You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი კლუბ ნონას ღია ბლიც ტურნირი

კლუბ ნონას ღია ბლიც ტურნირი

DSC SAT  12 მარტს, "საჭადრაკო კლუბ ნონა"-ში ღია ბლიც ტურნირი გაიმართა.

 

 

 

ამ ღირსშესანიშნავ საღამოს ბათუმის საჭადრაკო სამყაროს ოთხი თაობის 16-მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი.

 

 

 

DSC 0032 DSC 0054 DSC 0052

პირველობა წრიული სისტემით, 15 ტურად ჩატარდა.

პარტიაზე თითოეულ მოთამაშეს 3 წთ ჰქონდა გამოყოფილი, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

DSC 0079 DSC 0096 DSC 0077

პარტიები საინტერესოდ წარიმართა.

ორთაბრძოლები დინამიურობით გამოირჩეოდა და მაყურებლებში დიდ ინტერესს იწვევდა.

შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

I ადგილი   - ირაკლი ახვლედიანი,    14 ქულა

II ადგილი  - იოსებ (სოსო) ტუღუში, 12 ქულა

III ადგილი - ალექსანდრე რუხაძე,    12 ქულა

DSC 0101 

საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მედლებით, გამარჯვებულს გადაეცა თასი.

 

ასეთი სახის ტურნირები კლუბში ხშირად იმართება, სამომავლოდ იგეგმება მაშტაბის გაზრდა და ყველა თაობის მოჭადრაკის ჩართვა, გააქტიურება.

ვფიქრობთ ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობ აქვს რეგიონში ჭადრაკის განვითარებისა და ამ სპორტის სახეობის პოპულარობის ზრდისთვის.  

 

წინ ახალი პროექტები და აქტივობები გველს!

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=665845166957735