You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ანაკლიის საგზური თამარ ჯორთმენაძემ მოიპოვა!

ანაკლიის საგზური თამარ ჯორთმენაძემ მოიპოვა!

Sporti Barierebis Gareshe-2017 ""CYNC სპორტი ბარიერების გარეშე" პროგრამის ფარგლებში დღეს ბათუმის ზღვისპირა პარკში მდებარე ვეტერანთა კლუბ "ნონა"-ში საჭადრაკო რეგიონული ტურნირი გაიმართა. 

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სპორტის 4 სახეობაში (ჭადრაკი, მინი ფეღბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა) გაიმართა ტურნირები.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტმენებმა.

გამარჯვებული მოთამაშეები და გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 21 ივნისს ანაკლიაში გაიმართება.

ღონისძიება აჭარის რეგიონული მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი.

საჭადრაკო ტურნირში ქ. ბათუმს წარმოადგენდა "საჭადრაკო კლუბი ნონას" წევრი თამარ ჯორთმენაძე.

მან ყველა პარტიის მოგება შეძლო, პირველობა დაისაკუთრა და ანაკლიის საგზური მოიპოვა.

Sporti Barirebis Gareshe Tako-1  Sporti Barierebis Gareshe Tako-2 Sporti Barierebis Gareshe Xulo

 ვაჟთა შორის ტურნირში წარმატებას მიაღწია, აგრეთვე ხულოს საჭადრაკო სკოლის წარმომაგენელმა უჩა იაკობაძემ.

 

 

       "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს თაკოს და უჩას წარმატებას, 

         უსურვებს წინსვლას და გამარჯვებას მომდევნო ტურნირებში !