Facebook

SAT Batumoba 2018 "ბათუმობა" კლუბმა ნონამ ჩვეული საჭადრაკო განწყობით აღნიშნა.

 

 

კლუბმა ნონამ დილიდანვე აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროპის მოედნისკენ

საზეიმო მსვლელობაში, რომელშიც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა

ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. 

 

 

1 Batumoba 2018 2 Batumoba 2018 3 Batumoba 2018

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და ბათუმობის დღესასწაული მოულოცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმში საგანგებოდ ჩამოსული ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების 

წარმომადგენლები.

საზეიმო განწობაზე ზრუნავდა არაჩვეულებრივი ჯაზ-ბიგ ბენდი და გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანსამბლი, რომელმაც 

25-ზე მეტი დრამერის მონაწილეობით ორიგინალური წარმოდგენა გამართა ბრაზილიურ სტილში.   

4 Batumoba 2018 5 Batumoba 2018 6 Batumoba 2018

ევროპის მოედნიდან ძველ ბათუმში გადავინაცვლეთ სადაც კოხტად მორთულ პატარა ქუჩებში მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდა.

ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩა 1900-იანი წლებისთვის 

დამახასიათებელი აბრებით ,აფიშებითა და ბილბორდებით მოირთო. გაიმართა კოსტიუმირებული წარმოდგენები.

ერთ-ერთ ასეთ ქუჩაზე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ოგანიზებით ულამაზესი საჭადრაკო

კუთხე მოეწყო. 

7 Batumoba 20182 8 Batumoba 20182 9 Batumoba 2018

როგორც ყოველთვის, ოლიმპიურ კუთხეში საქმიანი ფუსფუსი, ხალხმრავლობა და მხიარული ჟრიამული სუფევდა. 

სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს ჭადრაკის ისტორიისთვის  მნიშვნელოვანი

მოვლენების ამსახველი ფოტო გამოფენა და ორიგინალური საჭადრაკო დაფა რომელსაც ფიგურების ნაცვლად თეთრი და წითელი

ღვინით სავსე ჭიქები ამშვენებდა, თითოეულ გაკეთებულ სვლას სადღეგრძელო ახლავდა, რაც კიდევ უფრო სახალისოს ხდიდა

პაექრობას. 

ოლიმპიადის თილისმა ინტელექტუალი და უსაყვარლესი კუ ბათუსა თართლშტაინი ყველას დადებით განწობას უქმნიდა

გიგანტურ საჭადრაკო დაფასთან სხვადასხვა ასაკის ბავშვები ირეოდნენ და გულმოდგინედ აადგილებდნენ დიდრონ ფიგურებს.

საინფორმაციო კუთხესთან ოლიმპიადის მოხალისეები აწვდიდნენ სხვადასხვა ინფორმაციას ვიზიტორებს.

ოლიმპიადის კუთხეს ესტუმრენ ბათუმის მერიის და აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების

წარმომადგენლები.

ანსამბლი "მწვერვალი" სტუმრებს სპეციალურად ოლიმპიადისთვის მომზადებული ფლეშმობით დახვდა.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სიმბოლური სვლა გააკეთა და ოლიმპიადის

მასპინძელ ქალაქში მომავალი გამარჯვებების სადღეგრძელო წარმოთქვა.

ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ქალთა საერთაშორისო ოსტატმა (WIM) სოფიკო ტერელაძემ, რომელშიც მონაწილეობა

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ნორჩმა წევრებმაც მიიღეს. 

SAERTO Batumoba 2018 SAERTO2 Batumoba 2018

 

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე მიილია და დადებითი ემოციებით დაგვმუხტა.

 

"საჭადრაკო კლუბი ნონას" სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის

ხელმძღვანელს, ფიდეს კონსულტანტს ქალბატონ სოფიო ბაკურიძეს და კომიტეტის თითოეულ თანამშრომელს

გამოჩენილი ენთუზიაზმისთვის, საინტერესო პროექტების შექმნისა და მათ განხორციელებაში შეტანილი 

დიდი წვლილისათვის!