Facebook

Tamaz Iremadze Xulo SAT

4 აპრილს, ხულოს რაიონში სტარტი აიღო თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა ჭადრაკში (04-07.04.2019 წ.)

 

 

ტურნირის ორგანიზატორები:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.

ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა.                                                                           

(ხელმძღვანელი მევლუდ წულუკიძე, ჭადრაკის მწვრთნელი შუქრი შავაძე)

 

პირველობაში მონაწილეობას ღებულობს ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის 50-ზე მეტი  მოჭადრაკე.

ტურნირები შვეიცარული სისტემით 7 ტურად იმართება ვაჟებში და ქალბატონებში.

მონაწილეები დღეში ორ ტურს თამაშობენ 11:00 სთ. და 15:30  საათზე.

დროის კონტროლი: 1 სთ პარტიის ბოლომდე.

 

ტურნირის დირექტორი: ზია საგინაძე.

მთავარი მსაჯი: მარიკა ჯაფარიძე.  

მსაჯი: შუქრი შავაძე.

ტურნირის სპონსორია მეცენატი გოჩა ირემაძე.

საპრიზო ფონდი: 2400 ლარია.

 

საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ვაჟები და ქალბატონები დაჯილდოვდებიან  თასებით, მედლებით და სიგელებით.

აგრეთვე გადაეცემათ სპონსორის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები.

მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული ვაჟთა და ქალთა შორის, გაიმართება ფინალური შეხვედრა.

მატჩში აბსოლუტურ გამარჯვებულს გადაეცემა თამაზ ირემაძის სახელობის თასი.

 

გახსნას ესწრებოდნენ: ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დემეტრაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის

მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, საკრებულოს წევრები და დეპუტატები,  ფრაქცია "ოცნების" ხელმძღვანელი ნიკა წულუკიძე,

თამაზ  ირემაძის ოჯახის წევრები.

 

ტურნირის საზეიმო დახურვა გაიმართება 7 აპრილს.

 

 

კენჭისყრა და შედეგები - ვაჟთა შორის:    http://chess-results.com/tnr429199.aspx?lan=1&art=2&rd=7

სატურნირო მდგომარეობა:                        http://chess-results.com/tnr429199.aspx?lan=1&art=1

 

კენჭისყრა და შედეგები - ქალთა შორის:  http://chess-results.com/tnr429200.aspx?lan=1&art=2&rd=7

სატურნირო მდგომარეობა:                             http://chess-results.com/tnr429200.aspx?lan=1&art=1