Facebook

DSC 0105

-"მდიდარი წარსულიდან, ნათელი მომავლისკენ!"

28 დეკემბერს სასტუმრო "ჩაო"-ში, საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

 

 

 

  

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის  საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები და DSC 0061ოფიციალური პირები.

პრეზენტაცია ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კლუბის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ დამსწრეთ გააცნო კლუბის წევრების  მიღწევები და ტექნიკური შედეგები. კლუბის მენეჯერის და მწვრთნელის მარიკა ჯაფარიძის მოხსენება დაეთმო იმ სახელოვან გზას,  რომელიც ბათუმის საჭადრაკო სკოლამ განვლო, "ციცინათელა“-დან საჭადრაკო კლუბ "ნონა"-მდე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას ხელმძღვანელობით. დიდი სირთულეების წინაშე იდგნენ მოჭადრაკეები წლების განმავლობაში. ამ სირთულეების დაძლევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიერ საჭადრაკო სკოლისა და კლუბის ახალი ფორმატით აღორძინებამ. მოხსენებაში აისახა, თუ რას მიაღწია კლუბმა 6 თვის განმავლობაში და რა  იგეგმება სამომავლოდ. წარმოდგენილი შედეგები  შთამბეჭდავი იყო. მოხსენებას თან ერთვოდა ეკრანზე ნაჩვენები სლაიდ შოუ. მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდნენ DSC 0013სურათები "ძველი" ბათუმის საჭადრაკო ცხოვრებიდან. ეკრანიდან იმზირებოდნენ "ციცინათელა"-ს მომღიმარი მოსწავლეები და მწვრთნელები, ადრეული კლუბ "ნონა"-ს აღსაზრდელები. წარსულს ენეცვლებოდა დღევანდელობის ამსახველი ფოტოები. შთამბეჭდავი იყო ჩატარებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგებისა და წარმატებების ჟამს დაფიქსირებული მომენტების ამსახველი კადრები. DSC 0052

პრეზენტაციაზე სკაიპის დახმარებით პირდაპირ ჩაერთვნენ, თბილისიდან,  ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და უცხოეთიდან, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

 

 

 

ორივე ცნობილმა, "ვირტუალურმა", სტუმარმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს და მერიას იმ თანადგომისათვის და ძალისხმევისათვის რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პროფესიული ჭადრაკის განვითარებისთვის. მათ უსურვეს კლუბს  წინსვლა და გამარჯვებები. DSC 0072ჩართვები საინტერესოდ, ბუნებრივ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველას კარგი განწყობა შეუქმნა. იყო საახალწლო მილოცვები და გულითადი სურვილები.

 მოეწყო კლუბის საიტის (chessbatumi.geდემონსტრირებაც. დამსწრეებმა დაათვალიერეს მასალა, რომელიცDSC 0083 წარმოდგენილიამითითებულ ვებგვერდზე. საიტის მასშტაბურობამ და შინაარსმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

 

 

 

 

 

DSC 0064სიტყვით გამოვიდნენ: მამუკა თამაზაშვილი, ალეკო ჩხარტიშვილი, ირაკლი გვარჯალაძე, გულთამზე ვადაჭკორია, ხატია ტაკიძე. თითოეულმა დადებითად შეაფასა ახლად აღორძინებული კლუბის საქმიანობა. საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს მომავალშიც წინსვლა და წარმატებები უსურვეს, ხოლო 2014 წელი ბათუმის ჭადრაკისთვის წინასწარ "ოქროს წლად" გამოცხადდა.

 

 

 

 

DSC 0046პრეზენტაციის მეორე ნაწილი მისაღებ ოთახში ჩატარდა. აქ სტუმრებს ფურშეტი ელოდათ.  საზეიმო ვითარებაში გაიჭრა კლუბის სახელობითი ტორტი. DSC 0065

დამსწრეებმა ტრადიციული ქართული ღვინით ადღეგრძელეს და გზა დაულოცეს ბათუმისა და მთლიანად აჭარის სიამაყეს საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ს.

 

 

 

 

DSC 0018DSC 0097DSC 0090 DSC 0047