Facebook

LOGO SAT25 დეკემბერს ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"-მ სასტუმრო "ჩაო"ს საკონფერენციო დარბაზში 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება მოაწყო თემაზე "გაწეული მუშაობის შედეგები და შემდგომი ამოცანები". 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოჭადრაკეები და მშობლები, აგრეთვე კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული დიდოსტატი წევრი მირანდა მიქაძე, რომელიც მთელი წლის განმავლიბაში აქტიურად იყო ჩართული კლუბის სამუშაო პროცესში და სისტემატირად ატარებდა თემატურ მასტერ კლასებს და ერთდროულ თამაშის სეანსებს კლუბის ნორჩი წევრებისთვის. 

კლუბის მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ  კლუბის მიერ განხორციელებული პროექტების, პროგრამების, ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

აღნიშნა დიდოსტატი და ნორჩი წევრების  მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი მიღწევები.

 

სალომე მელიამ  2013 წელს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხოლო 2014 წელს ბრინჯაო, გაიმარჯვა ქალთა შორის საერთაშორისო ტურნირში - დუბაი ოპენი. 2016 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თავის დაფაზე ვერცხლი დაისაკუთრა და მოიპოვა "ნონა გაფრინდაშვილის თასი-2016" ქალთა შორის.  2017 წელს ევროპის გუნდურ პირველობაზე ოქრო მოიპოვა და გაიმარჯვა  სერბეთში გამართულ მამაკაცთა საერთაშორისო დიდისტატთა  წრიულ ტურნირში .

ნინო ბაციაშვილმა არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაასრულა, 2015 წელს ქალთა საქართველოს ჩემპიონი და  ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა. 2016 წელს ბათუმში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრიზე ბრინჯაო და მსოფლიო ოლიმპიადაზე მცირე ვერცხლი დაისაკუთრა. ხანტიმანსიისკში მსოფლიო ქალთა გრან პრიზე მეორე ადგილი მოიპოვა, 2017 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თავის დაფაზე ოქრო მოიპოვა. ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მან უძლიერეს მამაკაცებს ტოლი არ დაუდო და მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება შეასრულა. 2018 წელს, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მე-2 დაფაზე ვერცხლი მოიპოვა. ნინო  საქართველოს მოქმედი ჩემპიონია!

გოგონები საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი ძირითადი წევრები არიან.

  • მირანდა მიქაძემ ერთგვარი პაუზის შემდეგ, 2015 წელს საქართველოს თასზე საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა და ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება შეასრულა. 2016 წელს  საქართველოს პირველი ლიგა მოიგო,  მონაწილეობა მიიღო მერიის თასზე, სადაც "ა" ტურნირში ქალთა შორის  ვერცხლი დაისაკუთრა, 2018 წელს წარმატებით იასპარეზა მსოფლიო საჭადრაკო 43-ე ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე შემადგენლობაში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე  კლუბ ნონას გუნდს "ოქროს ქულა" მოუტანა და აგრძელებს აქტიურ მომზადებას.

აჭარის ჩემპიონატში წარმატებულად იასპარეზეს და გვასახელეს სხვადასხვა ასაკის კლუბის ნორჩმა წევრებმაც.

 2017 წელს, ირაკლი ახვლედიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა (U18B), კესარია მგელაძემ  ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებაში 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (თბილისი, 22 - 28.11.2017 წ.)  კესარია 2018 წლის აჭარის (8 და 10)  და საქართველოს ჩემპიონია 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (21-31.05.2018 წ), აგრეთვე  I ადგილის მფლობელია საქართველოს მასშტაბით საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში. წელს მან ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და კლუბი ნონას  ფინანსური დახმარებით იასპარეზა 8 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე IV ადგილი (20-29.08.2018წ, რიგა, ლატვია) და მსოლიო ჩემპიონატზე VIII ადგილი (03-16.11.2018წ, სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი). 8 წლამდე ჭაბუკებში გიორგი ჭანტურიამ ბრინჯაო მოიპოვა საქართველოს პირველ ლიგაში. 2018 წელს საქართველოს ასაკობრივ პირველობაზე წარმატებით იასპარეზა აგრეთვე  მარიამ კალანდაძემ, რომელმაც 8 წლამდე , საქართველოს საუკეთესო ხუთეულში დაიკავა კუთვნილი ადგილი.

18 16 saqartvelos chhempionebi tbilisi 201819 15 1 Greece

კლუბი ნონა ოთხგზის საქართველოს (2014 წ - ურეკი, 2016 წ - ლაგოდეხი, 2017 წ და 2018 წ - თბილისი) და სამგზის ევროპის საკლუბო ჩემპიონია! (2014 წ- ბილბაო, ესპანეთი, 2015 წ -სკოპიე, მაკედონია და 2017 წ. ანტალია, თურქეთი). აგრეთვე ორგზის ვიცე ჩემპიონია (2016 წ- ნოვი სადი, სერბეთი და 2018 წ - პორტო კარასი. ჰალკიდიკი, საბერძნეთი)

ევროპის საკლუბო გუნდური ჩემპიონატი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  ტურნირად ითვლება, რომელშიც სისტემატიურად  მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბები და  საუკეთესო მოჭადრაკეები.

 2017 წ. 11 დეკემბერს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, კლუბ ნონას საჭადრაკო ევრო კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი გიორგაძემ  ევროპის საკლუბო ჩემპიონთა გარდამავალი თასი გადასცა. 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 18 აგვისტოს (2017 წ.) კლუბი ნონასმთავარი მწვრთნელი ბატონი გურამ ჭანტურია სპორტის სამინისტროში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა! ხოლო კლუბის მენეჯერს და მწვრთნელს მარიკა ჯაფარიძეს ანტალიაში გამართულ  ფიდეს კონგრესზე არბიტრის უმაღლესი "ა" კატეგორია მიენიჭა. იგი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა "ა" კატეგორიის მფლობელი მსაჯია ქალთა შორის.

პარიზში (საფრანგეთი, 21-23 ოქტომბერი, 2017წ.) გამართულ  BID-ის  (ბიზნესსაინიციატივოკომიტეტი-Business Initiative Directions) და BID Group One-ის მიერ ორგანიზებულ "საერთაშორსო ხარისხის" კონვენციის (World Quality Commitment) ფარგლებში   გამართულ   დაჯილდოვებაზე   ოქროს   კატეგორიაში  ნომინირებულ ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გადაეცა სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი". მსოფლიო   ხარისხის   კულტურაში  შეტანილი განუზომელი წვლილისათვის, დემონსტრირებული   პროფესიონალიზმისა   და   მოკლე   ხანში   მიღწეული   შთამბეჭდავი   წარმატეტებისათვის

აღინიშნა  კლუბი ნონას სწორად წარმართული სტრატეგია და ეფექტური მენეჯმენტი, აგრეთვე კლუბის ოფიციალური საიტის მაღალი დონე. კლუბმა ნონამ აქტიური მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ხარისხის" საერთაშორისო სემინარში. კონვენციის პარტნიორი "იმარ პრესი" 2 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს კლუბი ნონას შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში.

19 Chess Gardamavali Tasi  Parizi4

 24 დეკემბერს სასტუმრო "ჰოლტონში" გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის წარმატებული კლუბების, სპორტსმენების, მწვეთნელების, სპორტული მოღვაწეების დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალზე კლუბმა ნონა 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. 

ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ: ნომინაცია "წლის სპორტსმენი" - ნინო ბაციაშვილს (GM) საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 4 გზის გამარჯვებისათვის: გუნდის უცვლელ კაპიტანს მარიკა ჯაფარიძეს (WFM), წევრებს დავით ჯოჯუას (GM), დავით მაღალაშვილს (GM), დავით ბენიძეს (GM), კონსტანტინე შანავას  (GM), მირანდა მიქაძეს (WGM), და სოფიკო ხუხაშვილს (IM, WGM).

კლუბმა ნონამ გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის გუნდი" რომელშიც წარდგენილი იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 3 გზის გამარჯვებული და 2 გზის ვიცე ჩემპიონი გუნდი:  ნანა ძაგნიძე (GM), ნინო ბაციაშვილი (GM), ბელა ხოტენაშვილი (GM), ლელა ჯავახიშვილი (GM), სალომე მელია (IM, WGM),  მირანდა მიქაძე (WGM), გუნდის უცვლელი კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე (WFM) და მწვრთნელი დავით ჯოჯუა (GM).

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა გაიმარჯვა ნომინაციაში "სპორტული კლუბი კარგი მმართველობა", სწორად წარმართული მენეჯმენტისათვის.

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი  ნონა" 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აღიარეს!

კლუბმა მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან. ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან და ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში. დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები. 

საჭადრაკო კლუბმა ნონამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ბათუმისთვის  2018 წლის ყველაზე მნივნელოვან მოვლენაში მსოლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში და მისი მსვლელობისას. დაიმსახურა მადლობის სიგელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეიდენტისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმდომარის გიორგი გიორგაძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტის მიხეილ ბატიაშვილისგან, ოლიმპიადის წარმატებით ორგანიზებაში  შეტანილი წვლილისთვის.

კლუბმა ნონამ მონაწილეობა მიიღო  ბრიუსელში (ბელგია) ევროპის პარლამენტში  გამართულ ACES EUROPE-ს მიერ გამართულ საზეიმო ცერემონიაში, რომელზეც ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ACES EUROPE-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ ოფიციალურად გადასცა "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს ტიტული და დროშა.

ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქია რომელმაც დაიმსახურა "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს  სტატუსი!

წლევანდელი წელი უხვი და გამორჩეული იყო კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებებითა და გაცვლითი პროგრამებით.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:

  • ვრცელი საჭადრაკო პროგრამა კლუბი ნონას ბაზაზე, ხულოს სასპორტო სკოლის აღსაზრდელებისთვის. პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ კლუბი ნონას წევრები და სასპორტო სკოლის მოჭადრაკეები. (28-30.04.2018წ)
  • მეგობრული შეხვედრა ბათუმში ბაქოს (აზერბაიჯანი) საჭადრაკო კლუბ "AG AT" -თან ("თეთრი ცხენი") 05.07.2018წ.

 Prezentacia 2018 5 monitri DSC 0126

გამართული ტურნირები:

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას სარვამარტო ტურნირი მანდილოსანი მშობლებისთვის. 03.03.2018 წ. რომელშიც კლუბის ნორჩი წევრი არბიტრები მსაჯობდნენ!

საჭადრაკო კლუბი ნონას შიდა ტურნირი დამწყები ჯგუფების სხვადასვა ასაკის ბავშვებისთვის. 13-14.03.2018 წ.

საჭადრაკო კლუბი ნონას შიდა ტურნირი მოსამზადებელი და დაოსტატების  ჯგუფების სხვადასვა ასაკის ბავშვებისთვის. 13-14.03.2018 წ.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2018" ვეტერანთა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. (ბათუმი, 15-18.04.2018), ამავე ღონისძიების ფარგლებში:   6 წლამდე პატარების ტურნირი (16.04.2018),  მამაკაცთა ბლიც ტურნირი (16.04.2018), ტურნირი ნორჩ მოჭადრაკეთა შორის (17.04.2018) , შერეული ბლიც  ტურნირი (ვაჟთა, ქალთა, წარმატებულ ნორჩ და ახალგაზრდა კლუბის წევრთა და ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, 17.04.2018).

ქ. ბათუმის პროკურატურისა და კლუბი ნონას ერთობლივი პროექტი - "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჭადრაკის ტურნირი ბავშვებისათვის (27.04.2018).

ბათუმის სასპორტო სკოლის ასაკობრივი პირველობა (24-27.04.2018 წ.)

მე-4 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი-2018" (ბათუმი, 01-12.07.2018 წ.) "კაისა". მის ფარგლებში გაიმართა 11 დამოუკიდებელი ტურნირი. რომლებშიც დაითვალა საერთაშორისო რეიტინგები. მთავარ "ა" ტურნირში შესრულდა ფიდეს საერთაშორისო წოდებები და ნორმები. ყოველ წელს შეიმჩნევა მონაწილე ქვეყნების და მოჭადრაკეთა რაოდენობის მატება. წელს ფესტივალში 23 ქვეყნის 400-ზე მეტი მაღალი დონის მოჭადრაკე ასპარეზობდა. ტურნირი მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ტარდება და თანდათან სტაბილურად იმკვიდრებს საპატიო ადგილს მსოფლიო საჭადრაკო არენაზე. აგრეთვე ინტერნეტ სივრცეშიც დადებითი გამოხმაურებით და შეფასებით სარგებლობს. "ა" ტურნირის ყველა პარტიის ტრანსლირება ხდებოდა LIVE-ს უახლესი პროგრამით კლუბის ოფიციალური საიტიდან.  წელს ტურნირის ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა ქვეყნის 1500-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. რაც წინაპირობაა იმის, რომ 2019 წელს ტურნირს კიდევ უფრო მეტი მონაწილე და ჩამოსული სტუმარი ეყოლება! ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი. დახურვის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო და "ა" ტურნირის გამარჯვებულებს მთავარი თასი გადასცა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ლაშა კომახიძემ.

საჭადრაკო ტურნირი  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში  (27.11.2018წ).

კლუბ ნონას ტრადიციული საახალწლო ფესტივალი (ბათუმი, 05-20.12.2018 წ.) 7 დამოუკიდებელი ტურნირი ჭაბუკთა და გოგონათა შორის: 05-06 წლამდე (07-08.12.2018წ); 08 და 10 წლამდე (10-11.12.2018); 12-14 წლამდე (12-13.12.2018 წ); ვაჟთა და ქალთა შორის ბლიცი (09.12.2018წ) და რაპიდი (15-16.12.2018წ), აგრეთვე კლუბის სიახლე - მშობელი და ბავშვის ტანდემი-გუნდური ტურნირი (17-18.12.2018წ). 

მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის წინა მოსამზადებელი პერიოდში, კლუბმა ნონამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ბათუმის ოლიმპიადის საორგანიაციო კომიტეტის მიერ გამართულ  შემდეგ ღონისძიებებში: პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ - მედიატური (11-12.05.2018წ.), "პირველი სვლა ბათუმში" (13.05.2018წ); "ბათუმის მორიგი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ" (26.05.2018 დამოუკიდებლობის დღე); "ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩენილია 100 დღე" (16.06.2018წ); ხელვაჩაურში ბაღების გაერთიანების მიერ გამართული ოლიმპიადის მხარდასაჭერი ღონისძიება (27.06.2018წ);  მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა (23.09-06.10.2018). 

მწვრთნელების და ნორჩი წევრების გადამზადება, მასტერ კლასები, ლექცია სემინარები:

კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ფარგლებში:

(19-27.05.2018წ.) ლექცია-სემინარები კლუბის მწვრთნელებთან, თემატური მასტერკლასები და ერთდროული თამაშის სეანსი (25.05.2018წ) წარმატებულ წევრებთან, ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, ფიდეს სენიორ ტრენერთან, საერთაშორისო დიდოსტატთან  დავით ჯოჯუასთან, GM, FST, (2583). 

ლექცია-სემინარები კლუბის მსაჯებთან  უმაღლესი ა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრთან მარიკა ჯაფარიძესთან.  

თემატური მასტერკლასები ორ ეტაპად (27.07-06.08.2018წ ; 23.09-04.10.2018წ) და ერთდროული თამაშის სეანსი (04.08.2018წ) წარმატებულ წევრებთან, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ღვაწლმოსილ მწვრთნელთან გიორგი გოგიჩაიშვილთან (2343).   

ერთდროული თამაშის სეანსები ქალთა საერთაშორისო დიდოსტატთან მირანდა მიქაძესთან, WGM (2268), 03.03.2018 წ. და 08.10.2018 წ.

ერთდროული თამაშის სეანსი  ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) პრეზიდენტთან,  ფიდეს სენიორ ტრენერთან, საერთაშორისო დიდოსტატთან  ზურაბ აზმაიარაშვილთან, GM, FST, IO, (2637), 23.03.2018 წ.

ერთდროული თამაშის სეანსი  ზვიად ქამადაძესთან, (2189), 01.06.2018 წ.

ერთდროული თამაშის სეანსი,  საერთაშორისო დიდოსტატთან  მაქსიმ  ნოვიკთან (RUS), GM,  (2461), 08.08.2018 წ.

კლუბმა ნონამ ორგანიზება გაუწია აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულებასთან ერთად ერთობლივ პროექტებს. 

ყოველივე ამან მკვეთრად გაზარდა ჭადრაკის მასობრიობა რეგიონში, აგრეთვე კლუბი ნონას ცნობადობა და პოპულარობა.

ხანმოკლე სიტყვიერი მოხსენების შემდეგ სტუმრებს დიდ ეკრანზე ვრცელი ვიდეო ანგარიში ელოდათ გაწეული საქმიანობის, განხორციელებული აქტივობების და მიღწევების შესახებ. 

მოხსენებას და საახალწლო ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალს ეკრანზე ფონად დაყვებოდა  სლაიდ შოუ. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდებოდა წარსულის მომღიმარი სახეები, ჩვენი დროის ღირსშესანიშნავი მოვლენები, მწვრთნელები, მოსწავლეები, ტურნირების ამსახველი მომენტები და დაუვიწყარი უკვე ისტორიად ქცეული კადრები. 

მეტი თვალსაჩინოებისათვის დარბაზში მოეწყო კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოების კუთხე, სადაც ყველა მსურველს შეეძლო 2013 წლის აპრილიდან დღემდე მოპოვებული ჯილდოების დათვალიერება.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კლუბ ნონას ბაზაზე ამჟამად სრულიად უსასყიდლოდ, ყველა დონეზე, სხვადასხვა ასაკის 300-ზე მეტი ბავშვი ეუფლება საჭადრაკო სიბრძნეს! აგრეთვე სკოლა-ბაღებში კლუბის მწვრთნელები ატარებენ კვირაში 3 ჯერ გაკვეთილებს და შიდა ტურნირებს.

Prezentacia 2018 2 Saerto  Prezentacia 2018 4 Saerto sruli     მოეწყო კლუბის განახლებული ოფიციალური ვებ გვერდის www.chessbatumi.ge დათვალიერება. 2015 წლიდან  საიტი უკვე სამ ენაზე ფუნქციონირებს: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ინტერნეტ სივრცეში მას კარგი რეიტინგი აქვს და საკმაოდ პოპულარულია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს შორის. საღამოზე საჭადრაკო ჩანახატის "ჭადრაკის დაფასთან განვლილი ცხოვრება" გაიმართა, რომელშიც წარმოდგენილია 3 თაობის ცვლა და მოჭადრაკე რომელიც ცხოვრებას საჭადრაკო პარტიას ეთამაშება. გაჟღერდა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ფიდეს სლოგანიც GENS UNA SUMUS-ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!   

 ყოვლისმომცველი ანგარიშის შემდეგ კლუბის ტრადიციული საახალწლო ტურნირების გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება გაიმრთა.

საპრიზო ადგილებზე გასულ  მოჭადრაკეებს, გადაეცათ  სიგელები, მედლები და თასები. მამაკაცთა და ქალთა ტურნირზე გამოყოფილი იყო ფულადი ჯილდოები. 

 

ნ ო მ ი ნ ა ც ი ა

                                         2018 წლის საუკეთესო შედეგის მქონე კლუბის წევრი                                                                   

 კლუბის სპეციალური ჯილდო - თასები და სერთიფიკატები

  თენგიზ დიდმანიძე       - აჭარისU18/B  ჩემპიონი

   გოგა ლორთქიფანიძე     - აჭარის U14/B  ჩემპიონი

   დიმიტრი ჯიბუტი         - აჭარის U16/B  ჩემპიონი

   კესარია მგელაძე             - აჭარის U08/G და U10/G  ჩემპიონი, საქართველოს U08/G ჩემპიონი, მერიის თასი U08/G I ადგილი. ევროპის ჩემპიონატი -IV ადგილი.

   ანეტა ქედელიძე              - აჭარის U07/ ჩემპიონი

   ნატალი აბულაძე             - მერიის თასი U10/G Iადგილი.

   თედო ბოლქვაძე              - მერიის თასი Open C   IIადგილი. 

   მარიამ კალანდაძე           -  საქართველოს ჩემპიონატი   III-V ადგილი.

   გიორგი ჭანტურია          საქართველოს ჩემპიონატი  I ლიგა  ბრინჯაოს მედალი.                                               

ვულოცავთ კლუბის წევრებს მიღწეულ წარმატებას !!!

კლუბ ნონამ მადლობა გადაუხადა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს კლუბის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის!

მადლობის ბარათებით კლუბმა დააჯილდოვა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე ის პირები ვინც სპორტის ამ ულამაზესი ინტელექტუალური სახეობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობისათვის მადლობის ბარათი და სუვენირი გადაეცათ აჭარის რადიოს სპორტულ კომენტატორს გოგი მურვანიძეს და გაზეთ "აჭარის" ჟურნალისტს მანანა ძიძიშვილს.

 Prezentacia7-2017 Prezentacia 2018 1 Torti

განსაკუთრებული მადლობა ტელევიზიის და რადიოს წარმომადგენლებს, თანამშრომლებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ძალ-ღონეს არ იშურებდნენ კლუბის წარმატებების და წინ გადაგმული თითუეული ნაბიჯის გასაშუქებლად. 

კონფერენციის შემდეგ სტუმრებს დახვეწილად და ორიგინალურად გაფორმებული ფურშეტი ელოდა.  

საზეიმო ვითარებაში გაიჭრა კლუბის სახელობითი ტორტი.   

დამსწრეებმა ტრადიციული ქართული ღვინით ადღეგრძელეს და გზა დაულოცეს ბათუმის, აჭარის და მთლიანად საქართველოს სიამაყეს,

წარმატებულ კლუბს -  ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"-ს!

Prezentacia 2018 3 Montazh Jildoebi 800

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1033857926823122