You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ერთდროული თამაშის სენსი ზურაბ აზმაიფარაშვილთან

ერთდროული თამაშის სენსი ზურაბ აზმაიფარაშვილთან

 

LOGO 250x200 SAT23 მარტს  ევროპის საჭადრაკო კავშირისა და ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორგანიზებით, სასტუმრო შერატონში ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა. 

 

 

სეანსიორი, არც მეტი არც ნაკლები, თავად ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი (GM), ფიდეს სენიორ მწვრთნელი (FST), ზურაბ აზმაიფარაშვილი (2637) გახლდათ.

ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული (2003 წ.) 

 

 

DSC 0008 DSC 0021 DSC 0015

სეანსში მონაწილეობას ღებულობდა საჭადრაკო კლუბი ნონას 33 პატარა მოჭადრაკე, შპს განათლება სკოლა "იმედი", შპს ლედა სკოლა "მონპარნასი", წმინდა ანდრია   

პირველწოდებულის სასულიერო სკოლა ", შპს "მომავლის სკოლა, პირველი, მე-9, მე-14 და მე-16 საჯარო სკოლების მოსწავლეები.

DSC 0122

    

  პარტიის მსვლელობისას მოთამაშეებმა უხვად მიიღეს პროფესიონალური და სასარგებლო რჩევები.

  

  ყველაზე მონდომებულებმა შექება დაიმსახურეს.

  ხოლო კლუბი ნონას წევრმა თიკო ბერაიამ ერთადერთმა შეძლო პარტიის ფრედ დასრულება. 

 

    ფოტო გალერეა:  

    https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=844370029105247  

      

 SAERTO Azmaiparashviltan   

   

 გვინდა საჭადრაკო კლუბ ნონას ადმინისტრაციის სახელით

   დიდი მადლობა გადავუხადოთ სახელოვან დიდოსტატს

        ზურაბ აზმაიფარაშვილს ნაყოფიერი და სამახსოვრო

                         საჭადრაკო დღისათვის.

    

   

 კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს  დაგეგმილი ბათუმში ბავშვთა ჭადრაკის განსავითარებლად,   პოპულარიზაციისა და პროფესიული დონის ასამაღლებლად.

 

   

                ერთად ვაშენოთ საჭადრაკო მომავალი!