Facebook

LOGO SAT28 დეკემბერს ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"-მ სასპორტო სკოლისა და კლუბ ნონას საჭადრაკო დარბაზში 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება მოაწყო თემაზე "გაწეული მუშაობის შედეგები და შემდგომი ამოცანები". 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოჭადრაკეები, მშობლები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და საგანგებოდ ჩამოსული სტუმრები უკრაინიდან. 

კლუბის მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ  კლუბის მიერ განხორციელებული პროექტების, პროგრამების, ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

აღინიშნა დიდოსტატი და ნორჩი წევრების  მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი მიღწევები. 

ყურადღება გამახვილდა 2019 წელს პირველად ორგანიზებულ მრავალმხრივ საჭადრაკო აქტივობებზე.

18 16 saqartvelos chhempionebi tbilisi 2018 Seansebi Turnirebi Evropa Champ 15

კლუბი მე-6 წელია ფუნქციონირებს (2013 წლიდან) და ამ ხნის განმავლობაში შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია:

კლუბი ნონა ოთხგზის საქართველოს (2014 წ - ურეკი, 2016 წ - ლაგოდეხი, 2017 წ და 2018 წ - თბილისი) და ოთხგზის ევროპის საკლუბო ჩემპიონია! (2014 წ- ბილბაო, ესპანეთი, 2015 წ -სკოპიე, მაკედონია, 2017 წ. ანტალია, თურქეთი და 2019 წ ულცინი, მონტენეგრო). აგრეთვე ორგზის ვიცე ჩემპიონია (2016 წ- ნოვი სადი, სერბეთი და 2018 წ - პორტო კარასი. ჰალკიდიკი, საბერძნეთი)

ევროპის საკლუბო გუნდური ჩემპიონატი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  ტურნირად ითვლება, რომელშიც სისტემატიურად  მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბები და  საუკეთესო მოჭადრაკეები.

 2017 წ. 11 დეკემბერს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, კლუბ ნონას საჭადრაკო ევრო კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი გიორგაძემ  ევროპის საკლუბო ჩემპიონთა გარდამავალი თასი გადასცა. 

  2017 წ.  საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 18 აგვისტოს კლუბი ნონასმთავარი მწვრთნელი ბატონი გურამ ჭანტურია სპორტის სამინისტროში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა! ხოლო კლუბის მენეჯერს და მწვრთნელს მარიკა ჯაფარიძეს ანტალიაში გამართულ  ფიდეს კონგრესზე არბიტრის უმაღლესი "ა" კატეგორია მიენიჭა. იგი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა "ა" კატეგორიის მფლობელი მსაჯია ქალთა შორის.

პარიზში (საფრანგეთი, 21-23 ოქტომბერი, 2017 წ.) გამართულ  BID-ის  (ბიზნეს საინიციატივო კომიტეტი - Business Initiative Directions) და BID Group One-ის მიერ ორგანიზებულ "საერთაშორსო ხარისხის" კონვენციის (World Quality Commitment) ფარგლებში   გამართულ   დაჯილდოვებაზე   ოქროს   კატეგორიაში  ნომინირებულ ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გადაეცა სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი". მსოფლიო   ხარისხის   კულტურაში  შეტანილი განუზომელი წვლილისათვის, დემონსტრირებული   პროფესიონალიზმისა   და   მოკლე   ხანში   მიღწეული   შთამბეჭდავი   წარმატეტებისათვის

აღინიშნა  კლუბი ნონას სწორად წარმართული სტრატეგია და ეფექტური მენეჯმენტი, აგრეთვე კლუბის ოფიციალური საიტის მაღალი დონე. კლუბმა ნონამ აქტიური მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ხარისხის" საერთაშორისო სემინარში. კონვენციის პარტნიორი "იმარ პრესი" 2 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს კლუბი ნონას შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში.

19 Chess Gardamavali Tasi Parizi4 Seansebi Turnirebi Evropa Champ 16

24 დეკემბერს სასტუმრო "ჰოლტონში" გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის წარმატებული კლუბების, სპორტსმენების, მწვეთნელების, სპორტული მოღვაწეების დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალზე საჭადრაკო კლუბი ნონა 3 ნომინაციაში დასახელდა გაიმარჯვებულად!  

1. "წლის გუნდი" - რომელშიც წარდგენილი  იყო  ევროპის  საკლუბო  ჩემპიონატში  4  გზის  გამარჯვებული  და  2  გზის  ვიცე  ჩემპიონი  გუნდი:  ნანა  ძაგნიძე  (GM) ,  ნინო  ბაციაშვილი (GM), ბელა ხოტენაშვილი (GM), ლელა ჯავახიშვილი (IM, WGM) ,  სალომე მელია (IM, WGM ),   მირანდა  მიქაძე  (WGM) ,  გუნდის  უცვლელი  კაპიტანი  მარიკა  ჯაფარიძე (WFM) და მწვრთნელი დავით ჯოჯუა (GM).

2. "სპორტულიკლუბი კარგი მმართველობა" -  სწორად  წარმართული  მენეჯმენტისათვის.

3. "წლის სპორტსმენი" - ინდივიდუალური ჯილდო გადაეცა ნინო ბაციაშვილს (GM) განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის; 

 ბათუმის "საჭადრაკო კლუბი  ნონა" 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აღიარეს!

კლუბმა მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

DSC 0139

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან.  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან და ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში. დღეს მათ რიცხვს კიდევ ერთი ცნობილი საჭადრაკო კლუბი "გამბიტი" შეემატა. 

ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კლუბის ხელმძღვანელთან და დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები.  კლუბი "გამბიტი" კიევში მდებარეობს და 700-მდე წევრს ითვლის. 

საჭადრაკო კლუბმა ნონამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ბათუმისთვის  2018 წლის ყველაზე მნივნელოვან მოვლენაში მსოლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში და მისი მსვლელობისას. დაიმსახურა მადლობის სიგელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეიდენტისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გიორგაძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტის მიხეილ ბატიაშვილისგან, ოლიმპიადის წარმატებით ორგანიზებაში  შეტანილი წვლილისთვის.

კლუბმა ნონამ 2018 წ. მონაწილეობა მიიღო  ბრიუსელში (ბელგია) ევროპის პარლამენტში  გამართულ ACES EUROPE-ს მიერ გამართულ საზეიმო ცერემონიაში, რომელზეც ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ACES EUROPE-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ ოფიციალურად გადასცა "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს ტიტული და დროშა.

ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იყო რომელმაც დაიმსახურა "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს  სტატუსი!

აქვე ავღნიშნავთ, რომ 2019 წლიდან ქალაქი ბათუმი გახლავთ "ელჩი ევროპის სპორტის ქალაქი საქართველოში", რაც ბათუმისთვის წარმატებული სპორტული წლისა და ტიტულის  - "ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქი 2019" ღირსეულად ტარების აღმნიშვნელია".

 

წლევანდელი წელი უხვი და გამორჩეული იყო კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებებითა და გაცვლითი პროგრამებით. 

2019 წელს,  კლუბის  ორგანიზებით გაიმართა  44 ღონისძიება და  კლუბის წევრებმა  მონაწილეობა მიიღეს 41 საერთაშორისო ტურნირში.  

 

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში: 

    • (02-09.01.2019) კლუბის ყველაზე წარჩინებული და წარმატებული სხვადასხვა ასაკის წევრები და ძირითადი შტატგარეშე მწვრთნელები მეგობრული ვიზიტით ეწვიენ ვილნიუსის (ლიტვა) საჭადრაკო კლუბ "იოდა ბალტას". დრუსკინინკაიში მონაწილეობა მიიღეს რაპიდ  და ბლიც ტურნირებში, ერთდროულ თამაშის სეანსში. გაცვლით პროგრამას შემოუერთდა საჭადრაკო კლუბები ლენინგრადის "პეტროვსკაია ლადია" და მარიამპოლის "სუდოვა". ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების მასტერ კლასში და კონკურსში.
    • (27.01.2019) მეგობრული მატჩებით ვესტუმრეთ ქუთაისის სასპორტო სკოლას.
    • (03.02.2019) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავმართეთ მეგობრული შეხვედრა ჩოხატაურის სასპორტო სკოლასთან. ჩატარდა თემატური მასტერ კლასი, მეგობრული მატჩები. 

  Prezentacia 2019 1 Prezentacia 2019 2 Prezentacia 2019 3

გამართული ტურნირები:

(03.03.2019) დედის დღისადმი ტურნირი მშობლებისთვის, რომელშიც კლუბი ნონას ნორჩი წევრები მსაჯობდნენ.

(04-06.03.2019) კლუბი ნონას ღია პირველობა 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, საპრიზო ადგილებზე გასულები მედლებით და დიპლომებით, ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები.

(17-18.04.2019) კლუბი ნონას შიდა პირველობა - დამწყები ჯგუფი 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის;                                                                

(17-18.04.2019) დამწყები ჯგუფი შერეული ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის;                            

(17-18.04.2019) მოსამზადებელი ჯგუფი შერეული ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის;                                                                         

(20-21.04.2019) "გურამ ჭანტურიას თასი-2019" - შერეული ასაკის და ჯგუფის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.                                                            

(აპრილი-მაისი) დამწყებთა ჯგუფი (3 ტურნირი) 6 წლამდე, 8 წლამდე და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის;                                           

კლუბის ინიციატივით, "ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქი"-ს ფორმატში წამოწყებული პროექტი "სასკოლო საჭადრაკო  ფესტივალი -2019" (მიზანი: მასობრივი სპორტის განვითარება და პოპულარაზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ცნობადობის ამაღლება, სასკოლო აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა) გაიმართა სამ ეტაპად: პირველი ეტაპი-შიდა სასკოლო პირველობა (სკოლებში),  მეორე ეტაპი -ფინალური პირადი პირველობა  (22-26.05.2019 წ.) მონაწილეობა ჯამში 14-მა სკოლამ მიიღო და დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ფართო მასებში.  თითოეული სკოლიდან 3 საუკეთესო მოსწავლე იყო წარმოდგენილი, ტურნირს მაყურებელი და გულშემატკივარიც ბევრი ჰყავდა. გამარჯვება კლუბის წევრმა დიმიტრი ჯიბუტმა მოპოვა.  მესამე ეტაპი -ფინალური გუნდური პირველობა (11-13.10.2019 წ.)  მონაწილეობა მიიღო 16 -მა სკოლამ. გუნდი დაკომლექტებული იყო 5 მოთამაშით (ჯამში 80 მონაწილე).  გაიმარჯვა სკოლა ევრო 2000-მა. 

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო შერეული ტურნირი:  დამწყები ჯგუფის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (31.05-01.06.2019) და მოსამზადებელი ჯგუფის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  (31.05-01.06.2019) გაიმარჯვა გიორგი ჭანტურიამ.

01-12.07.2019 კლუბი ნონას ორგანიზებით ჩატარდა მე-5 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი - 2019" ღონისძიება ყოფილ ჭადრაკის სასახლეში "კაისა"-ში ჩატარდა. წინა წლებთან შედარებით მკვეთრად იმატა მონაწილეთა რაოდენობამ. წელს 20 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა ფესტივალში .(მათ შორის 252 ქართველი იყო და აქედან 80-მდე აჭარის რეგიონს წარმოადგენდა) ტურნირის ფარგლებში ბათუმს 1500 -ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. ფესტივალში წარმოდგენილი იყო სიძლიერის მიხედვით შემდეგი კატეგორიები: "ა" ტურნირი 2200 რეიტინგი და ზევით მქონე უძლიერესი მოჭადრაკეები. წარმომადგენლობითი გამოვიდა. 5 მა მოჭადრკემ შეასრულა ფიდეს საერთაშორისო დიდოსტატის და ოსტატის წოდებების ნორმები. "ბ" ტურნირი 2200 ზე ნაკლები რეიტინგის მქონე ძლიერი მოჭადრაკეები. ყველაზე მასიური და საინტერესო ტურნირი მრავალფეროვანი პრიზებით. ასაკობრივი და სენიორთა შორის პრიზების გამოყოფით. "ც" ტურნირი 1600 რეიტინგიანები და ქვევით. კარგი გამოცდილება შეიძინეს ნორჩმა მოჭადრაკეებმა და ჭადრაკის მოყვარულებმა, გაიმართა აგრეთვე ასაკობრივი ტურნირები 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონათა შორის. 11 ივლისს ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი ჩატარდა. ა, ბ , ც, 12, 10 წლამდე და ბლიც ტურნირებში დაითვალა საერთაშორისო ფიდეს რეიტინგი. ეს მნიშვნელოვანია არსებული რეიტინგების მოსამატებლად და ახალი რეიტინგის გასაჩენად.  ჯამში ფესტივალის ფარგლებში 11 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. 10 საჭადრაკო და 1 მინი ფეხბურთში (მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 6-მა გუნდმა). კლუბი ნონას ოფიციალური საიტიდან  "ა" ტურნირის უძლიერეს მოჭადრაკეთა პარტიების პირდაპირი ჩვენება (LIVE ტრანსლიაცია) გაიმართა  LIVE პროგრამის უახლესი ვერსიით, ფესტივალის პერიოდში კლუბის საიტზე დაფიქსირდა ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი.  ტურნირმა ექსესების გარეშე ჩაიარა, საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფულადი ჯილდოებით, თასებით, სხვადასხვა სინჯის მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. ყველა სტუმარი და მოთამაშე კმაყოფილი წავიდა ბათუმიდან. აღნიშნეს ორგანიზაციის მაღალი დონე.                                                                    

04-10.07.2019  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2019" ვეტერანთა ტურნირი სწრაფ ჭადრაში. მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს  სხვადასხვა რეგიონის უძლიერესი ვეტერანი მოჭადრაკეები, აგრეთვე მოთამაშე აზერბაიჯანიდან.

09.07.2019 - ერთდროული თამაშის სეანსი. საერთაშორისო დიდოსტატებთან გიგა ყუფარაძესთან (GM, 2499) და დავით მაღალაშვილთან (GM 2485) სეანსში მონაწილეობდა 14 ნორჩი მოჭადრაკე.

11.08.2019 ერთდროული თამაშის სეანსი საერთაშორისო დიდოსტატთან დავით ჯოჯუასთან  (GM, FST, 2563).

"ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქი" ფორმატში, ევროპის სპორტის კვირეული (23-29.09.2019) ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ვრცელი სამდღიანი საჭადრაკო პროგრამა (27-29.09.2019, ბათუმი) ერთდროული თამაშის სეანსი ქალთა საერთაშორისო დიდოსტატთან მირანდა მიქაძესთან (WGM, 2279), საჭადრაკო ვიქტორინა საჩუქრებით, "მხიარული ჭადრაკი-ChessRun" (27.09.2019, ზღვისპირა პარკი), ღია ბლიც ტურნირი ვაჟთა და ქალთა შორის (28.09.2019), ღია ბლიც ტურნირი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (29.09.2019) ორივე ბლიც ტურნირი დარეგისტრირებული იყო ფიდეში და დაითვალა საერთაშორისო რეიტინგი. მონაწილეობას ღებულობდა 3 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველო, რუსეთი და ბელარუსია.                                             

კლუბი ნონას ტრადიციული საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი-2019  (30.11-15.12.2019) *ვაჟთა და ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში  რაპიდი (30.11-01.12.2019); *ასაკობრივი ტურნირი 5-6 წლამდე ჭაბუთა და გოგონათა შორის რაპიდი (02-04-06.12.2019) ; *ასაკობრივი ტურნირი 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის რაპიდი  (02-04-06.12.2019) ; * ასაკობრივი ტურნირი 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის რაპიდი  (02-03-05.12.2019); *ასაკობრივი ტურნირი 12 - 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის რაპიდი  (02-03-05.12.2019) ;  * შერეული ბლიც ტურნირი სხვადასხვა ასაკის წარმატებულ ბავშვებს შორის  ბლიცი  (11.12.2019); *ვაჟთა და ქალთა შორის ბლიცი  (14.12.2019). 

 

კლუბის პროფესიონალური და ტენიკური დახმარებით გაიმართა:                                                               

1) ხულოს რაიონში  თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში (04-07.04.2019)

2)  ბათუმის კომპლექსური სასპორტო სკოლის პირველობა (06-07.04.2019)

3) სასკოლო ფესტივალის პირველი ეტაპი - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლაში - შიდა საჭადრაკო პირველობა, რომელშიც კოლის 80 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას (09.04.2019).

4) მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი სხვადასხვა საზღვაო დაწესებულებებსა და სტუდენტებშ შორის (21.06.2019).

5) 24-25.09.2019 - სპორტის ფესტივალი: (ორგანიზატორი: ბათუმის სპორტული ცენტრი; ტექნიკური უზრუნველყოფა:  ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა).

6)  07-08.12.2019 - საჭადრაკო ტურნირი "მერიის დიდოსტატი-2019"  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა შორის.

(ორგანიზატორები: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; საჭადრაკო კლუბი ნონა)

 

მწვრთნელების და ნორჩი წევრების გადამზადება, მასტერ კლასები, ლექცია სემინარები:

კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ფარგლებში:

(10.01.2019) გაიმართა თემატური მასტერ კლასი ნოდარ ლორთქიფანიძესთან.                                                                                                                     

(25.02.2019) თემატური მასტერ კლასები და ერთდროული თამაშის სეანსი საერთაშორისო დიდოსტატთან, ფიდეს ტრენერთან  ლაშა ჯანჯღავასთან.   

01-10.08.2019 - თემატური მასტერ-კლასი საერთაშორისო დიდოსტატთან დავით ჯოჯუასთან (GM, FST, 2563).

იტალიის ქალაქ ტრიესტეში გამართულ უმაღლესი "ა" და "ბ" კატეგორიების საერთაშორისო არბიტრების ვორქშოფზე მონაწილე საერთაშორისო არბიტრებმა გიორგი ჭანტურიამ და მარიკა ჯაფარიძემ წარმატებით მაღალი ქულებით ჩააბარეს გამოცდა!

 

სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა ჭადრაკით დაინტერესებამ და მასობრიობამ, აგრეთვე კლუბი ნონას ცნობადობამ და პოპულარობამ.

ხანმოკლე სიტყვიერი მოხსენების შემდეგ სტუმრებს დიდ ეკრანზე ვრცელი ვიდეო ანგარიში ელოდათ გაწეული საქმიანობის, განხორციელებული აქტივობების და მიღწევების შესახებ. 

მოხსენებას და საახალწლო ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალს ეკრანზე ფონად დაყვებოდა  სლაიდ შოუ. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდებოდა წარსულის მომღიმარი სახეები, ჩვენი დროის ღირსშესანიშნავი მოვლენები, მწვრთნელები, მოსწავლეები, ტურნირების ამსახველი მომენტები და დაუვიწყარი უკვე ისტორიად ქცეული კადრები. 

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კლუბ ნონას ბაზაზე უკვე მე-6 წელია სრულიად უსასყიდლოდ, ყველა დონეზე, სხვადასხვა ასაკის 250-ზე მეტი ბავშვი ეუფლება საჭადრაკო სიბრძნეს!

აგრეთვე სკოლა-ბაღებში კლუბის მწვრთნელები ატარებენ  გაკვეთილებს და შიდა ტურნირებს.

Prezentacia 2019 5 Prezentacia 2019 4 

მოეწყო კლუბის განახლებული ოფიციალური ვებ გვერდის www.chessbatumi.ge დათვალიერება. 2015 წლიდან  საიტი უკვე სამ ენაზე ფუნქციონირებს: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ინტერნეტ სივრცეში მას კარგი რეიტინგი აქვს და საკმაოდ პოპულარულია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს შორის. 

 

უცხოელ სტუმრებს და დამსწრეთ კლუბის ნორჩი წევრის მიერ მოწყობილი სიურპრიზი ელოდათ, ნატალი აბულაძემ წაიკითხა ლექსი, იმღერა და იცეკვა.

 

ყოვლისმომცველი ანგარიშის შემდეგ კლუბის ტრადიციული საახალწლო ტურნირების გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება გაიმრთა.

საპრიზო ადგილებზე გასულ  მოჭადრაკეებს, გადაეცათ  სიგელები, მედლები და თასები.

მამაკაცთა და ქალთა ტურნირზე გამოყოფილი იყო ფულადი ჯილდოები. 

 

ნ ო მ ი ნ ა ც ი ა - "კლუბის ვარსკვლავები"

                                                            2019 წლის საუკეთესო შედეგის მქონე კლუბის წევრები                                                                   

კლუბის სპეციალური ჯილდო - თასები და სერთიფიკატები

(ამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ კლუბის წევრები, რომლებმაც საპრიზო ადგილები მოპოვეს აჭარის და საქართველოს  ასაკობრივ ჩემპიონატებზე,

საერთაშორისო ტურნირებში და კლუბის შიდა პირველობების აბსოლუტური გამარჯვებულები იყვნენ)

 

 თედო ბოლქვაძე;  გოგა ლორთქიფანიძე;  გიორგი ჭანტურია;  შოთა ცეცხლაძე;  ლევან მიქელაძე;  კონსტანტინე ლორთქიფანიძე;  

 ნატალი აბულაძე; თიკო ბერაია;  მარიამ კალანდაძე;  ანეტა ქედელიძე.

 

კლუბის ნორჩი წევრები დაჯილდოვდნენ აგრეთვე კლუბის  "ნორჩი არბიტრის"  გულსაბნევებით.

                                        

                                                                               ვულოცავთ კლუბის წევრებს მიღწეულ წარმატებას !!!

 

კლუბ ნონამ მადლობა გადაუხადა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს კლუბის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის;

დეველოპერულ სამშენებლო კომპანიას "ორბი ჯგუფს" - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი"-ს 2018-2019 წწ.

გამართვისას გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის;

სპეციალურად მოწვეულ დიდოსტატ მწვრთნელს დავით ჯოჯუას გაწეული შეუფასებელი შრომისათვის;

კლუბის გამორჩეულ დიდოსტატ წევრს მირანდა მიქაძეს (WGM) - რომელიც მთელი წლის განმავლიბაში აქტიურად იყო ჩართული კლუბის სამუშაო პროცესში და სისტემატირად ატარებდა თემატურ მასტერ კლასებს და ერთდროულ თამაშის სეანსებს კლუბის ნორჩი წევრებისთვის;

აჭარის რადიოს სპორტულ კომენტატორს გოგი მურვანიძეს, გაზეთ "აჭარა"-ს კორესპონდენტს მანანა ძიძიშვილს და  აჭარის ტელევიზიის საინორმაციო სამსახურის რეპორტიორს,სპორტული რუბრიკის წამყვანს ქეთი ბოლქვაძეს - კლუბი ნონას მიღწევების ოპერატიული გაშუქებისა და მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებული მადლობა ტელევიზიისა და რადიოს ყველა წარმომადგენელს, მთელი წლის განმავლობაში კლუბის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და სითბოსათვის.

საზეიმო ვითარებაში გაიჭრა კლუბის სახელობითი ტორტი.   

დამსწრეებმა გზა დაულოცეს ბათუმის, აჭარის და მთლიანად საქართველოს სიამაყეს, წარმატებულ კლუბს -  ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"-ს!

Jildoebi 2019

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/edit/a.1308399962702249/