You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატი

საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატი

afisha-10.03.2017sat თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, 10 მარტს 13:00 სთ-ზე საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.

პირველობაში საქართველოს 10 უძლიერესი მანდილოსანი ღებულობს მონაწილეობას.

მათ შორისაა ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"ს დიდოსტატი წევრები სალომე მელია და მირანდა მიქაძე.

ჩატარების ვადები: 10 - 20.03.2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

ჩატარების სისტემა: წრიული, 9 ტურად.

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, აგრეთვე დაიშვებიან

2018 წლის საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

განრიგი:   I (11.03) - 15:00;  II (12.03) - 15:00; III (13.03) - 15:00; IV (14.03) - 15:00; V (15.03) - 15:00; 

(16.03) - დასვენების დღე; VI (17.03) - 15:00;  VII (18.03) - 15:00;  VIII (19.03) - 15:00;  IX (20.03) - 13:00.

დახურვა (20.03) - 18:00.

დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, 30 წთ - პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

საპრიზო ფონდი/ლარში: I ადგილი - 5500; II ადგილი - 4500; III ადგილი - 3500; IV ადგილი - 2500;  V ადგილი - 1500.

ფულადი ჯილდოები არ იყოფა და დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. 

afisha-10.03.2017sa

             მონაწილეები:    Starting 74 Geo w Ch               

               ხოტენაშვილი ბელა 

               მელია სალომე     

               არაბიძე მერი       

               ხურციძე ნინო      

               ხუხაშვილი სოფიკო 

               წერეთელი თამარ   

               ხომერიკი ნინო      

               გვეტაძე სოფიო      

               მიქაძე მირანდა      

               კუჭავა ანა     

 

კენჭისყრა და შედეგები: http://chess-results.com/tnr266561.aspx?lan=1&art=2&wi=821