You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ევროპის ქალთა ჩემპიონატი-2018

ევროპის ქალთა ჩემპიონატი-2018

SAT Evropis Chempionati qalta -2018 копия7 დან -20 აპრილამდე ვისოკე-ტატრი (სლოვაკეთი) მასპინძლობს რიგით მე-19 ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს.  

 

 პირველობისთვის 30 ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, ბელარუსია, ჩეხეთი, რუმინეთი, ავსტრია, ხორვატია, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, სლოვაკეთი, იტალია, სლოვენია, სერბია, ფიდე, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია, შოტლანდია, მოლდავეთი, ლიტვა, შვედეთი)    144 მოჭადრაკე მანდილოსანი იბრძოლებს. 

 სტატისტიკური მონაცემები: 13 საერთაშორისი დიდოსტატი - GM , 35 ქალთა საერთაშორისი დიდოსტატი- WGM, 29 საერთაშორისო ოსტატი - IM, 22 ქალთა საერთაშორისი ოსტატი- WIM, 3 ფიდეს ოსტატი- FM, 25 ქალთა ფიდეს ოსტატი- WFM და 1 ქალთა ოსტატობის კანდიდატი- CM.

საპრიზო ფონდი - 65 000 ევრო.

აქედან I ადგილი - 11 000,  II ადგილი - 9 000, III ადგილი - 7000 ევროს მიიღებს ჯილდოდ.

პირველ 14 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ქალთა მსოფლიო თასის საგზურს.  

 

ტურნირის განრიგი:

07 აპრილი - ჩამოსვლის დღე, ტექნიკური შეხვედრა, გახსნა.

08-14 აპრილი - I-VII ტური,    

15 აპრილი - დასვენების დღე

16-19 აპრილი - VIII-XI ტური  

19 აპრილი - დახურვა   (20:00 სთ)

20 აპრილი - გამგზავრება

ყველა ტურის დასაწყისი (ბოლო ტურის გარდა) - 15:00 სთ

ბოლო ტურის დასაწყისი - 11:00 სთ  

 

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 11 ტურდ იმართება.  

დროის კონტროლი: 90 წუთი - 40 სვლაზე, შემდგომ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 

 

ჩემპიონატში 7 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის სამი ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წევრია: 

ნინო ბაციაშვილი IM (2521), სალომე მელია IM (2411) და მირანდა მიქაძე WGM (2216).

    round-01 022     Monawileebi GEO-2018 W European Championship

   ECU

ვროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი:              http://www.ewcc2018.eu/

ჩემპიონატის დებულება:                                               http://www.ewcc2018.eu/information/regulations/

კენჭისყრები და შედეგები:                                            http://www.ewcc2018.eu/results-pairings/   

ან:   http://chess-results.com/tnr338143.aspx?lan=1&art=2&rd=2&turdet=YES&flag=30&css=2

LIVE პარტიები:      https://chess24.com/en/watch/live-tournaments/european-womens-championship-2018/2/1/1

ან:                               https://www.chessbomb.com/arena/2018-european-womens-championship

 

ჩემპიონატის ფოტო გალერეა:                                       http://www.ewcc2018.eu/photos/