champions1

 

                              ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ორგზის  ევროპის საკლუბო ჩემპიონია !!!

 

 

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის! 

 

 

zoli turniris organizatorebisgambit club macedonia

  ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი:  http://www.europeanchessclubcup2015.com/

 დებულება:                        http://www.europeanchessclubcup2015.com/documents/ECCC2015-regulations.pdf

 

 ქალთა გუნდები:                 http://www.europeanchessclubcup2015.com/teams-women-ecc.php

 ქალთა გუნდების სასტარტო წყობა:  http://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=32&wi=821

 ქალთა გუნდების შემადგენლობა:  http://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=1&wi=821

 

 კენჭისყრები და შედეგები:     http://www.europeanchessclubcup2015.com/results-pairings-women.php

          გუნდების მიხედვით:      http://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=2&rd=2&wi=821

          დაფების მიხედვით:     http://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=3&rd=1&wi=821

 

 სატურნირო მდგომარეობა:    http://www.europeanchessclubcup2015.com/standing-women.php

                                         ან:   http://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=0&rd=6&wi=821

 

 ადგილების საბოლოო განაწილებაhttp://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=0&rd=7&wi=821

 ადგილების განაწილება დაფების მიხედვით:  http://chess-results.com/tnr191642.aspx?lan=1&art=75&turdet=YES&wi=821

 

LIVE - პარტიები:        http://www.europeanchessclubcup2015.com/chess24_livestream_f.php

ყველა ტურის დასაწყისი 15:00 სთ. თბილისის დროით: 17:00 სთ.

 

ვიდეო რგოლები და ფოტო სურათები: http://www.europeanchessclubcup2015.com/media.php 

 

 გამოხმაურება ინტერნეტ სივრცეში:

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:    http://gcf.org.ge/?menuid=2&id=2366&lang=1

 სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო:    http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=150&info_id=13767

                                                                                         http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=150&info_id=13784

 ჩეს ნიუსი (Chess-News):  http://www.chess-news.ru/node/20336?_utl_t=fb

 "ბათუმელები":      http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/sport/51260/

                                 http://batumelebi.netgazeti.ge/GE/batumelebi/sport/51473/     

  მსოფლიო სპორტი (WorldSport.Ge): http://www.worldsport.ge/ge/Chess 

 Грузия Online:   http://www.apsny.ge/2015/soc/1445832503.php