Facebook

sazgAkad SAT 21 ივნისს "საჭადრაკო კლუბი ნონა" ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სტუმრობდა. 

 

 

 

მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, აკადემიის თვითმმართველობის, სპორტის და კულტურის განყოფილების ინიციატივით, საჭადრაკო ტურნირი მოეწყო.

 

 

MezghvaurtaSaertDghe 2019 1 MezghvaurtaSaertDghe 2019 2 MezghvaurtaSaertDghe 2019 3 

საჭადრაკო პირველობაში სხვადასხვა საზღვაო ორგანიზაციის წარმომადგენელი, 17 მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას: ამაიაკ ვოსკანიანი, დანიარ გალიევი, ლაშა ჩაგუნავა, არჩილ ხალვაში, თინათინ ბერიძე, გიორგი ცეცხლაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე, ნიკა ლორთქიფანიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, გიორგი სიჭინავა, თემო ჩერქეზიშვილი, გიორგი ყადიძე, გიორგი აბაშიძე, ლუკა დადიანი, გიგა გორგოშაძე, ბექა გერძაძე და თორნიკე აბაშიძე.

MezghvaurtaSaertDghe 2019 4 MezghvaurtaSaertDghe 2019 5 MezghvaurtaSaertDghe 2019 6   

კლუბმა ნონამ, თავის მხრივ, აკადემია საჭადრაკო ინვენტარით უზრუნველყო  და პროფესიული დახმარება გაუწია ტურნირის ორგანიზებაში.

პირველობა შვეიცარული სისტემით ჩატარდა, დაძაბულმა ორთაბრძოლებმა მაყურებლები მოიზიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. 

შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ  - მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო პირველობა 

ამაიაკ ვოსკანიანის გამარჯვებით დასრულდა!

MezghvaurtaSaertDghe 2019 7 MezghvaurtaSaertDghe 2019 8 MezghvaurtaSaertDghe 2019 9  

 I  ადგილი  - ამაიაკ ვოსკანიანი

 II ადგილი  - თინათინ ბერიძე 

 III ადგილი - დანიარ გალიევი

ტურნირები საღვაო აკადემიაში სხვა სპორტის სახეობებშიც გაიმართა, ("გემის გადარჩენა", მკლავჭიდი, ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი).

ყველა გამარჯვებულს დირექცია დააჯილდოებს. 

MezghvaurtaSaertDghe 2019 10 MezghvaurtaSaertDghe 2019 11

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის Facebook გვერდი:      http://www.bsma.edu.ge/main/news/index.html