You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ერთდროული თამაშის სენსი ქალთა საერთაშორისო დიდოსტატთან მირანდა მიქაძესთან

ერთდროული თამაშის სენსი ქალთა საერთაშორისო დიდოსტატთან მირანდა მიქაძესთან

LOGO 250x200 SAT 25 აგვისტოს, ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"მ მასტერკლასი და ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატ მირანდა მიქაძესთან. 

 

 

მონაწილეობას ღებულობდნენ კლუბის წარჩინებული ნორჩი წევრები. 

 

 

 

Miranda seansi-2017 1 Miranda seansi-2017 2 Miranda seansi-2017 3

პარტიის მსვლელობისას მოთამაშეებმა პროფესიონალური და სასარგებლო რჩევები მიიღეს გამოცდილი დიდოსტატისგან.

კლუბის მწვრთნელებიც თვალს ადევნებდნენ პარტიების მსვლელობას.

ყველაზე მონდომებულებმა კი შექებაც დაიმსახურეს.

Miranda seansi-2017 4 Miranda seansi-2017 5 

შემორჩენილმა კლუბის ნორჩმა წევრებმა ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლეს,  გოგა ლორთქიფანიძემ პარტიის ფრედ დასრულებაც შეძლო სახელოვან მეტოქესთან.

სეანსის შემდეგ ბავშვებმა მოისმინეს მირანდას მითითებები დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით. აგრეთვე რჩევები, თუ როგორ შეიძლებოდა თამაშის უკეთ წარმართვა.

 Miranda seansi-2017 Saerto  

 

   

 გვინდა საჭადრაკო კლუბ ნონას ადმინისტრაციის სახელით

 დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სახელოვან დიდოსტატ წევრს

 მირანდა მიქაძეს კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო საჭადრაკო დღისათვის.

 

 

 

 

 

 

     

 

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=743704162505168

 

კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი ბათუმში ბავშვთა ჭადრაკის განსავითარებლად,

პოპულარიზაციისა და პროფესიული დონის ასამაღლებლად.