Facebook

Jojua MasterClasi-2016-1 SAT 30  ნოემბრიდან, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში, კლუბის მწვრთნელებისთვის და ნორჩი წევრებისთვის თემატურ მასტერ კლასებს მართავს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, "ფიდეს სენიორ ტრენერი" (FST), საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.

 

მასტერ კლასის თემა:

თანამედროვე, აქტუალური დებიუტები.

დებიუტიდან  მიტელშპილში გადასვლის თავისებურებები და პრინციპები.

აღნიშნულ თემებზე დიდოსტატების მიერ გათამაშებული სანიმუშო პარტიების გარჩევა, ანალიზი.

პრაქტიკუმი, ამოცანები. 

  Jojua MasterKlasi 2018 1 Jojua MasterKlasi 2018 2 Jojua MasterKlasi 2018 3

ბავშვებს ყოველ დღე ეძლევათ საშინაო დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებლად.

რაც კიდევ უფრო ზრდის მასტერ კლასის ნაყოფიერებას და მოცემული თემატიკის გათავისების ხარისხს. 

  Jojua MasterKlasi 2018 4 Jojua MasterKlasi 2018 5 Jojua MasterKlasi 2018 6

იგეგმება მწვრთნელთა და ბავშვთა შემდგომი ერთობლივი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა.

ვფიქრობთ ასეთი სახის მასტერკლასები ნორჩი და იმედისმომცემი მოჭადრაკეების წინსვლისთვის აუცილებელი და შეუცვლელია. 

 

ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ დავითს,

სამახსოვრო და სასარგებლო საჭადრაკო დღეებისთვის, რომელიც უთუოდ დაეხმარება ნორჩ წევრებს წინსვლაში.

 

 ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1018337518375163