Facebook

SAT ASCES Europe

ბათუმს "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს ტიტული ბრიუსელში (ბელგია) დღეს ევრო პარლამენტის შენობაში, საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.

 

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც განაცხადი შეიტანა  ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციაში. ივლისის თვეში სპეციალური კომისია სტუმრობდა ბათუმს ინსპექტირებისთვის. 

ACES Europe-ის კომისიას სათავეში ედგა ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი, რომელმაც ბათუმში ვიზიტის დროს ადგილზე დაათვალიერა სპორტული ობიექტები, გაეცნო მერიასთან არსებული კლუბების, სპორტსმენების მიღწევებს და შეაფასა არსებული ვითარება.  როგორც მან აღნიშნა თავის ანგარიშში ბათუმი კარგ მაგალითს წარმოადგენს  სპორტის, კულტურის,  ჯანდაცვის და განათლების სფეროში. 

 

სანიმუშო სპორტული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა პროგრამები და აქტივობები სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა ბათუმისთვის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭება. 2018 წელს ბათუმში არა ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება გაიმართა. 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის პერიოდში ბათუმს  189 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი (მოჭადრაკე) და დელეგატი სტუმრობდა. გარდა უკვე არსებული სპორტული ობიექტებისა, უახლოეს დროში ბათუმს შეემატება მრავალფუნქციური სპოტული კომპლექსი, ყინულის დარბაზი და უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი (20 000 მაყურებელი). 

ACES Europe - ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპული ქალაქებისთვის სტატუსების განსაზღვრას ახდენს. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულს და დროშას ბათუმის მერს ბატონ ლაშა კომახიძეს პირადად ACES Europe-ის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი გადასცემს. დაჯილდოების ცერემონიალი ევრო პარლამენტის შენობაში საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. ღონისძიებას, ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან.

მიღებული სტატუსი უდაოდ ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას. 

სპორტის განვითარება გამოცხადებულია ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოში. 

47268872 506392906506666 2173476094290690048 n 47572821 506392873173336 1203066523392933888 n

 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბათუმის მერიის გენერალურ სპონსორს "ორბი ჯგუფს" მხარდაჭერისათვის.

 

ინფორმაცია:  http://ajaratv.ge/news/ge/36301/batums-sportis-qalaqis.html?fbclid=IwAR2qok40NJKrv9jcH2KCWdD9oV-GHnWRHXuqFuMKSUv4azH2xLINWk5GyOo#.XAZf6zwAqVs.facebook