Facebook

DSC 0082 Gurami 84 SAT 2020  17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს  გურამ ჭანტურიას 84 წელი შეუსრულდა!

 

გურამ ჭანტურიას საქართველოს ჭადრაკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

 ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში იგი იცავდა აჭარის ღირსებას საქართველოს უძლიერეს  მოჭადრაკეთა  შეჯიბრებებში. მსაჯობდა დიდ ტურნირებს და რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია, ბატონი გურამი, თითქმის ექვსი ათეული წელია ასწავლის ნორჩ  ბათუმელებს საჭადრაკო სიბრძნეს.

 მის აღზრდილებს შორის არიან,  როგორც სახელგანთქმული, ასევე იმედის მომცემი  მოჭადრაკეები. დღეს ბევრი მათგანი თვითონ ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას  ჭადრაკის სფეროში.

 ბატონმა გურამ ჭანტურიამ 1968 წელს რესპუბლიკური  მსაჯის კატეგორია მიიღო, ხოლო 2001  წელს  ფიდემ მას საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა.

 1955-59 წლებში იგი აჭარის უძლიერესი მოჭადრაკე და საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი იყო,

სისტემატურად მონაწილეობდა  საქართველოს  ვაჟთა  ტრადიციული  ჩემპიონატების ფინალებში.  1962 წელს  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 1996 წელს მას გადაეცა სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო სიგელები.

 1990 წელს, მიღწეული შედეგების საფუძველზე იგი აღიარეს  წლის საუკეთესო მწვრთნელად აჭარაში,

 ხოლო 1999 წელს მიენიჭა აჭარის 20-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

 2011 წელს, ქართულ სპორტში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დაბადების 75 წელთან დაკავშირებით - ოლიმპიური ორდენით.

 2017 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 ასაკის მიუხედავად ბატონი გურამი აქტიურადაა ჩართული საჭადრაკო ცხოვრებაში.

 პედაგოგობს სასპორტო სკოლაში და საჭადრაკო კლუბ  ნონაში.  

GURAM CHANTURIA

კლუბმა ნონამ 2016 წელს ბატონი გურამის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფუძველი ჩაუყარა კიდევ ერთ

ლამაზ საჭადრაკო ტრადიციას, საერთაშორისო ვეტერანთა ტურნირს სწრაფ ჭადრაკში.

დაგეგმილია მომდევნო წლებში მასშტაბების გაზრდა და არეალის გაფართოება. 

ყოველ წელს ბათუმი, მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უძლიერეს ვეტერან მოჭადრაკეებს

და  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს.                                                   

                                                                                           

                              ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" უერთდება აურაცხელ მოლოცვებს, 

                                      უსურვებს მას  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!