You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი კლუბი ნონა დაჯილდოვდა "ოქროს ვარსკვლავით" პარიზში

კლუბი ნონა დაჯილდოვდა "ოქროს ვარსკვლავით" პარიზში

Sat Parizi საფრანგეთის ულამაზეს დედაქალაქ პარიზში (21-23 ოქტომბრი),  BID-ის  (ბიზნეს საინიციატივო კომიტეტი-Business Initiative Directions) და BID Group One-ის მიერ ორგანიზებულ "საერთაშორსო ხარისხის" კონვენციის (World Quality Commitment) ფარგლებში  გამართულ დაჯილდოვებაზე ოქროს კატეგორიაში ნომინირებულ ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გადაეცა სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი". მსოფლიო ხარისხის კულტურაში შეტანილი განუზომელი წვლილისათვის, დემონსტრირებული პროფესიონალიზმისა და მოკლე ხანში მიღწეული შთამბეჭდავი წარმატეტებისათვის! 

აღინიშნა კლუბი ნონას სწორად წარმართული სტრატეგია და ეფექტური მენეჯმენტი, აგრეთვე კლუბის ოფიციალური საიტის მაღალი დონე.

BID-ის საერთაშორისო კონვენციის მასპინძელი იყო სასტუმრო "ჰიატ პარიზ რეჯენსი ეთოილ" - "Hyatt Regency Paris Etoil Hotel".

კონვენციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი, თავის სფეროშ ლიდერი ორგანიზაციები, რათა წარმოჩენილიყო მათი მიღწევები და დაფასებულიყო მსოფლიო ხარისხის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილი.

BID-ის ხელმძღვანელის ხოსე პრიეტოსა და სამეცნიერო, კულტურის, განათლების, ბიზნესისა და საინჟინრო სფეროშო მოღვაწე პროფესიონალთა ჯგუფის ინიციატივით მთელს მსოფლიოში ისწავლება, ინერგება და ვითარდება "ხარისხის კულტურა".

BID და BID Group One -ის ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება სამეცნიერო სემინარები, კონვენციები "ხარისხის კულტურის" შესახებ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წამყვანი ორგანიზაციების ლიდერები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში.

Parizi1 parizi-2 Parizi3

კონვენციის მთავარი სპონსორი და პარტნიორია "იმარ პრესი". რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის გაშუქებას მას მედიაში, ყველა წამყვანი ტელევიზიისა, რადიოს და პრესის საშუალებით. 

ორი წლის განმავლობაში კლუბი ნონას შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჟურნალში.

BID -ის საერთაშორისო ხარისხის კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა  ქვექნის წარმატებული და წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალურად წარადგინეს თავისი ორგანიზაციები

(პრეზენტაცია) მათ შორის ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონამ".

გაიმართა სამეცნიერო სემინარი ხარისხის კულტურის შესახებ და მის მნიშვნელობასა და როლზე თანამედროვე სამყაროში და სხვადასხვა სფეროში.

კლუბმა ნონამ აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სემინარში. 

Parizi Sertipikati Parizi jildo

Parizi4