Facebook

Mezhdunarodnyj-den-zashhity-detej.-Istorija-i-tradicii-prazdnikaბავშვთა დაცვის დღე, ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.

 

 

 

 

 

  

 

 

satistvis

თუ დღეს ბუნებამ თბილი და მზიანი ამინდი გვიბოძა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ზაფხულის პირველ დღეს - მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღეს ზეიმობენ! (International Children's Day).

ამ დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1925 წელს მსოფლიო კონფერენციაზე ჟენევაში, რომელზეც განიხილებოდა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხები. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ -ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასეაული "დუან-უ ცზე",ურჩხული (დრაკონი) ნავების ფესტივალი, ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა "ბავშვთა" კონფერენცია. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხი, 1949 წლის ნოემბერში პარიზში შედგა ქალთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.

2079

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე (რაც ასახავს ზრდას, ჰარმონიას, სიხალასეს, და ნაყოფიერებას) დედამიწის (საყოველთაო სახლის სიმბოლო) ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები (წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი და თეთრი) რომლებიც ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას. 

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. მათ შორის ამ დღეს ტრადიციად იქცა საბავშვო მოედნებზე ფერადი ცარცით ხატვა მშვიდობის თემაზე.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

აგრეთვე ბავშვებს ეძღვნება დღესასწაულები: ბავშვთა მსოფლიო დღე (20 ნოემბერი), აფრიკელ ბავშვთა დაცვის დღე (16 ივნისი) და თეთრი ორქიდეების დღე -"კოლბიდან გაჩენილი" ბავშვების დღე (აპრილის პირველი კვირა დღე). 

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საჭადრაკო ტურნირებით აღნიშნა.

ტურნირები გაიმართა "ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქის" ფორმატში,

მიზანი:  მასობრივი სპორტის განვითარება, პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება,

აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

Bavshvta dghe 2019 1 Bavshvta dghe 2019 2 Bavshvta dghe 2019 3

მონაწილეთა შორის იყვნენ, როგორც ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წევრები, აგრეთვე ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელები. 

2 დამოუკიდებელი ტურნირი გაიმართა (ჯამში 70 სხვადასხვა ასაკის მონაწილე):

1) ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი მოსამზადებელი და დაოსტატების ჯგუფების ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

მონაწილეობდა 20 მოთამაშე.

2) ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დამწყები ჯგუფის ბავშვებს შორის.

მონაწილეობდა 50 მოთამაშე.

ორივე ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

დროის კონტროლი: 15 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.

თითოეულ ტურნირში გამოიყო 8, 10, 12 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საპრიზო სამეულები.

ტურნირების აბსოლუტურ გამარვებულებს გადაეცათ თასები, პირველ სამ ადგილზე გასული მოთამაშეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ტურნირები საინტერესოდ წარიმართა.  ორთაბრძოლებს მაყურებელიც ბევრი ჰყავდა და გულშემატკივარიც.

  Bavshvta dghe 2019 4 Bavshvta dghe 2019 5

კიდევ ერთი ლამაზი დღე მიილია ჭადრაკის გარემოცვაში.   

 

ტურნირის შედეგები და კენჭისყრები:

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი მოსამზადებელი და დაოსტატების ჯგუფების ნორჩ მოჭადრაკეთა შორის

კენჭისყრა:   http://chess-results.com/tnr445676.aspx?lan=1&art=2&rd=7

საბოლოო შედეგები:  http://chess-results.com/tnr445676.aspx?lan=1&art=1 

ტურნირის აბსოლუტური გამარჯვებული:  გიორგი ჭანტურია  (7 შესაძლებლობიდან 6 ქულა)

 

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დამწყები ჯგუფების ბავშვებს შორის:                                                                                              

კენჭისყრა:  http://chess-results.com/tnr445647.aspx?lan=1&art=2&rd=7

საბოლოო შედეგებიhttp://chess-results.com/tnr445647.aspx?lan=1&art=1

ტურნირის აბსოლუტური გამარჯვებული:  საბა ოტოლაძე  (7 შესაძლებლობიდან 6 ქულა)

                           

7913                   

    

       

 

 

ფოტო გალერეა:   

https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1132521026956811