Facebook

76 GEO W CHAMP 2019 18 მარტს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. 

პირველობა 30 მარტამდე გაგრძელდება და მასში 12 ქართველი მოჭადრაკე  იბრძოლებს საქართველოში უძლიერესი მანდილოსანის ტიტულის მოსაპოვებლად: მერი არაბიძე, სალომე მელია, ნინო ხომერიკი, სოფიკო ხუხაშვილი, ქეთი წაწალაშვილი, სოფიო გვეტაძე, თამარ წერეთელი, მაკა ფურცელაძე, მირანდა მიქაძე, ინგა ხურცილავა, ალექსანდრა ვახანია და თამარი ესაძე. 

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება

I-III ადგილის მფლობელები 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე დაფინანსდებიან, აგრეთვე

2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან.

წლების განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონის საპატიო ტიტული ყველაზე მეტჯერ (ექვსჯერ) ნინო ხურციძემ მოიპოვა.

ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით 11 ტურად.

დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ - პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ჩატარების ვადა: 18-30 მარტი.

I ტური (19.03.2019)  - XI ტური (30.03.2019)  

დასვენების დღე - 25 მარტი.

ყველა ტურის დასაწყისი - 15:00 სთ.   

დახურვა 30.03.2019 

კენჭისყრის შემდეგ, მონაწილეები სატურნირო ცხრილში შემდეგი სასტარტო ნომრებით განთავსდნენ:

1. ხუხაშვილი სოფიკო - 2342

2. წერეთელი თამარ - 2315

3. გვეტაძე სოფიო - 2321

4. ფურცელაძე მაკა - 2282

5. ხომერიკი ნინო - 2347

6. ხურცილავა ინგა - 2234

7. წაწალაშვილი ქეთი - 2326

8. ესაძე თამარი - 2078

9. ვახანია ალექსანდრა- 2215

10. არაბიძე მერი - 2392

11. მიქაძე მირანდა - 2266

12. მელია სალომე - 2385

55861113 10156439890017909 9172955412926824448 n 1         

 

 

                პრიზიორები:                                                                           

       I    ადგილი  - მერი არაბიძე

       II   ადგილი -  სოფიკო ხუხაშვილი

       III  ადგილი -  სალომე მელია

 

 

  

 

 

 

 

 

ტურნირის დებულება:  

http://gcf.org.ge/ka/sakartvelos-kalta-76-e-chempionatis-umaglesi-liga

 

კენჭისყრა და შედეგები:    http://chess-results.com/tnr424358.aspx?lan=1&art=2

სატურნირო ცხრილი:            http://chess-results.com/tnr424358.aspx?lan=1&art=5

საბოლოო შედეგები:               http://chess-results.com/tnr424358.aspx?lan=1&art=1

 პარტიების LIVE ჩვენება:      https://www.chessbomb.com/arena/2019-georgian-womens-championship