You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი კლუბი ნონა ხულოს სასპორტო სკოლას მასპინძლობს

კლუბი ნონა ხულოს სასპორტო სკოლას მასპინძლობს

LOGO 250x200 SAT 2 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კლუბი ნონა 28-30 აპრილის ჩათვლით, ხულოს სასპორტო სკოლის აღსაზრდელებს ვრცელი საჭადრაკო ღონისძიებით მასპინძლობს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებშიც სტუმრებთან ერთად კლუბი ნონას ნორჩი წევრები და ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ.

28 აპრილი:

მეგობრული შეხვედრები.

ბავშვები ყოველი პარტიის დასრულების შემდეგ იცვლიდნენ მეტოქეებს.

მწვრთნელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს პარტიების მსვლელობას და დასრულებისთანავე სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ მოჭადრაკეებს. 

GacvlitiPrograma Xulo1 GacvlitiPrograma Xulo2 GacvlitiPrograma Xulo3 

29 აპრილი:

თემატური მასტერ კლასი. თემა: ეტლები

მოკლე მიმოხილვა:                                                                    

1). ჭადრაკის შექმნის სათავეებთან. შემდგომი განვითარება.

2). ფიგურების თავისებურებები, მათი ძლიერი და სუსტი  მხარეები.

ვრცლად:

3) ეტლების როლი, თავისებურებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, აქტივობა, მე-7 და მე-8 ჰორიზონტალების მნიშვნელობა.

4) მაგალითების განხილვა, ანალიზით.

GacvlitiPrograma Xulo4 GacvlitiPrograma Xulo5 GacvlitiPrograma Xulo6

ამოცანების ამოხსნის კონკურსი. 

ბავშვები დამოუკიდებლად თავის დაფებზე მუშაობდნენ მოცემულ ამოცანებზე.

მოძიებულ ვარიანტებს ფურცლებზე აფიქსირებდნენ.

თითოეული ამოცანის ამოსახსნელად 10 წთ ჰქონდათ გამოყოფილი. 

GacvlitiPrograma Xulo7 GacvlitiPrograma Xulo8 GacvlitiPrograma Xulo9

30 წთ-ანი შესვენების შემდეგ, ნორჩი მოჭადრაკეები ისევ დაფებს დაუბრუნდნენ სათამაშოდ.

სასიამოვნოდ დაღლილებს, დღე ისე შემოგველია ვერ შევამჩნიეთ... 

30 აპრილი:

ერთდროული თამაშის სეანსი.

სეანსიორი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გურამ ჭანტურია.

სეანსში 15-მა ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

პარტიის მსვლელობისას მოთამაშეებმა პროფესიონალური და სასარგებლო რჩევები მიიღეს გამოცდილი მწვთნელისგან.

Guram chanturias seansi1 Guram chanturias seansi2 Guram chanturias seansi3

ყველაზე მონდომებულებმა შექება დაიმსახურეს. 

4-მა ნორჩმა მოჭადრაკემ პარტიის ფრედ დასრულებაც შეძლო (უჩა იაკობაძე, ნატალი აბულაძე, მარიამ კალანდაძე და გაბრიელ ლაღიძე).

ხულოს სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა ღონისძიების პერიოდში თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინეს, მონდომება, შეუპოვრობა, შრომისუნარიანობა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს უჩა იაკობაძე, რომელიც გამოირჩევა ინდივიდუალური "ცოცხალი" თამაშის სტილით და პოზიციის საინტერესო ხედვით.

Xulostan gacvliti programa saerto

საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებთან და საერთაშორისო საჭადრაკო კლუბებთან ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და

ახალ საინტერესო აქტივობებში გადაიზრდება.

ასეთი სახის პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განსავითარებლად და დასახვეწად. 

 

ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=863271113881805