You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ნინო ბაციაშვილმა მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა

ნინო ბაციაშვილმა მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა

SAT IsleOfMan ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს  წევრმა ნინო ბაციაშვილმა, მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა დიდ ბრიტანეთში ახლახანს დასრულებულ, "ჩეს.კომ. კუნძულ მენ-ის საერთაშორისო ტურნირში". ("Chess.Com Isle of Man International-Masters", 23.09-01.10.2017).


წელს ტურნირი წარმომადგენლობით გამოირჩეოდა: მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ვიშვანათან ანანდი, ჰიკარუ ნაკამურა, ვლადიმერ კრამნიკი, ფაბიანო კარუანა, პაველ ელჯანოვი, ნაიჯელ შორტი, პეტერ ლეკო, ბორის გელფანდი, ალექსეი შიროვი, ჰოუ იფანი, ჰარიკა დრონავალი, ჯუ ვენჯუნი და სხვა მრავალი მსოფლიოს ტოპ მოჭადრაკე იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

  

14469517 1296621817036563 1256757055714612473 n 14502931 1298102870221791 6494381169550665514 n

ნინოს შედეგი მით უფრო დასაფასებელია, რომ მამაკაცები და ქალბატონები ერთად ასპარეზობდნენ.

ტურნირს მასპინძლობდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ირლანდიის ზღვაში არსებული კუნძული "მენ"ი.

ორგანიზატორი: კუნძულ "მენ"ის საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტი.

მონაწილეობას ღებულობდა 35 ქვეყნის (საქართველოდან 1 მოთამაშე) 160 მოჭადრაკე (137 კაცი და 23 ქალი), მათ შორის

67 საერთაშორისო დიდოსტატი GM, 3 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი WGM, 41 საერთაშორისო ოსტატი IM,

3 ქალთა საერთაშორისო ოსტატი WIM, 10 ფიდეს ოსტატი FM, 2 ქალთა ფიდეს ოსტატი WFM და 1 ოსტატობის კანდიდატი CM.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

დროის კონტროლი: 1 სთ და 40 წთ - 40 სვლაზე; 50 წთ შემდეგ - 20 სვლაზე; 15 წთ - პარტიის ბოლომდე, ყოველ  სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ნინომ 9 შესაძლებლობიდან 4,5 ქულა დააგროვა და მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ნინომ მე-3 ტურში ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჰოუ იფანი დაამარცხა და თითქმის მთელი სატურნირო დისტანცია ლიდერთა შორის განვლო.

ვინაიდან ნინოს საერთაშორისო რეიტინგის მაჩვენებელი 2500 გადააჭარბებს, უახლოეს ფიდეს კონგრესზე მას უმაღლეს საჭადრაკო წოდებას მიანიჭებენ.

საქართველოში აქამდე მხოლოდ 4 ქალი ფლობდა GM წოდებას: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი,

მათ რიცხვს მე-5 ნომრად ბათუმელი ნინო ბაციაშვილი შეემატა!

მსოფლიოს მასშტაბით, ნინოს ჩათვლით, სულ 36 ქალბატონია მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის - GM წოდების მატარებელი. 

22089522 1442299132518877 3729115045857976327 n

 

 

     Nino Batsiashvili is Grandmaster from today!

     Nino clinched her final GM norm and gets historical achievement

     in the Isle of Man tournament.

  

      Photo by Chess.com

 

  

 

isle of Man-2017

ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი:  http://iominternationalchess.com/

შედეგები და კენჭისყრები:  http://chess-results.com/tnr303618.aspx?lan=1&art=4&fed=GEO&turdet=YES&flag=30&wi=821

ფოტო გალერეა:   http://iominternationalchess.com/news-media/gallery.html

ვიდეო მასალა:     https://www.chess.com/tv                                

facebook-გვერდი:  https://www.facebook.com/iominternationalchess

პარტიები:            http://iominternationalchess.com/pairings-results-pgns/pgns-replays/masters.html

 LOGO 250x200 SAT

       

      ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს ნინოს წარმატებას

         უსურვებს წინსვლას და გამარჯვებას მომდევნო ტურნირებში.