You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა აზერბაიჯანში

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა აზერბაიჯანში

LOGO 250x200 SAT 22 ნოემბერს, კლუბი ნონა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 20 კაციანი დელეგაციით აზერბაიჯანში გაემგზავრა და საპასუხო ვიზიტით ბაქოს საჭადრაკო კლუბ "AG AT"-ს ("თეთრი ცხენი") ესტუმრა.

 

 

შეგახსენებთ, რომ "AG AT" ბათუმში ივლისის თვეში გვსტუმრობდა,  გაიმართა მეგობრული შეხვედრები კლუბის ნორჩ მოჭადრაკეებს შორის.

გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, საფუძველი ჩაეყარა ხანგრძლივ საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს. 

 

 

 Baku Maiden Tower 2008 fairmont-baku-conde-nast-traveller-13may13-pr 1440x960 history-walking-tour-of-old-baku-in-baku-358500

 ჩვენმა დელეგაციამ დაიდო ბინა მოხერხებულ სპორტული ტიპის სასტუმროში, მცირეოდენი შესვენების შემდეგ გავემართეთ საჭადრაკო კლუბ "AG AT"-ში,

რომელიც ბაქოს ცენტრში მდებარეობს.

ჩამოსვლამდე ერთობლივად დაიგეგმა 3 დღიანი სპეციალური საჭადრაკო პროგრამა.

22.11.2017 - თემატური მასტერკლასი საერთაშორისო დიდოსტატ ფარიდ აბასოვთან. 

განიხილებოდა კუს მნიშვნელობა, ძლიერი და სუსტი მხარეები, მისი გამოყენების პრინციპები, აქტივობის ზრდის ხერხები შეტევის განსახორციელებლად. 

გაირჩა მაგალითები წამყვანი დიდოსტატების პრაქტიკიდან. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხს პროცესში.

Bako AG AT-2017 1 Bako AG AT-2017 2 Bako AG AT-2017 3

23.11.2017 - მეგობრული შეხვედრა გაიმართება კლუბის ნორჩ მოჭადრაკეებს შორის, ბავშვები ერთმანეთს დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

დაგეგმილია აგრეთვე რაპიდ ტურნირი.

23755119 1766746440003057 317288534796402553 n 23843131 1766744590003242 2160367739085767928 n 23755530 1767556256588742 5506748504040101555 n 23755008 1766743430003358 6701759505268998996 n

დღის პირველი ნახევარი კულტურულ პროგრამას დაეთმო, გავისეირნეთ ქალაქში და ძველ ბაქოს ვესტუმრეთ.

კლასიკად მიჩნეული ფილმის "ბრილიანტის ხელი"-ს მთავარი ეპიზოდის "ჩორტ პობერის " გადაღების ადგილსაც მივაგენით, თუმცა ფილმის მთავარ გმირთან

შედარებით  ნაკლებად გაგვიმართლა და ჯადოსნური სიტყვების ძახილის მიუხედავად შინ მაინც ხელცარიელები დავბრუნდით...

23754935 1766751183335916 5002186433219252108 n 23905388 1766752016669166 7430908361769596344 n 23843451 1766752480002453 7431388072143271514 n

საჭადრაკო პროგრამა მეგობრული შეხვედრით გაგრძელდა. რომლის შემდეგ რაპიდ ტურნირი გაიმართა.

აბსოლუტური შედეგით (7-დან 7 მოგება) კლუბი ნონას წევრმა თენგიზ დიდმანიძემ გაიამრჯვა, მეორე დგილზე დიმიტრი ჯიბუტი გავიდა, ხოლო გოგა ლორთქიფანიძეს

მე-4 ადილი ხვდა წილად. გოგონებში ნახევარქულიანი სხვაობით მე-2 ადგილზე მარიამ კალანდაძე, ხოლო მე-3 ადგილზე ნატალი აბულაძე გავიდა.

23795837 1766828666661501 3074741964901056403 n 23843089 1766759366668431 7924560126715939316 n 23795616 1766789963332038 8971347931623421538 n 23755753 1766777646666603 7093229295214119339 n 

ნაყოფიერი დღის დასასრულს გაჩირაღდნებული ღამის ბაქოს სილამაზით დავტკბით.

23794910 1766136730357409 2057649100157329003 n 20171123 221126 23905386 1766132457024503 8095628869166473132 n 

 24.11.2017 - მასტერ-კლასს და ერთდროული თამაშის სეანსს ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი ნარმინ ხალაფოვა გაუძღვება.

პროგრამის დასასრულს, ნორჩი მოჭადრაკეები ამოცანების ამოხსნის კონკურსში მიიღენებ მონაწილეობას.

20171124 143820 20171124 143644 20171124 143843

ამოცანების ამოხსნის კონკურსმა საინტერესოდ ჩაიარა.

ნორჩ მოჭადრაკეებს 16 - 2 სვლიანი მინიატურული ამოცანის ამოსახსნელად ერთი საათი ჰქონდათ გამოყოფილი.

კლუბ ნონას ბავშვებმა თავი არ დაზოგეს და რთულ დავალებას ღირსეულად გაართვეს თავი.

20171124 155422 20171124 155202 20171124 161125

ამოცანების ამოხსნის კონკურსის შემდეგ  ერთდროული თამაშის სეანსი და მასტერ-კლასი გაიმართა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატ ნარმინ ხალაფოვასთან ერთად.

გამოცდილმა მოჭადრაკემ სეანსს სრული დატვირთვა მისცა და პარტიების ხანგრძლივობამ  2 საათს გადააჭარბა.

ყველაზე შეუპოვარმა  ნორჩმა მოჭადრაკეებმა ენდშპილამდე მისული პარტიების ფრედ დასრულებაც შეძლეს:

(1/2- გოგა ლორთქიფანიძე, ნატალი აბულაძე და თიკო ბერაია)

დიდოსტატმა განსაკუთრებით გამოყო საინტერესო თამაშისთვის უჩა იაკობაძე ხულოდან, რომელსაც დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

sAITI20171124 175758 SAITI20171124 175453 SAITI20171124 180035

3 დღიანი ნაყოფიერი საჭადრაკო პროგრამის დასასრულს მიღწეული შედეგების დაჯამების დროც დადგა.

პროგრამის ყველა მონაწილეს გადაეცა აქტივობის სერთიფიკატი.

რაპიდ ტურნირის საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს კი დიპლომებიც. 

23843213 781567658718818 199484333422168286 n 23795765 781567875385463 829457003417534808 n

ახალი მეგობრები, შთაბეჭდილებები, შეძენილი გამოცდილება და კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ცოდნის რთულად სავალ გზაზე, ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევების

რაც ბაქოდან მოგვაქვს საგზლად...

წინ ახალი პროექტები გველის!

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=781555892053328

 

რაპიდ ტურნირის შედეგეი იხილეთ: http://chess-results.com/tnr316006.aspx?lan=1&art=1&wi=821