You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ლიტვაში

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ლიტვაში

LOGO 250x200 SAT 4 იანვარს, კლუბი ნონა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 22 კაციანი დელეგაციით ლიტვაში გაემგზავრა და "იოდა ბალტას" საჭადრაკო კლუბს ესტუმრა.

 

2017 წელი, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონასთვის საინერესო თავგადასავლებით და ახალი პროექტებით დაიწყო.

კლუბი მეგობრული ვიზიტით ეწვია ლიტვის საჭადრაკო კლუბ "იოდა ბალტას". რომლის დირექტორი უკვე 10 წელია ვილნიუსის მახლობლად არსებულ საკურორტო პატარა ქალაქში დრუსკინინკაიში მართავს ტრადიციულ საერთაშორისო რაპიდ და ბლიც ტურნირებს.

გადავწყვიტეთ გაცვლითი პროგრამა ამ პერიოდისთვის დაგვემთხვია და ამით უფრო ნაყოფიერი გაგვეხადა ჩვენი ვიზიტი.

დრუსკინინკაიში ჩვენს პროგრამას სანქტ პეტერბურგის გროდნენსკის საჭადრაკო სკოლა შემოუერთდა. გაიმართა მეგობრული შეხვედრები.

druskininkai-1 kaledine-vilniaus-egle-s-ziuros-nuotr-73247922 druskininkai-2

დრუსკინინკაიში ჩამოსვლამდე ღამის ვილნიუსში გავისეირნეთ და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღმართული დიდრონი კოხტა ნაძვისხეც მოვინახულეთ.

ტურნირებს სასტუმრო "დაინავა" მასპინძლობს. ჩვენმა დელეგაციამაც აქ დაიდო ბინა.

კომფორტული საჭადრაკო დარბაზები უკვე მზადაა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეების მისაღებად.

ტურნირები 6 იანვარს იწყება და 9 იანვრამდე გასტანს. 

კლუბ ნონას დელეგაცია შედგება სხვადასხვა ასაკის ყველაზე წარმატებული წევრებისგან და კლუბის მწვრთნელებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ

არა მარტო ტურნირებში, არამედ საერთაშორისო მწვრთნელთა სემინარებშიც.

druskininkai-5 druskininkai-4 druskininkai-3 

სანამ სატურნირო ციებ-ცხელება დაიწყება ბავშვები სპორტულ დარბაზში ატარებენ თავისუფალ დროს.

მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი მათ განკარგულებაშია.

druskininkai-6 Dainava hotel druskininkai druskininkai-7

5 იანვარს, დრუსკინინკაის წამყვანი ნორჩი მოჭადრაკეები გვესტუმრენ, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.  

მეგობრული პარტიები დინამიურად და საინტერესოდ წარიმართა.

druskininkai-11 41NWIZMREVAK 41NWJ1HJOZEO 35 resource druskininkai-9

თავისუფალი საღამო სასიამოვნო და სასარგებლო წყლის პროცედურებით დავასრულეთ. გული ვიჯერეთ მრავალფეროვან აუზებში ცურვით.

დრუსკინინკაი ცნობილია თავისი ულამაზესი და უდიდესი აკვა პარკით.

იგი მსოფლიოში მიღებული უმაღლესი სტანდარტებით აგებული შენობაა, რომელიც სტუმრებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

დღეს ამაში თავად დავრწმუნდით. 

Druskininkai-18-1 Druskininkai-14 Druskininkai-15 

პროგრამა გაგრძელდა, 6 იანვარი ახალი შთაბეჭდილებებით და გამოცდილებით შეივსო.

დილით ბვშვებს ხელოვნების მასტერ კლასი ჩაუტარდათ.

პირველი ნაწილი ხატვით დავალებას მოიცავდა - თემაზე "ჭადრაკი და თოვლი", ჩვენმა ნამუშევრებმა სათამაშო დარბაზში სტენდზე დაიკავეს საპატიო ადგილი.

მეორე ნაწილი შედარებით ახალ მიმდევრობას წყალზე  ხატვას დაეთმო, შექმნილი გამოსახულებების სანთლებზე გადატანით.

პატარებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ მუშაობის სპეციფიკა და თავად შეექმნათ სხვადასხვა ფერებით კომპოზიციები.

Druskininkai-16 Druskininkai-17 Druskininkai-18  

სახატავი ფურცლებიდან ისევ საჭადრაკო დაფებს დავუბრუნდით და წინასატურნირო მოთელვა ჩავატარეთ.

Druskininkai-19 Druskininkai-20 Druskininkai-21

მზემ გამოანათა და შენობიდან სასტუმროს გვერდით ულამაზეს პარკში გადავინაცვლეთ. გორაკებზე სრიალით და გუნდაობით ვიჯერეთ გული.

აქტიური შესვენების შემდეგ აკვა პარკის შენობისკენ გავემართეთ, სადაც ახალგაზრდა ამომავალმა ვარსკვლავმა, ლიტვის ეროვნული  და

ოლიმპიური ნაკრების წევრმა პაულიუს პულტინევიჩიუსმა მარიამპოლედან (2252) ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.  

Druskininkai-22 Druskininkai-23 Druskininkai-24

მარიამპოლეს საჭადრაკო კლუბი "სუდოვას" მიერ დაწესებული იყო პრიზად სამახსოვრო სუვენირი რომელიც წარმატებულ მოთამაშეს გადაეცემოდა.2 საათიანი ბრძოლის შემდეგ კლუბის ორმა მოჭადრაკემ პარტია შედეგიანად დაასრულა (ნინო კეკელიძემ მოიგო, ხოლო 7 წლის გიორგი ჭანტურიამ ფრედ ითამაშა). მათ შეპირებისამებრ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სუვენირები.

Druskininkai-25 Druskininkai-26 Druskininkai-27

19 საათზე ბლიც ტურნირმა "დაინავა ოპენ"  აიღო სტარტი. მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად.

პირველობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. თითოეულ მოთამაშეს 3 წთ ჰქონდა პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

ტურნირში 6 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიყარა თავი (ლიტვა, საქართველო, ბელორუსია, ლატვია, პოლონეთი და რუსეთი).

Druskininkai-28 Druskininkai-29 Druskininkai-30

შეხვედრები საინტერესო იყო იმითაც რომ ყველა ასაკის წარმომადგენელი ერთად ასპატრეზობდა, ადგილების გამოყოფა ბოლოს ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პატარებისთვის ასეთი დროის კონტროლი შეუჩვეველი და რთული იყო, ხოლო უმეტესობას პირველად უწევდა ასეთი სახის ტურნირში ასპარეზობა, კლუბ ნონას ნორჩმა მოჭადრაკეებმა შეძლეს თავის წარმოჩენა და საპრიზო ადგილების დაკავება. 

 Druskininkai-32Drukininkai Blici dajildoeba1Drukininkai Blici dajildoeba2Drukininkai Blici dajildoeba3Drukininkai Blici dajildoeba4

კლუბი ნონას მოჭადრაკეების ბლიცის შედეგები:

ქალები: ნატა ჯიბუტი (WFM, 1725) - II ადგილი;  18 წლამდე გოგონათა შორის - I ადგილი. 

           ნინო კეკელიძე (1893) - III ადგილი.

18 წლამდე ჭაბუკები:  ირაკლი ახვლედიანი (1905) - II ადგილი.

10 წლამდე ჭაბუკები:  ალექსანდრე მსხალაძე (1053) - III ადგილი.

10 წლამდე გოგონები: ნატალი აბულაძე (1177) - I ადგილი.

08 წლამდე ჭაბუკები:  გიორგი გოგიაშვილი (1084) - II ადგილი.

08 წლამდე გოგონები: კესარია მგელაძე   - I ადგილი.

                                      მარიამ კალანდაძე - II ადგილი.

                                      თიკო ბერაია        - III ადგილი.  

 

7 იანვარს დილის 10:00 საათზე სტარტი აიღო სწრაფი ჭადრაკის წესებით - რაპიდ ტურნირებმა.

"დრუსკინინკაის რაპიდ ტურნირი" - მონაწილეობას ღებულობენ ვაჟები, ქალბატონები, 18 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები, აგრეთვე ყველა მსურველი.

"აკვაპარკ ოპენი" - 14, 12, 10, 08 და 06 წლამდე ჭაბუკები და გოგონები.

ორივე ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება.

დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს 20 წთ აქვს პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.

07.01.2017 - I ; II; III; IV; V ; VI ტური

08.01.2017 - VII; VIII; IX ტური

ტურების დასაწყისი:    10:00-დან.

 Druskininkai-42 Druskininkai-43 Druskininkai-44

დილიდან იგრძნობოდა სატურნირო განწყობა. სათამაშო დარბაზებში სხვადასხვა ქვეყნისა და ასაკის მოჭადრაკეები ირეოდნენ.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, პატარა ხის დაფა ყველა ეროვნების და ასაკის ადამიანებს აერთიანებს. ჭადრაკის ენა ყოვლისმომცველია...

დღემ ისე ჩაიარა, თითქოს ფერადი კოლეიდოსკოპი დაატრიალესო, ერთი ტური ცვლიდა მეორეს. ბავშვებისთვის ეს რეჟიმი ნამდვილ გამოცდათ იქცა.

მარათონული უსასრულო პარტიების შემდეგ აქტიური დასვენების დრო დადგა, ირჩეოდა პარტები, იცვლებოდა შთაბეჭდილებები.

Druskininkai-45 Druskininkai-46 Druskininkai-47

ბოლო სამმა ტურმა უცებ გაირბინა. ჩვენი ლიდერი პატარები უკომპრომისოდ იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის.

ზოგმა შეძლო, ზოგმაც ვერა, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პარტიიდან პარტიამდე იგრძნობოდა ბავშვების ზრდა და პროფესიონალური წინსვლა.

ყოველი შემდეგი ცდა გამოირჩეოდა წინა მორბედისგან ხარისხობრივად და შინაარსობლივად. ტურის შემდეგ საბაგირო გზით გავემართეთ დრუსკინინკაის ცნობილ

"Snow Arena"-ში სადაც ზამთარ-ზაფხულ უზარმაზარ შენობაში ბრწყინავს თოვლი, ელის ზამთრის სპორტის მიმდევრებს და თხილამურების მოყვარულებს.

Druskininkai Snow arena-1 Druskininkai Snow arena-2 Druskininkai Snow arena-3

საზეიმო დახურვაზე უამრავი სიურპრიზი გველოდა.

დარბაზში ჩვენი დელეგაცია ქართული ხარლხური მუსიკის და ეკრანზე ხორუმის ფონზე შევიდა.

ორგანიზატორები გამოწყობილნი ივნენ ქართულ ჩოხაში და ქართულად გვიხდიდნენ "მადლობას".

Druskininkai daxurva rapidi 0 Druskininkai daxurva rapidi 1 Druskininkai daxurva rapidi 2

 

ჩვენი პრიზიორები "საქართველოს" და "გილოცავთ" შეძახილების თანხლებით დააჯილდოვეს.

დელეგაციის ყველა წევრს გადმოეცა ორგანიზატორისგან - იონას სიდაბრასისგან სამახსოვრო საჩუქარი.

Druskininkai daxurva rapidi 3 Druskininkai daxurva rapidi 4 Druskininkai daxurva rapidi 5

კლუბი ნონას მოჭადრაკეების რაპიდის შედეგები:

ქალთა:  ნინო კეკელიძე (1893) -  I ადგილი.

18 წლამდე ჭაბუკები:   ირაკლი ახვლედიანი (1905) - II ადგილი.

18 წლამდე გოგონები:  ნატა ჯიბუტი (WFM, 1725) - II ადგილი;   

10 წლამდე გოგონები:  ნატალი აბულაძე (1177) - III ადგილი.

08 წლამდე გოგონები:  კესარია მგელაძე   - II ადგილი.

                                                  მარიამ კალანდაძე - IV ადგილი.

 dRUSKININKAIIIII

   

   ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაცია

  ულოცავს ნორჩ მოჭადრაკეებს მიღწეულ წარმატებას !!!

 

 

ვიზიტის პერიოდში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ლიტვის მწვრთნელთა სემინარი თემებზე ნორჩი მოჭადრაკეების წვრთნის

პროცესი და ტურნირები ლიტვაში (ლექტორი - იონას სიდაბრასი), ენდშპილის თავისებურებანი და სწავლების ძირითადი პრინციპები (ლექტორი ედუარდას

როზენტალისი), ხელოვნების საშუალებების და მეთოდების გამოყენება წვრთნის პროცესში (ლექტორი იურგა სიდაბრიენე).

ჩვენი მხრიდან ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, ვისაუბრეთ სწავლების მეთოდების, პროგრამების და ასაკობრივი თავისებურებების შესახებ.

დაიგეგმა ახალი საინტერესო ერთობლივი პროექტები.

კლუბი ნონას მწვრთნელებს გადმოეცათ სერთიფიკატები.

Mwvrtnelta Sertipikatebi Druskininkai

 

უკვე სულ მალე წარუშლელი შთაბეჭდილებებით დახუნძლულები გამოვემშვიდობებით სტუმართმოყვარე ორგანიზატორებს, დრუსკინინკაის და ლიტვას.

                                       

chvenebiii Druskininkai

 

დრუსკინინკაის ოპენ ბლიც ტურნირი

ჩვენი მოჭადრაკეების კენჭისყრა და შედეგები:  http://chess-results.com/tnr253279.aspx?lan=1&art=25&fedb=GEO&turdet=YES&flag=30&wi=984

საბოლოო ცხრილი:  http://chess-results.com/tnr253279.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30&wi=984

 

დრუსკინინკაის რაპიდ ტურნირი - საბოლოო შედეგები

ძირითადი ტურნირი:  http://chess-results.com/tnr253281.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30&wi=984

აკვაპარკ ოპენი - საბოლოო შედეგები 

14 წლამდე: http://chess-results.com/tnr253289.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30&wi=984

12 წლამდე: http://chess-results.com/tnr253287.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30&wi=984

10 წლამდე: http://chess-results.com/tnr253285.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30&wi=984

08 და 06 წლამდე: http://chess-results.com/tnr253283.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30&wi=984

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=634743400067912