Facebook

GilocavtDedis dghes Atkritka 2019SAT ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ დედის დღე

მშობელთა რაპიდ ტურნირით  აღნიშნა.

პირველობა წრიული სისტემით გაიმართა.

დროის კონტროლი: 10 წთ. პარტიის ბოლომდე,

ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.

პარტიები საინტერესოდ წარიმართა.

 

 

 

საზეიმო განწყობამ ტურნირს განსაკუთრებული ხიბლი შემატა. 

შვილები ამხნევებდნენ და რჩევა-დარიგებებს აძლევდნენ დედებს.

ბავშვებსა და მშობლებს შორის როლების გაცვლამ ბევრი აღმოჩენა მოუტანა ორივე მხარეს.

 Dedebis Turniri 03.03.2020 1 Dedebis Turniri 03.03.2020 2 Dedebis Turniri 03.03.2020 3

ტურნირი საინტერესო იყო იმითაც, რომ მსაჯთა კოლეგია მთლიანად შედგებოდა კლუბის ნორჩი წევრებისგან:

ტურნირის ტექნიკური მხარისა და სათამაშო წესების გამართულობაზე ზრუნავდნენ, კლუბი ნონას ნორჩი მსაჯები: 

გიორგი ჭანტურია, მარიამ კალანდაძე, ნატალი აბულაძე და თიკო ბერაია.

Saerto Monawileebi 03.03.2020 

   ტურნირის მონაწილეები: ცანგული აბულაძე, თამთა მელაძე, თეონა აბაშიძე,

  ნანა ბოლქვაძე, მაკა შურღაია და თეონა ბოლქვაძე.  

Priziorebi 03.03.2020

         

             

               გამარჯვებული სამეული: 

 

         I დგილი    -   ცანგული აბულაძე                      

       II  ადგილი   -   თამთა მელაძე 

      III ადგილი    -  თეონა აბაშიძე     

 

  

    ფოტო გალერეა:  

  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1367670983441813

   

 

 

  ტურნირის შემდეგ ბავშვებმა მშობლებისთვის მისალოცი მინი კონცერტი გამართეს, ჩონგურის თანხლებით სიმღერებით, შაირებითა და

  საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ორიგინალური თვითნაკეთი წიგნის პრეზენტაციით. 

  თავის მხრივ, კლუბის ადმინისტრაციამაც  მოამზადა სიურპრიზი: წლების განმავლობაში შეგროვებული ბავშვებისა და მშობლებლების

  ერთობლივი სურათებისგან მუსიკალური ფოტო კოლაჟის ჩვენება მოაწყო.

  დიდ ეკრანზე გაცოცხლებულმა ფოტო სურათებმა ერთობლივი ოვაციები გამოიწვია და ბევრი ლამაზი საჭადრაკო დღის მოგონებები გააღვიძა.

 Koncerti 03.03.2020 1 Koncerti 03.03.2020 2 Koncerti 03.03.2020 3

Saerto MonawileebiBavshvebi 03.03.2020DedisDghisMisaloci1Shida