You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი გურამ ჭანტურიას თასი-2017

გურამ ჭანტურიას თასი-2017

DSC 0082 Gurami-80 17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს  გურამ ჭანტურიას 81 წელი შეუსრულდა.

 

გურამ ჭანტურიას საქართველოს ჭადრაკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. 

 ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში იგი იცავდა აჭარის ღირსებას საქართველოს უძლიერეს  მოჭადრაკეთა  შეჯიბრებებში. მსაჯობდა დიდ ტურნირებს და რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია, ბატონი გურამი, თითქმის ექვსი ათეული წელია ასწავლის ნორჩ  ბათუმელებს საჭადრაკო სიბრძნეს.

 მის აღზრდილებს შორის არიან,  როგორც სახელგანთქმული, ასევე იმედის მომცემი  მოჭადრაკეები. დღეს ბევრი მათგანი თვითონ ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას  ჭადრაკის სფეროში.

 ბატონმა გურამ ჭანტურიამ 1968 წელს რესპუბლიკური  მსაჯის კატეგორია მიიღო, ხოლო 2001  წელს  ფიდემ მას საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა.

 1955-59 წლებში იგი აჭარის უძლიერესი მოჭადრაკე და საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი იყო, სისტემატურად მონაწილეობდა

 საქართველოს  ვაჟთა  ტრადიციული  ჩემპიონატების ფინალებში.  1962 წელს  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 1996 წელს მას გადაეცა სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო სიგელები.

 1990 წელს, მიღწეული შედეგების საფუძველზე იგი აღიარეს  წლის საუკეთესო მწვრთნელად აჭარაში,

 ხოლო 1999 წელს მიენიჭა აჭარის 20-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

 2011 წელს, ქართულ სპორტში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დაბადების 75 წელთან დაკავშირებით - ოლიმპიური ორდენით.

 ასაკის მიუხედავად ბატონი გურამი აქტიურადაა ჩართული საჭადრაკო ცხოვრებაში.

 პედაგოგობს სკოლაში, ბაღში და საჭადრაკო კლუბ  ნონაში.  

GURAM CHANTURIA

 

კლუბმა ნონამ 2016 წელს ბატონი გურამის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფუძველი ჩაუყარა კიდევ ერთ ლამაზ საჭადრაკო ტრადიციას, 

საერთაშორისო ვეტერანთა ტურნირს სწრაფ ჭადრაკში.  დაგეგმილია მომდევნო წლებში მასშტაბების გაზრდა და არეალის გაფართოება. 

ყოველ წელს ბათუმი, აპრილის თვეში, უმასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უძლიერეს ვეტერან მოჭადრაკეებს და  

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს. 

 

წელს კლუბი ნონა ბატონი გურამის იუბილეს ორი ტურნირით აღნიშნავს.

ვეტერანთა პირველობით სწრაფ ჭადრაკში და ვაჟთა ბლიც ტურნირით. 

 

18-21.04.2017

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2017"

ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. 

   ორგანიზატორები:       ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;    ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა";

   შეთანხმებულია:            საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 

   დროის კონტროლი:    თითოეულ მოთამაშეს - 15 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 10 წმ-ის დამატებით.

   მონაწილეები:                60 წლის და ზევით ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები.    

  GM თამარ ხმიადაშვილი (1881), FM ვარლამ ვეფხვიშვილი (2118), დავით ჯაფარიძე (2109), ივანე სიფრაშვილი (2120), 

  ნუგზარ გვარჯალაძე (1856), სოსო კიკილაშვილი (1830), ტარიელ ხუხუნაიშვილი (1827)

   ჩატარების სისტემა:    წრიული სისტემით, 7 ტურად. 

   თაი-ბრეიქი:  1ბერგერი;   2. პირადი შეხვედრა;   3. მოგებების რაოდენობა. 

   განრიგი:     18.04.2017 - ჩამოსვლის დღე.  

   19.04.2017  -  I,  II,  III,  IV  ტური.      გახსნა - 14:30.    ტურის დასაწყისი - 15:00 სთ.

   20.04.2017  -  V, VI, VII.   ტური      ტურის დასაწყისი  - 12:00 სთ.                                                                                      

2 gurami blici 1 gurami blici 3 gurami blici

 კვალიფიკაცია:  ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი. 

საპრიზო ფონდი:  3500 ლარი.

მამაკაცთა:  I ადგილი  - 1000 ლ;   II ადგილი - 800 ლ;  III ადგილი - 600 ლ;  IV ადგილი - 400 ლ;  V ადგილი - 200 ლ.

ქალთა:         I ადგილი  - 500 ლ.

I ადგილზე გასული მამაკაცი და ქალი დაჯილდოვდება თასით.

1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები (მამაკაცები, ქალები) დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო დიპლომი.

ტურნირის დირექტორი:  საერთაშორისო არბიტრი გიორგი ჭანტურია.

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი მარიკა ჯაფარიძე.

8 Gurami Blici

    

 

     საპრიზო ხუთეული:

     I ადგილი -  ივანე სიფრაშვილი

     II ადგილი - თამარ ხმიადაშვილი

     III ადგილი - ნუგზარ გვარჯალაძე

      IV  ადგილი - ტარიელ ხუხუნაიშვილი

      V-VI  ადგილი - ვარლამ ვეფხვიშვილი, დავით ჯაფარიძე

 

 

 

 

18-21.04.2017

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2017" 

ვაჟთა ღია პირველობა - ბლიცი 

  დროის კონტროლი:    თითოეულ მოთამაშეს - 3 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 2 წმ-ის დამატებით. 

  ჩატარების სისტემა:    წრიული სისტემით, 9 ტურად. 

  თაი-ბრეიქი:  1ბერგერი;   2. პირადი შეხვედრა;   3. მოგებების რაოდენობა. 

   19.04.2017      I  -  IX  ტური.      გახსნა - 14:30.      ტურის დასაწყისი - 15:00 სთ. 

  4 gurami blici 5 gurami blici 6 gurami blici

  მონაწილეები:  

იოსებ ტუღუში (2076),  გრიგორი ვოსკანიანი,  თენგიზ დიდმანიძე (4143), ვახტანგ ბასილაძე (1580), თედო ბოლქვაძე (1528), 

ირაკლი ახვლედიანი (1952), ალექსანდრე რუხაძე (1721), დიმიტრი ჯიბუტი (1549), ბადრი ცხომელიძე.

  საპრიზო სამეული:

     I ადგილი -  ვოსკანიანი გრიგორი, 7,5 ქულა

     II ადგილი - რუხაძე ალექსანდრე, 6 ქულა

     III ადგილი - ბოლქვაძე თედო, 5,5 ქულა  

 

7 gurami Blici       Kakhelebis Leqsi Guramis

                                                                                                                                                                                                  

დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო გურამ ჭანტურია,

სამოც წელზე მეტი ხანი ხარ ჭადრაკის მსახურია.

შენი ღვაწლი დიდ ჭადრაკში ნამდვილად რომ საშურია,

ვინც შენს ამაგს ვერ აფასებს თათარია ან ურია.

შემოგევლოს ჩვენი თავი საქართველო, თან გურია.

 

ავტორი:    ტარიელ ხუხუნაიშვილი

 

 

                                                                                                                ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" უერთდება მოლოცვებს, 

                                                                                                         უსურვებს ბატონ გურამს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

 

ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=684399605102291