You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი

საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი

SAT W-75 GEO Chemo-2018 15 თებერვალს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. 

პირველობა 25 თებერვლამდე გაგრძელდება და მასში 10 ქართველი მოჭადრაკე  იბრძოლებს საქართველოში უძლიერესი მანდილოსანის ტიტულის მოსაპოვებლად: ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, მაკა ფურცელაძე, თამარ წერეთელი, ნინო ხომერიკი და სოფიო გვეტაძე. 

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება

I-III ადგილის მფლობელები 2018 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე დაფინანსდებიან, აგრეთვე

2019 წლის საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის ლიგაში დაიშვებიან.

წლების განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონის საპატიო ტიტული ყველაზე მეტჯერ (ექვსჯერ) ნინო ხურციძემ მოიპოვა.

ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით 9 ტურად.

დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ - პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ჩატარების ვადა: 15-25 თებერვალი.

I ტური (16.02.2018)  - IX ტური (25.02.2018)  

დასვენების დღე - 21 თებერვალი.

ყველა ტურის დასაწყისი (ბოლო ტურის გარდა) - 15:00 სთ.

ბოლო ტურის დასაწყისი  - 13:00 სთ.    

დახურვა 25.02.2018 - 18:00 სთ.

კენჭისყრის შემდეგ, მონაწილეები სატურნირო ცხრილში შემდეგი სასტარტო ნომრებით განთავსდნენ:

1. ფურცელაძე მაკა - 2346

2. ბაციაშვილი ნინო - 2504

3. ხომერიკი ნინო - 2303

4. გვეტაძე სოფიო - 2297

5. ჯავახიშვილი ლელა - 2463

6. არაბიძე მერი - 2356

7. წერეთელი თამარ - 2332

8. მიქაძე მირანდა - 2258

9. ხოტენაშვილი ბელა - 2487

10. მელია სალომე - 2404

 10649614 993997350617338 3141984233705330945 n

 

 

 

   ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა დაუმარცხებლად განვლო სატურნირო დისტანცია, 

  9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული  დაისაკუთრა!

 

 

 

ტურნირის დებულება:  

 http://gcf.org.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-75-%E1%83%94-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98

 

კენჭისყრა და შედეგები:    http://chess-results.com/tnr332800.aspx?lan=1&art=2&wi=821

საბოლოო ცხრილი:            http://chess-results.com/tnr332800.aspx?lan=1&art=4

 

 პარტიების LIVE ჩვენება:  http://live.gcf.org.ge/tfd.htm

 

Nino GEO Chemp-2018 75 GEO W Champ

    ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს ნინოს 

საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას!

           უსურვებს წინსვლას და გამარჯვებას           

10523945 850316218335456 4329099229475671047 n