You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი მწვრთნელთა გადამზადების სემინარი

მწვრთნელთა გადამზადების სემინარი

LOGO 250x200 SATბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" მორიგ სემინარს მასპინძლობს.

 

საჭადრაკო კლუბი ნონას მწვრთნელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და რეგიონებში ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,

დღეს სტარტი აიღო მორიგმა სემინარმა. 

 

ლექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი GM, ფიდეს მწვრთნელი FT,

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა. 

 

Mwvrtn. Gadamz.Lasha 1 Mwvrtn. Gadamz.Lasha 2 Mwvrtn. Gadamz.Lasha 3

სემინარებს კლუბის მწვრთნელებთან ერთად, აჭარის სხვადასხვა რეგიონის მწვრთნელ-მასწავლებლებიც ესწრებიან.

ლექციები სასტუმრო "ჩაო"-ს საკონფერენციო დარბაზში ყოველ დღე გაიმართება და 21 ივნისამდე გასტანს.

დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

სემინარზე განხილული იყო აქტუალური თემები არსებულ პრობლემებთან მიმართებაში.

მომზადების თანამედროვე ტენდენციები, სწავლების მეთოდიკის საფუძვლები.

სადებიუტი რეპერტუარის შერჩევა, მოსწავლეების საჭადრაკო დონის შესაბამისად.

სადებიუტო ვარიანტების მომზადების ხერხები და მეთოდები.

თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები და მათი გამოყენების მეთოდები.

ელექტრონული წიგნები. საჭირო მასალის მოძიების ხერხები და საშუალებები.

საჭადრაკო ლიტერატურა თემატიკის მიხედვით. მასალის მოძიება, დახარისხება, დამუშავება და ეფექტური მიწოდება.

როგორ აღმოვაჩინოთ მოჭადრაკის სუსტი მხარეები და როგორ აღმოვფხვრათ ისინი. დიაგნოსტიკის მეთოდები.

პრაქტიკული მაგალითების განხილვა, დაშვებული შეცდომების ანალიზი.

ენდშპილის საფუძვლები, შესწავლის მეთოდიკა.

Lasha jgufuri gadamzadeba 2017 1 Lasha jgufuri gadamzadeba 2017 2

ვფიქრობთ ასეთი სახის მასტერკლასები ხელს შეუწყობს კლუბის მწვრთნელებს კვალიფიკაციის ამაღლებაში,

დაეხმარება ნორჩ მოჭადრაკეებს შემდგომ წინსვლაში, მასტიმულირებელი იქნება ახალი მიზნების დასახვისა და განხორციელების საკითხებში.

Lasha jgufuri gadamzadeba 2017

ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ლაშას,

ნაყოფიერი, სასარგებლო და ახალი იდეებით დატვირთული საჭადრაკო დღეებისთვის, რომელიც უთუოდ დაეხმარება

                   კლუბ ნონას მწვრთნელებს, წევრებს მომდევნო საჭადრაკო მწვერვალების დალაშქვრაში.

 

ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=713532255522359