23 მაისს, ბათუმის სასპორტო სკოლისა და საჭადრაკო კლუბი ნონას ბაზაზე, სტარტი აიღო სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის ფინალმა (23-26.05.2019).
პროექტის მიზანია "ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქის" ფორმატში მასობრივი სპორტის განვითარება,
პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება,
სასკოლო აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
ორგანიზატორები: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია,
ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა", რომელიც აგრეთვე პროექტის ინიციატორია.
ფესტივალი მოიცავს სამ ეტაპს:
პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო პირველობები, რომლებსაც თავად სკოლები ატარებდნენ უძლიერესი მოჭადრაკეების გამოსავლენად (აპრილი).
მეორე ეტაპი - ფინალი - პირადი პირველობა (მაისი) სკოლა წარმოდგენილია 3 მოჭადრაკით.
მესამე ეტაპი - ფინალი - გუნდური პირველობა (ნოემბერი) სკოლა წარმოდგენილია 5 მოჭადრაკით: 3 ძირითადი (2 ჭაბუკი,1გოგონა) 2 სათადარიგო.
ამჟამად მიმდინარეობს ფესტივალის მეორე ეტაპი - პირადი პირველობა.
მონაწილეობას ღებულობს ქ. ბათუმის 14 სკოლა (42 მოთამაშე): ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა,
შპს "ლედა" სკოლა "მონპარნასი", შპს სკოლა "ევრო 2000", ელიტური სკოლა "გორდა", შპს "მომავლის სკოლა, ქართულ-ამერიკული სკოლა,
შპს "კავკასიის ბიზნეს სკოლა", ბუკნარის სკლა, სკოლა "ნიკე", ფრანგული სკოლა, N16 საჯარო სკოლა, N4 საჯარო სკოლა, N3 საჯარო სკოლა და
N2 საჯარო სკოლა. თითოეულ სკოლას წარმოადგენს 3 მოჭადრაკე.
პირველობა იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: 25 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.
I ადგილზე გასულ მოთამაშეს გადაეცემა თასი.
I - III ადგილზე გასული მოთამაშეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
პირადი პირველობის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართება 26 მაისს ტურის დასრულებისთანავე.
I ადგილი - დიმიტრი ჯიბუტი (8)
ქ. ბათუმის N4-ე საჯარო სკოლა
II ადგილი - დეა ბედოშვილი (7,5)
ქ. ბათუმის წმინდა ანდრია
პირველწოდებულის სახელობის სკოლა
III ადგილი - გიორგი გაბუნია (7,5)
ქ. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
IV ადგილი - სოფია ანთია (6,5)
ქ. ბათუმის შ.პ.ს სკოლა ევრო-2000
V ადგილი - მარიამ კალანდაძე (6,5)
ქ. ბათუმის შ.პ.ს. "ლედა" სკოლა "მონპარნასი"
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !
მონაწილეების სასტარტო სია: http://chess-results.com/tnr443170.aspx?lan=1
კენჭისყრა და შედეგები: http://chess-results.com/tnr443170.aspx?lan=1&art=2&rd=9
საბოლოო შედეგები: http://chess-results.com/tnr443170.aspx?lan=1&art=1
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1126074920934755