Facebook

logo megobruli matchebi Kutaisi  27 აიანვარს, ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ესტუმრა ქუთაისის სასპორტო სკოლას.

 

 

 

ჭადრაკისთვის განკუთვნილ მყუდრო ოთახებში, ყველა პირობაა შექმნილი მოჭადრაკების წინსვლისა და დაოსტატებისთვის.

ამჯერად ჩვენი მასპინძლები იყვნენ ნანა ჭეფხოძის, ნუკრი ჩარკვიანისა და სოსო სირბილაძის ნორჩი აღსაზრდელები. 

 

 

Kutaisi 2019 1 Kutaisi 2019 2 Kutaisi 2019 3

მეგობრული მატჩი ორი პარტიისგან შედგებოდა, მოთამაშეები ორივე ფერით ხვდებოდნენ ერთმანეთს.

პირველ პარტიაზე თითოეულ მოთამაშეს 1 სთ ჰქონდა გამოყოფილი (ორივე მოჭადრაკე იწერდა პარტიას).

მეორე პარტიაზე 15-15 წთ (სწრაფი ჭადრაკი).

Kutaisi 2019 4 Kutaisi 2019 5 Kutaisi 2019 6

ძირითდი მატჩის შემდეგ, მოჭადრაკეებმა ძალები უკვე სხვადასხვა მოწინააღმდეგეებთან პაექრობაში გამოსცადეს.

ორთაბრძოლების შემდეგ, ნათამაშები პარტიის შთაბეჭდილებებს ემოციურად უზიარებდნენ ერთმანეთს და ახალ მეტოქესთან ინაცვლებდნენ.

მწვრთნელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს პარტიებს და რჩევებს და მითითებებს აძლევდნენ ბავშვებს სამომავლოდ.

Kutaisi 2019 7 Saerto didi 

ქუთაისი თბილად და ჩვეული სტუმართმოყვარებით დაგვხვდა.

ბავშვებმა ახალი გამოცდილება და მეგობრები შეიძინეს. 

   

  ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს სახელით,

  მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქუთაისის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობას,

  მწვრთნელებს, განსაკუთრებით კი მუდამ ენერგიულ ქალბატონ ნანა ჭეფხოძეს,

  შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და თბილი დახვედრისათვის.   

 

ასეთი სახის პროგრამები გაგრძელდება. ველოდებით უცხოელ სტუმრებსაც.

დაგეგმილია სხვა გასვლები რეგიონალურ კლუბებში და საჭადრაკო სკოლებში.

   

წინ ახალი შეხვედრები, პროექტები და თავგადასავლები გველის! 

 

ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1054604264748488