You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი გურამ ჭანტურიას თასი-2018

გურამ ჭანტურიას თასი-2018

DSC 0082 Gurami-80 17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს  გურამ ჭანტურიას 82 წელი შეუსრულდება.

 

გურამ ჭანტურიას საქართველოს ჭადრაკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

 ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში იგი იცავდა აჭარის ღირსებას საქართველოს უძლიერეს  მოჭადრაკეთა  შეჯიბრებებში. მსაჯობდა დიდ ტურნირებს და რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია, ბატონი გურამი, თითქმის ექვსი ათეული წელია ასწავლის ნორჩ  ბათუმელებს საჭადრაკო სიბრძნეს.

 მის აღზრდილებს შორის არიან,  როგორც სახელგანთქმული, ასევე იმედის მომცემი  მოჭადრაკეები. დღეს ბევრი მათგანი თვითონ ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას  ჭადრაკის სფეროში.

 ბატონმა გურამ ჭანტურიამ 1968 წელს რესპუბლიკური  მსაჯის კატეგორია მიიღო, ხოლო 2001  წელს  ფიდემ მას საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა.

 1955-59 წლებში იგი აჭარის უძლიერესი მოჭადრაკე და საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი იყო,

სისტემატურად მონაწილეობდა  საქართველოს  ვაჟთა  ტრადიციული  ჩემპიონატების ფინალებში.  1962 წელს  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 1996 წელს მას გადაეცა სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო სიგელები.

 1990 წელს, მიღწეული შედეგების საფუძველზე იგი აღიარეს  წლის საუკეთესო მწვრთნელად აჭარაში,

 ხოლო 1999 წელს მიენიჭა აჭარის 20-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

 2011 წელს, ქართულ სპორტში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დაბადების 75 წელთან დაკავშირებით - ოლიმპიური ორდენით.

 2017 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 ასაკის მიუხედავად ბატონი გურამი აქტიურადაა ჩართული საჭადრაკო ცხოვრებაში.

 პედაგოგობს სკოლაში, ბაღში და საჭადრაკო კლუბ  ნონაში.  

GURAM CHANTURIA

კლუბმა ნონამ 2016 წელს ბატონი გურამის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფუძველი ჩაუყარა კიდევ ერთ

ლამაზ საჭადრაკო ტრადიციას, საერთაშორისო ვეტერანთა ტურნირს სწრაფ ჭადრაკში.

დაგეგმილია მომდევნო წლებში მასშტაბების გაზრდა და არეალის გაფართოება. 

ყოველ წელს ბათუმი, აპრილის თვეში, უმასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უძლიერეს ვეტერან მოჭადრაკეებს

და  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს. 

წელს კლუბი ნონა ბატონი გურამის იუბილეს ოთხი ტურნირით აღნიშნავს.

ვეტერანთა პირველობით სწრაფ ჭადრაკში, ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირით, ვაჟთა და შერეულ ბლიც ტურნირით.

 

15-18.04.2018

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2018"

ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. 

   ორგანიზატორები:       ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;    ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა";

   შეთანხმებულია:            საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 

   დროის კონტროლი:    თითოეულ მოთამაშეს - 15 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 10 წმ-ის დამატებით.

   მონაწილეები:                60 წლის და ზევით ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები.    

  GM თამარ ხმიადაშვილი (1853), FM ვარლამ ვეფხვიშვილი (2118),  ივანე სიფრაშვილი (2120), გიორგი ბიბილაშვილი (2097),

  რობერტ ლომიძე (1839), ნუგზარ გვარჯალაძე (1856), სოსო კიკილაშვილი (1830), ტარიელ ხუხუნაიშვილი (1741), 

 ჩატარების სისტემა:    წრიული სისტემით, 7 ტურად.

   თაი-ბრეიქი:  1ბერგერი;   2. პირადი შეხვედრა;   3. მოგებების რაოდენობა. 

   განრიგი:     15.04.2018 - ჩამოსვლის დღე.  

   16.04.2018  -  I,  II,  III,  IV  ტური.      გახსნა - 12:30.    ტურის დასაწყისი - 13:00 სთ.

   17.04.2018  -  V, VI, VII.      ტური       ტურის დასაწყისი  - 11:00 სთ.  

                         18.04.2018 - გამგზავრების დღე.                                                                                      

Guram Chanturias Tasi-2018 1 Guram Chanturias Tasi-2018 2 Guram Chanturias Tasi-2018 3

კვალიფიკაცია:  ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი. 

საპრიზო ფონდი:  3500 ლარი.

მამაკაცთა:  I ადგილი  - 1000 ლ;   II ადგილი - 800 ლ;  III ადგილი - 600 ლ;  IV ადგილი - 400 ლ;  V ადგილი - 200 ლ.

ქალთა:         I ადგილი  - 500 ლ.

I ადგილზე გასული მამაკაცი და ქალი დაჯილდოვდება თასით.

1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები (მამაკაცები, ქალები) დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო დიპლომი.

ტურნირის დირექტორი:  საერთაშორისო არბიტრი გიორგი ჭანტურია.

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი მარიკა ჯაფარიძე.  

 საპრიზო სამეული:

      I ადგილი -   ივანე სიფრაშვილი,         5,5 ქულა                    I ადგილი ქალთა -   თამარ ხმიადაშვილი,         4 ქულა

     II ადგილი - გიორგი ბიბილაშვილი,  5,5  ქულა

     III ადგილი - სოსო კიკილაშვილი,          5 ქულა 

 

 ტურნირის კენჭისყრა და შედეგები:  http://chess-results.com/tnr347161.aspx?lan=1&art=2

 საბოლოო შედეგები:  http://chess-results.com/tnr347161.aspx?lan=1&art=1

 Guram Chanturias tasi-2018 Seniorebi saerto

 

16-17.04.2018

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2018" 

ვაჟთა ღია პირველობა - ბლიცი 

ვაჟთა ღია პირველობა (შერეული) - ბლიცი

  დროის კონტროლი:    თითოეულ მოთამაშეს - 3 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 2 წმ-ის დამატებით. 

  ჩატარების სისტემა:   შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. 

  თაი-ბრეიქი:  1ბუჰგოლცი  -1 (1 უდაბლესის გამოკლებით);   2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი;   3. მოგებების რაოდენობა 4. პროგრესი (რეგრესით) 

   16.04.2018      I  -  VII  ტური.      გახსნა - 14:30.      ტურის დასაწყისი - 15:00 სთ. 

   17.04.2018      I  -  IX ტური.        გახსნა - 15:30.      ტურის დასაწყისი - 16:00 სთ.

  Guram Chanturias Tasi-2018 4 Guram Chanturias Tasi-2018 5 Guram Chanturias Tasi-2018 6

  16.04.2018_ ვაჟთა ღია პირველობა - ბლიცი - მონაწილეები:  

ზვიად ქამადაძე (2180), გრიგორი ვოსკანიანი (2174), იოსებ ტუღუში (2068), რუხაძე ალექსანდრე (1721), ბერდია მიქელაძე (1695), თორნიკე კალანდაძე (1600), 

თედო ბოლქვაძე (U18; 1571), თენგიზ დიდმანიძე (U18; 1528), გოგა ლორთქიფანიძე (U14; 1330), უჩა იაკობაძე (U14; 1300), გიორგი ჭანტურია (U10; 1115),

ბადრი ბოლქვაძე, სულხან კაკაბაძე,  დავით მღებრიშვილი. 

 საპრიზო სამეული:

     I ადგილი -   ალექსანდრე რუხაძე , 6 ქულა

     II ადგილი - ზვიად ქამადაძე,           6 ქულა

     III ადგილი - იოსებ ტუღუში,        4,5 ქულა    

                                                                                                                                                                                                  

 ტურნირის კენჭისყრა და შედეგები:  http://chess-results.com/tnr347162.aspx?lan=1&art=1

 საბოლოო შედეგები:  http://chess-results.com/tnr347162.aspx?lan=1&art=1

 

Guram Chanturias tasi-2018 shereuli blici kacebi 1 Guram Chanturias tasi-2018 shereuli blici kacebi 2 Guram Chanturias tasi-2018 shereuli blici kacebi 3

17.04.2018_ ვაჟთა ღია პირველობა - ბლიცი - (შერეული):

მონაწილეობდა 31  მოჭადრაკე. 

მათ შორის 23 მოთამაშე საერთაშორისო რეიტინგით და კლუბი ნონას სხვადასხვა ასაკის წარმატებული ნორჩი მოჭადრაკეები.

ჩატარების სისტემა: შვეიცარული სისტემა, 9 ტურად.

კვალიფიკაცია:  ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი: 3 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

საპრიზო სამეული:

      I ადგილი -   ზვიად ქამადაძე,             7 ქულა                   

     II ადგილი -  გრიგოლ ვოსკანიანი,  6,5  ქულა

     III ადგილი - სოსო კიკილაშვილი,  6,5  ქულა 

 

 ტურნირის კენჭისყრა და შედეგები:   http://chess-results.com/tnr347307.aspx?lan=1&art=0

 საბოლოო შედეგები:    http://chess-results.com/tnr347307.aspx?lan=1&art=1

 

Guram Chanturias tasi-2018 Bavshvebi 1 Guram Chanturias tasi-2018 Bavshvebi 2 Guram Chanturias tasi-2018 Bavshvebi 3

 17.04.2018_ ტურნირი ნორჩ მოჭადრაკეთა შორის - რაპიდი - მონაწილეები:          

 შარვაშიძე თორნიკე, ცეცხლაძე შოთა, ჭანტურია გიორგი, ოქრაძე ლილე, ჭანტურია ლიზი, შავაძე ანრი , ცეცხლაძე სარა, ქედელიძე ანეტა.

ტურნირის სისტემა: წრიული 7 ტურად.

დროის კონტროლი: 15 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამარტებით.

  საპრიზო სამეული:

      I  ადგილი -   გიორგი ჭანტურია,        9 ქულა      (6 ქულა  ძირითადი და 3 დამატებითი ტაი ბრეიკების)            

     II ადგილი -   თორნიკე შარვაშიძე,      8 ქულა      (6 ქულა  ძირითადი და 2 დამატებითი ტაი ბრეიკების)

     III ადგილი -  შოთა ცეცხლაძე,             6 ქულა      (6 ქულა  ძირითადი და 0 დამატებითი ტაი ბრეიკების) 

    Saerto Guram Chanturias tasi-2018 Guram Chanturias tasi-2018 Bavshvebi Saerto                                                                                     

 17 აპრილს ბატონ გურამს 82 წელი შეუსრულდა!

 

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" უერთდება აურაცხელ მოლოცვებს, 

უსურვებს მას  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

 

ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=856665441209039