Facebook

SAT LOGO CUTY OF SPORT

11 ოქტომბერს, ბათუმის სასპორტო სკოლისა და საჭადრაკო კლუბი ნონას ბაზაზე, სტარტი აიღო სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის ფინალმა (11-13.10.2019).

 

პროექტის მიზანია "ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქის" ფორმატში მასობრივი სპორტის განვითარება,

პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება,

სასკოლო აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

ორგანიზატორები: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია,

ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა", რომელიც აგრეთვე პროექტის ინიციატორია.

 

ფესტივალი მოიცავდა სამ ეტაპს:

პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო პირველობები, რომლებსაც თავად სკოლები ატარებდნენ უძლიერესი მოჭადრაკეების გამოსავლენად (აპრილი).

მეორე ეტაპი - ფინალი - პირადი პირველობა (მაისი) თითოეული სკოლა წარმოდგენილი იყო 3 მოჭადრაკით.

მესამე ეტაპი - ფინალი - გუნდური პირველობა (ოქტომბერი) სკოლა წარმოდგენილია 5 მოჭადრაკით: 3 ძირითადი (2 ჭაბუკი,1გოგონა) 2 სათადარიგო.

Saskolo gunduri 2019 1 Saskolo gunduri 2019 2 Saskolo gunduri 2019 3

ამჟამად მიმდინარეობს ფესტივალის მესამე დასკვნითი ეტაპი - გუნდური პირველობა.

მონაწილეობას ღებულობს ქ. ბათუმის 16 სკოლა (80 მონაწილე):  ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ("აისი"),

შპს "ლედა" სკოლა "მონპარნასი" ("მონპარნასი"), შპს სკოლა "ევრო 2000" ("ევრო2000"), ელიტური სკოლა "გორდა" ("გორდა"),

შპს "მომავლის სკოლა ("მომავლელები"), ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი" ("პროგრესი), შპს კავკასიის ბიზნეს სკოლა ("კავკასია"),

გიმნაზია "XXI-ე საუკუნე" ("კოსმოსი"),  ბუკნარის სკლა ("შევარდენი"), სკოლა "ნიკე" ("ნიკე"), ფრანგული სკოლა ("ისარი"),

N16 საჯარო სკოლა ("მხედარი"), N8 საჯარო სკოლა ("ნონა"), N4 საჯარო სკოლა ("ლაზიერი"), N3 საჯარო სკოლა ("ტვინით მებრძოლნი")

და N2 საჯარო სკოლა ("ვარსკვლავები").  თითოეულ სკოლას წარმოადგენს 5 მოჭადრაკე. 

პირველობა იმართება ფიდეს წესებით, გუნდური შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: 25 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.

I - III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი.

I - III ადგილზე გასული გუნდის 5-ვე მოთამაშე და გუნდის წარმომადგენელი დაჯილდოვდება მედლებით და დიპლომებით.

თითოეულ მონაწილე სკოლას გადაეცემა სამადლობელო ბარათი.

გუნდური პირველობის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართება 13 ოქტომბერს ტურის დასრულებისთანავე.

Saskolo Gunduri I 2019 Saskolo Gunduri II 2019 Saskolo Gunduri III 2019

 

   საბოლოო შედეგები:       

FINAL SASKOLO GUNDURI 2019

congratulations 

22y4-6ow25alcexiz-trae4  

           ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"

   ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !

 

 

 Saskolo gunduri Saerto 2019

       

 

  ფოტო გალერეა:             https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1230801603795419