Facebook

Jojua MasterClasi-2016-1 SAT 21  თებერვლიდან - 1 მარტამდე, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში, კლუბის მწვრთნელებისთვის და ნორჩი წევრებისთვის ერთობლივ თემატურ მასტერ კლასებს, სასტუმრო "ჩაო"ს საკონფერენციო დარბაზში, მართავს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, "ფიდეს ტრენერი" (FT), საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა.

მასტერ კლასის თემა:  შუა თამაში - მიტელშპილი.

სამიტელშპილო თემების სიღრმისეული გარჩევა.

ცენტრის მნიშვნელობა ჭადრაკში.

სწრაფი განვითარებისა და ტემპის მნიშვნელობა.

მეფეზე შეტევის ორგანიზება. 

  Lasha Janjghava 2019 1 Lasha Janjghava 2019 2 Lasha Janjghava 2019 3

ბავშვებს ყოველ დღე ეძლევათ საშინაო დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებლად.

რაც კიდევ უფრო ზრდის მასტერ კლასის ნაყოფიერებას და მოცემული თემატიკის გათავისების ხარისხს.

 

25 თებერვალს კლუბ ნონაში ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა. 

სეანსის დასრულების შემდეგ, ბავშვებმა გამოცდილი დიდოსტატისგან ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღეს.

ჩაწერილ პარტიებს დეტალურად უკვე გაკვეთილის დროს კლუბის ძირითადი მწვრთნელები გაარჩევენ.

Lasha Janjghava 2019 Saerto

 იგეგმება მწვრთნელთა და ბავშვთა შემდგომი ერთობლივი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა. 

 

ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ლაშას,

ნაყოფიერი საჭადრაკო დღეებისთვის, რომელიც უთუოდ დაეხმარება ნორჩ წევრებს წინსვლაში.

 

 ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1073875362821378