You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ბათუმში

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ბათუმში

SAT batumi-2018 M Evropa afisha 17 მარტს, ბათუმის 5* სასტუმრო შერატონში, სტარტი აიღო რიგით მე-19 ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ვაჟთა შორის.

 

 

პირველობა 28 მარტამდე გასტანს და მასში 34 ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, ბელარუსია, ჩეხეთი, რუმინეთი, ავსტრია, ხორვატია, ესპანეთი, ლატვია, ინგლისი, უნგრეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი, იტალია, სლოვენია, სერბია, ფიდე, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, მონტენეგრო, პორტუგალია, შოტლანდია, დანია, მოლდავეთი, შვეიცარია, შვედეთი)  302 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელია. 

 

ტურნირის გახსნაზე მოჭადრაკეებს მიესალმენ და წარმატება უსურვეს საპატიო სტუმრებმა: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. გახსნას ესწრებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა კომახიძე.  

pirvelisvla Zurab Pataradze

ტრადიციული პირველი სვლა ჩემპიონატის რეიტინგ სიის ლიდერის დმიტრი იაკოვენკოსა და შანტ სარგისიანის შეხვედრაში აჭარის პირველმა პირმა გააკეთა. 

 

ჩემპიონატში ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორი წევრი მონაწილებს: მირანდა მიქაძე WGM (2268) და ირაკლი ახვლედიანი (2318).

სტატისტიკური მონაცემებით, კონტინენტის საჭადრაკო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტურნირში ასპარეზობს: 135 საერთაშორისი დიდოსტატი - GM , 6 ქალთა საერთაშორისი დიდოსტატი- WGM, 56 საერთაშორისო ოსტატი - IM, 1 ქალთა საერთაშორისი ოსტატი- WIM, 45 ფიდეს ოსტატი- FM, 3 ქალთა ფიდეს ოსტატი- WFM და 8 ოსტატობის კანდიდატი- CM.

პირველობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება.

დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ - პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ტურნირის განრიგი:

16 მარტი - ჩამოსვლის დღე,

17-22 მარტი - I-VI ტური,    

23 მარტი - დასვენების დღე

24-28 მარტი - VII-XI ტური  

28 მარტი - დახურვა   (20:00 სთ) 

ყველა ტურის დასაწყისი (ბოლო ტურის გარდა) - 15:00 სთ

ბოლო ტურის დასაწყისი - 11:00 სთ  

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი  - 100 000 ევრო.  

ანალოგიურ ჩემპიონატს ბათუმმა პირველად 2002 წელს უმასპინძლა.

ქართველ მოჭადრაკეებს შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს,

საერთაშორისო დიდოსტატს ზურაბ აზმაიფარაშვილს აქვს მოპოვებული (2003 წ).

 

ტურნირი ოფიციალური ვებ გვერდი: http://e2e4.ge/ 

კენჭისყრა და შედეგები: http://chess-results.com/tnr295754.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30  

პარტიების LIVE ჩვენება: https://chess24.com/en/embed-tournament/european-championship-2018#live

 

 

ფოტო გალერეა : https://www.facebook.com/European-Individual-Chess-Championship-2018-185639415497450/