You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი მასტერკლასი და ერთდროული თამაშის სეანსი მირანდა მიქაძესთან

მასტერკლასი და ერთდროული თამაშის სეანსი მირანდა მიქაძესთან

LOGO 250x200 SAT3 მარტი-დედების დღე-ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"მ საჭადრაკო განწყობითა და ნაყოფიერი შრომით აღნიშნა. მასტერ-კლასი და ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატმა მირანდა მიქაძემ (2268). 

 

მასტერ-კლასის თემა: პოზიციური შეწირვა

გამოიყო შეწირვის ფორმები და სახეობები: აქტიური და პასიური შეწირვა, პიზიციური და ტაქტიკური შეწირვა.

გაირჩა სხვადასხვა საერთაშორისო დიდოსტატის მიერ გათამაშებული პარტია აღნიშნულ თემებზე, საკვანძო მომენტებზე ყურადღების გამახვილებით.

ბავშვებს საშუალება ჰქონდათ  აქტიური მონაწილეობა მიეღოთ თემატური ამოცანების ამოხსნაშიც.

მასტერ-კლასის ამ ნაწილმა განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა ნორჩი წევრების მხრიდან.

ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის დაესწრო და სწორი ვარიანტი პირველს დაეძახება. 

miranda masterklasi 03.03.2018 1 miranda masterklasi 03.03.2018 2 miranda masterklasi 03.03.2018 3

მასტერ-კლასის შემდეგ ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა.

პარტიის მსვლელობისას მოთამაშეებმა პროფესიონალური და სასარგებლო რჩევები მიიღეს გამოცდილი დიდოსტატისგან.

კლუბის მწვრთნელებიც თვალს ადევნებდნენ პარტიების მსვლელობას.

ყველაზე მონდომებულებმა კი შექებაც დაიმსახურეს.

miranda masterklasi 03.03.2018 4 miranda masterklasi 03.03.2018 5 miranda masterklasi 03.03.2018 6

შემორჩენილმა კლუბის ნორჩმა წევრებმა ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლეს.  

სეანსის შემდეგ ბავშვებმა მოისმინეს მირანდას მითითებები დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით. აგრეთვე რჩევები, თუ როგორ შეიძლებოდა თამაშის უკეთ წარმართვა.

 miranda masterklasi 03.03.2018 Saerto  

 

   

 გვინდა საჭადრაკო კლუბ ნონას ადმინისტრაციის სახელით

 დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სახელოვან დიდოსტატ წევრს

 მირანდა მიქაძეს კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო საჭადრაკო დღისათვის.

 

    

 ფოტო გალერეა: 

https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=833719950170255

 

 

  

 

კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი

ბათუმში ბავშვთა ჭადრაკის განსავითარებლად, პოპულარიზაციისა და პროფესიული დონის ასამაღლებლად.