Facebook

12ნიშანდობლივია, რომ საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს, პირველ საპატიო სტუმრად ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ეწვია. 

 

 

 

 

 

ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა  დიდოსტატმა ბათუმში საქმიანი ვიზიტის დროს დაათვალიერა კლუბი, გაეცნო მის მიმდინარე საქმიანობას, უკვე მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო გეგმებს. აგრეთვე  გამოთქვა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა კლუბის შემდგომ განვითარებასა და წინსვლაში. უახლოეს მომავალში  დაგეგმილია ქალბატონი ნონას განმეორებითი რამდენიმე დღიანი ვიზიტი ბათუმში, რომლის დროსაც ქალბატონი ნონა გეგმავს ერთდროული თამაშის სეანსები ჩაუტაროს საჭადრაკო კლუბ "ციცინათელას" აღსაზრდელებს,.ჯილდოები გადასცესკლუბის წარმატებულ  წევრებს და მოინახულოს დიდაჭარაში არსებული საჭადრაკო სკოლა "ნონა".