You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი კლუბი ნონა - ბავშვთა საერთაშორისო დღე

კლუბი ნონა - ბავშვთა საერთაშორისო დღე

Mezhdunarodnyj-den-zashhity-detej.-Istorija-i-tradicii-prazdnikaბავშვთა დაცვის დღე, ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.

 

 

 

 

 

  

 

 

satistvis

თუ დღეს ბუნებამ თბილი და მზიანი ამინდი გვიბოძა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ზაფხულის პირველ დღეს - მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღეს ზეიმობენ! (International Children's Day).

ამ დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1925 წელს მსოფლიო კონფერენციაზე ჟენევაში, რომელზეც განიხილებოდა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხები. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ -ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასეაული "დუან-უ ცზე",ურჩხული (დრაკონი) ნავების ფესტივალი, ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა "ბავშვთა" კონფერენცია. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხი, 1949 წლის ნოემბერში პარიზში შედგა ქალთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.

2079

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე (რაც ასახავს ზრდას, ჰარმონიას, სიხალასეს, და ნაყოფიერებას) დედამიწის (საყოველთაო სახლის სიმბოლო) ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები (წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი და თეთრი) რომლებიც ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას. 

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. მათ შორის ამ დღეს ტრადიციად იქცა საბავშვო მოედნებზე ფერადი ცარცით ხატვა მშვიდობის თემაზე.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

აგრეთვე ბავშვებს ეძღვნება დღესასწაულები: ბავშვთა მსოფლიო დღე (20 ნოემბერი), აფრიკელ ბავშვთა დაცვის დღე (16 ივნისი) და თეთრი ორქიდეების დღე -"კოლბიდან გაჩენილი" ბავშვების დღე (აპრილის პირველი კვირა დღე). 

 

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა", გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მეგობრული შეხვედრით ესტუმრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის

მოსწავლე-ახალგაზრდობის კომპლექსური სასპორტო სკოლის საჭადრაკო წრის აღსაზრდელებს

Choxatauri 1 Choxatauri 2 Choxatauri 3

 ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის განყოფილების გამგე გოჩა გათაშვილი და ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი თამაზ ძნელაძე.

 ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს ნორჩ მოჭადრაკეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე და ხაზი გაუსვეს ასეთი სახის პროგრამების მნიშვნელობას, როგორც საჭადრაკო დაოსტატების, ასევე ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მსოფლმხედველობის გამდიდრების საკითხებში.

Choxatauri 4 Choxatauri 5 Choxatauri 6

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ბავშვებმა ახლად შეძენილ მეგობრებთან გამოსცადეს საკუთარი ძალები. ყოველი დასრულებული პარტიის შემდეგ მწვრთნელები არჩევდნენ შექმნილ პოზიციებს და შესაბამის მითითებებს აძლევდნენ პატარა მოჭადრაკეებს.

ორთაბრძოლებს მაყურებელიც ბევრი ჰყავდა და გულშემატკივარიც.

შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები. 

Choxatauri 7 Choxatauri 8 Choxatauri 9

პროგრამის საჭადრაკო ნაწილის დასრულების შემდეგ, ჩვენი დელეგაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ზენობანი), ნოდარ დუმბაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა.

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, ქ. თბილისში. მოსამსახურის ოჯახში. 1945 წელს დაამთავრა სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თ.ს.უ. ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1957 წლიდან მწერალი იწყებს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას.    

მუზეუმი დგას ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სადაც მას სახლის აშენება სურდა. მწერლის მეგობარმა დავითაიამ კარგად იცოდა, როგორი სახლის აშენება სურდა ნოდარს, ამიტომ პროექტზე მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინა მწერლის სურვილები. 1994 წლის 06 აგვისტოს მუზეუმის ექსპოზიცია გახსნილად გამოცხადდა.

მუზეუმის ფონდში დაცულია: მასალები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ფოტო არქივი, ხელნაწერები, წიგნები, მწერლის პირადი ნივთები და სხვა.

არაჩვეულებრივი გიდობა გაგვიწია არც მეტი, არც ნაკლები ნამდვილი ილარიონის ნამდვილმა შვილიშვილმა! სულგანაბულები ვუსმენდით მონათხრობს, რომელშიც ცოცხლდებოდნენ ბატონი ნოდარის ნაწარმოებების გმირები, ფოტოსურათები გვაცნობდნენ მათ პროტოტიპებს.

ჭეშმარიტი გურული კაცის მიერ, შესაფერისი მანერით გადმოცემულმა ერთი სიკეთით სავსე ადამიანის ისტორიამ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგვავსო, გვატირა, გვაცინა და ცხოვრების პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა.

Choxatauri SAERTO

კიდევ ერთი შთაბეჭდილებებით დახუნძლული ლამაზი დღე მიილია.

სასიამოვნოდ დაღლილები დავბრუნდით შინ.

 

ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის

კულტურისა და სპორტის განყოფილების გამგეს გოჩა გათაშვილს

კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორს თამაზ ძნელაძეს,

მწვრთნელებს ნუგზარ მგელაძეს და გივი ქორიძეს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის და

კიდევ ერთი სამახსოვრო, სასარგებლო საჭადრაკო აქტივობისთვის, რომელიც უთუოდ ხელს შეუწყობს ჭადრაკის პოპულარიზაციას

და დაეხმარება ნორჩ მოჭადრაკეებს  წინსვლაში.                                                                                                                                               7913                   

    

       

 

 

ფოტო გალერეა:   

https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=704693636406221