Facebook

LOGO SAT

24 დეკემბერს სასტუმრო "ჰოლტონში" გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის წარმატებული კლუბების, სპორტსმენების, მწვეთნელების, სპორტული მოღვაწეების დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალზე საჭადრაკო კლუბი ნონა 3 ნომინაციაში დასახელდა გაიმარჯვებულად! 

 

 

 

 

 

 

Meriis Daildoveba Hiltoni 24.12.2019 81536115 2791359904257634 480275114328326144 o

1. "წლის გუნდი" - რომელშიც წარდგენილი იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 4 გზის გამარჯვებული და 2 გზის ვიცე ჩემპიონი გუნდი

ნანა ძაგნიძე (GM), ნინო ბაციაშვილი (GM), ბელა ხოტენაშვილი (GM), ლელა ჯავახიშვილი (IM, WGM), სალომე მელია (IM, WGM),  

მირანდა მიქაძე (WGM), გუნდის უცვლელი კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე (WFM) და მწვრთნელი დავით ჯოჯუა (GM).

 

2. "სპორტული კლუბი კარგი მმართველობა" -  სწორად წარმართული მენეჯმენტისათვის.

 

3. "წლის სპორტსმენი" - ინდივიდუალური ჯილდო გადაეცა ნინო ბაციაშვილს (GM) განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის; 

 

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი  ნონა" 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აღიარეს!

80074995 2791359910924300 5633802129371037696 o 

ბათუმში წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და ის პირები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც

სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: „წლის სპორტსმენი“, „წლის მწვრთნელი“, „წლის გუნდი“, „წლის დებიუტანტი“,

„სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“, „ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქი“, „სპორტული კლუბი - კარგი მმართველობა“

და ,,წლის სპორტული ჟურნალისტი“.

ღონისძიება, ბათუმის მერიის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია სპორტის განვითარების მხარდაჭერა და

წარმატებული სპოტრსმენების სტიმულირება.  გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

https://www.facebook.com/pg/BatumiCityHallofficial/photos/?tab=album&album_id=2791359407591017&ref=page_internal