You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმში

სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმში

SAT-SportIntDay CHESS-2017  "სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის"- დევიზით, 6 აპრილს საქართველო აღინიშნავს სპორტის საერთაშორისო დღეს.

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2013 წლის 23 აგვისტოს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. აღსანიშნავია, რომ გაეროში მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, წითელი ჯვარი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს სპორტის მნიშვნელობას მთელ მსოფლიოში. ანსამბლეას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები, გამორჩეული სპორტსმენები და კეთილი ნების ელჩები, სწორედ მათი ინიციატივით მოხდა სპორტის საერთაშორისო დღის დაარსება.  რაც შეეხება თარიღს, 1896 წელს ათენში გაიხსნა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამ ღონისძიების საპატივსაცემოდ სპორტის საერთაშორისო დღედ 6 აპრილი გამოცხადდა. საქართველომ თავისი გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, გააჟღერა 2013 წელს მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე. სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მონაკოს პრინცის პატრონაჟით ხდება. სპორტი ყველა ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მას საქართველოშიც დიდი ყურადღება ექცევა. ამ დღის აღსანიშნავად დაგეგმილია მთელი რიგი ტრადიციული საჩვენებელი სპორტული ღონისძიებები საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში.

ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა"-მ თავისი წვლილი შეიტანა და კლუბის ღია ბლიც ტურნირებით აღნიშნა სპორტის დღე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის სვადასხვა ასაკის წარმომადგენლებმა.

ბლიცის სათამაშო წესებით ორი დამოუკიდებელი ტურნირი ჩატარდა.  

შერეული ასაკის - შვეიცარული სისტემით 9 ტურად, ხოლო მამაკაცთა შორის წრიული სისტემით 7 ტურად წარიმართა.

თითოეულ მოთამაშეს 3 წთ ჰქონდა გამოყოფილი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

1-SportIntDay CHESS-2017 3-SportIntDay CHESS-2017 2-SportIntDay CHESS-2017                             

ტურნირები დინამიურობით გამოირჩეოდა. 

დაძაბულ ორთაბრძოლებს მაყურებელიც და გულშემატკივარიც უხვად ჰყავდა.

ბავშვები გულმოდგინედ ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ გამოცდილი მეტოქეებისთვის.

პარტიების დასრულების შემდეგ კი ყურადღებით ისმენდნენ პრაქტიკულ რჩევებს.

4-SportIntDay CHESS-2017 5-SportIntDay CHESS-2017 6-SportIntDay CHESS-2017

ვაჟთა შორის გამართულმა წრიულმა ტურნირმაც ბევრი დაუვიწყარი მომენტი შემატა საჭადრაკო საღამოს.

ფერადი კალეიდოსკოპივით ტრიალებდა სხვადასხვა კადრები. მოთამაშეები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

დაძაბული პარტიები, შესაძლო ვარიანტების ანალიზი, გამარჯვების სიხარული და დროის უკმარისობით გამოწვეული დასანანი მარცხი.

ემოციური კომენტარები და მორიგი პაექრობა საჭადრაკო დაფებთან...

9-SportIntDay CHESS-2017 7-SportIntDay CHESS-2017 8-SportIntDay CHESS-2017 

                                                                          ტურნირის გამარჯვებულები:

სატურნირო Delpinebi                                            შერეული - შვეიცარული

           ვაჟთა შორის:                                               ბავშვთა შორის:                                     

    I ადგილი - გრიგორი ვოსკანიანი, 9 ქულა             I ადგილი -  ნატალი აბულაძე, 4 ქულა

   II ადგილი -  ალექსანდრე რუხაძე, 8 ქულა            II ადგილი -  გიორგი გოგიაშვილი, 3,5 ქულა

 III ადგილი -  ნინო კეკელიძე, 5,5 ქულა                III ადგილი - კესარია მგელაძე, 3 ქულა

                                                             ვაჟთა - წრიული

                                                                   I ადგილი - გრიგორი ვოსკანიანი, 5 ქულა             

                                                                                   II ადგილი - ირაკლი ახვლედიანი, 5 ქულა            

                                                                  III ადგილი - ალექსანდრე რუხაძე, 4 ქულა  

 

ფოტო გალერეა:     https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=677882932420625