Facebook

Olympiadis Logo SAT 250x200

23 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრამდე ბათუმმა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. 

მონაწილეობა 185 დარეგისტრირებული ქვეყნის 1665 მოჭადრაკემ მიიღო, რომელთა შორის 1090 წოდებიანი გახლდათ.

(266 - GM; 64 - WGM; 199 - IM; 102 - WIM; 158 - FM; 126 - WFM; 103 - CM; 72 - WCM).

185 გუნდი მამაკაცთა ღია (Open Section) და 151 გუნდი ქალთა (Women Section) სექციაში ასპარეზობდა.

გუნდის შემადგენლობა 4 ძირითადი,1 სათადარიგო წევრით და კაპიტნით იყო დაკომლექტებული.

დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

დაგვიანებაზე 15 წთ იყო გამოყოფილი.

30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება იკრძალებოდა. 

 

მთავარი მსაჯი: პანაგიოტის (ტაკის) ნიკოლოპულოსი (საბერძნეთი)

მთ, მსაჯის მოადგილეები: ომარ სალამა (ისლანდია)  და მარიკა ჯაფარიძე (საქართველო).

ოლიმპიადას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 200 მსაჯი ემსახურებოდა.   

 

ოლიმპიადაზე ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონას" სამივე დიდოსტატი წევრი ასპარეზობდა.

ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალთა პირველ ნაკრებში, ხოლო სალომე მელია და მირანდა მიქაძე საქართველოს მეორე ნაკრებში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. პირველმა ნაკრებმა ბრინჯაო დაისაკუთრა, ხოლო მეორე ნაკრებმა

დაგროვებული ქულებით IV - XII ადგილები გაიყო, კოეფიციენტის მაჩვენებლებით მათ საბოლოოდ IX ადგილი ხვდა წილად. 

 

11 ტურის განმავლობაში შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

Olypiad 2018 Saprizo Shedegebi1

Olypiad 2018 Saprizo Shedegebi2

ბათუმმა დასახულ მიზნებს ღირსეულად გაართვა თავი.

ყველა სტუმარი დადებითი ემოციებით დამუხტული ტოვებდა საქართველოს.

რაც ჭეშმარიტად მუხლშეუხრელი და თავდაუზოგავი სადღეღამისო გუნდური შრომის შედეგია!

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიას, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, არბიტრებს, პრესის და მას-მედიის წარმომადგენლებს, ვალანტიორებს, დაცვის მუშაკებს და თითოეულ ადამიანს ვინც აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიადის პროცესში, გადავუხადო უდიდესი მადლობა გაწეული შრომისა და ძალისხმევისათვის, რომლის გარეშეც ეს ურთულესი საჭადრაკო ღონისძიება ვერ გაიმართებოდა.

28828103 1984351661804668 1872280083001412395 o

ოლიმპიადის ოფიციალური ვებ გვერდი:  https://batumi2018.fide.com/en

ოლიმპიადის ოფიციალური Facebook გვერდი: https://www.facebook.com/batumi2018/

ოლიმპიადის კენჭისყრა და შედეგები ვაჟთა       (OPEN):  http://chess-results.com/tnr368908.aspx?lan=1

ოლიმპიადის კენჭისყრა და შედეგები  ქალთა (WOMEN): http://chess-results.com/tnr368909.aspx?lan=1&art=0&flag=30

PGN ფაილები/პარტიები     (OPEN) & (WOMEN) https://batumi2018.fide.com/en/pgn

ოლიმპიადის ფოტო და ვიდეო გალერეა:   https://batumi2018.fide.com/en/multimedia