Facebook

Olympiadis Logo SAT 250x200 პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ გაკეთდა. 

 

ყველაზე მასშტაბური 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაბათუმში 23 სექტემბრიდან აიღებს სტარტს და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიადის პერიოდში მილიონობით ჭადრაკის მოყვარული ადამიანის მზერა ბათუმზე იქნება მოპყრობილი. უდავოა, რომ ღონისძიება   დადებით   ეფექტს   მოახდენს   როგორც ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების, ისე   ახალი  სპორტული ინფრასტრუქტურის  შექმნისა და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით

პროექტი "პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ" ფარგლებში აჭარაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა: 

11-12 მაისს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ქობულეთში  ჟურნალისტების პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ -  მედიატურნირი  „ბათუმი 2018“ გაიმართა. 

პირველობას  მასპინძლობა გაუწია სასტუმრომ "Georgia Palace Hotel and Spa".

 

 

1 32281376 2012944862278681 7150817022501191680 n 2 32293783 2012836018956232 313369644368920576 n 3 32267407 2013428898896944 7667784678094405632 o

ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ქართული მასმედიის 30-მდე წარმომადგენელმა. 

ყველა მონაწილეს გადაეცა ოლიმპიადის ბრენდირებული ნივთების სასაჩუქრე ნაკრები.

საპრიზო ადგილზე გასული მოთამაშეები დაჯილდოვდნენ აგრეთვე სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით. 

გუდვილმაგამარჯვებულთათვის 500, 300, 200 და 100 ლარიანი სასაჩუქრე პაკეტები, ხოლო სოკარმასპა ვაუჩერები დააწესა.

დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლების შემდეგ "ბათუმი 2018" -  მედიატურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

გოჩა თანდარაშვილი - ადგილი  (კომედი არხი)

ზაქრო ინწკირველი - IIადგილი (რუსთავი 2)

ნიკა ახალაია - III ადგილი  (იმედი)

თენგიზ ჩობანიძე - IVადგილი, საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი  (მსოფლიო სპორტი)

ნინო ფაშალიშვილი - ქალთა შორის საუკეთესო მოთამაშე  (მაესტრო)

მონაწილეებს პრიზები ევროპოს საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმაზურაბ აზმაიფარაშვილმასაქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმაარაჩვეულებრივმა დიდოსტატმანანა იოსელიანმა და ფიდეს კონსულტანტმა თეა ყიფშიძემ გადასცეს.

SAERTO 32456155 2013428875563613 5855881015502831616 o

ტურნირის ტექნიკური შედეგები: http://chess-results.com/tnr353105.aspx?lan=11&art=1&turdet=YES

 

12 მაისს - სასტუმრო "Georgia Palace Hotel and Spa"-ში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეს კონფერენცია გაიმართა.

ისაუბრეს ოლიმპიადის მოსამზადებლ ეტაპებზე, ტექნიკურ და შემოქმედებით მხარეებზე და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობაზე.

ნაჩვენები იყო ფოტო მასალა და ვიდეო რგოლები. განიხილეს დაგეგმილი სხვადასხვა საჭადრაკო პროექტი და აქტივობა, რომელიც უხვად იქნება როგორც წინა

მოსამზადებელ პერიოდში ასევე ოლიმპიადის პარალელურად. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხებს დაეთმო.

 

13 მაისს - ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და ფიდეს კონსულტანტი სოფიო ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღას" ეწვივნენ და ბათუმში დაგეგმილ აქტივობებსა და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისზე ისაუბრეს. 

32540443 2013602922212875 964439854119124992 n

13 მაისს პირველი სვლა ბათუმში“ 

ორგანიზატორები:მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ფიდეს რეგიონული წარმომადგენლობა

13 მაისს ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე თავი მოიყარეს აჭარის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებისმსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის  საორგანიზაციო კომიტეტის,ფიდეს რეგიონული დააქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა, აგრეთვე "საჭადრაკო კლუბი ნონას" წევრებმა,  ბათუმელმა სპორტსმენებმა და ახალგაზრდებმა.

Gaxsna Stumrebi Warmodgenebi

ბათუმში მსოფლიო დონის ყველაზე მასშტაბური და უპრეცენდენტო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების აღსანიშნავად,სხვადასხვა მასობრივი სანახაობა და აქტივობა გაიმართა: 

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო ორკესტრირებული მსვლელობა.

შესრულდა ჭადრაკის ფიგურების სვლების ამსახველი ფლეშ მობი.

ანსამბლი და სტუდია "მწვერვალი"ს შესრულებით, ხელმძღვანელი: ამირან პაიჭაძე, პედაგოგები: თემო გოგიტიძე და ნანა ქარსელაძე

მოეწყო საჭადრაკო ფოტო გამოფენა.

ქვიზ-შოუ (ვიქტორინა საჭადრაკო თემაზე).

ერთდროული თამაშის სეანსი 10 დაფაზე.   რომელიც ქალთა საერთაშორისო დიდოსტატმა, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წევრმა მირანდა მიქაძემ გამართა. მონაწილეობას ღებულობდნენ კლუბი ნონას სხვადასხვა ასაკის წარმატებული ნორჩი წევრები.

Orkestris svleloba Flesh mobi 2 Flesh mobi 1

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და მსოფლიო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ცენტრალური და რეგიონული მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობის უზრუნველსაყოფად.

სიტყვით გამოვიდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა კომახიძე, აგრეთვე საგანგებოდ ჩამოსული, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ფიდეს კონსულტანტი სოფიო ბაკურიძე, ოლიმპიადის კეთილი ნების  ელჩები ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი.

Opicialuri Warmomadgenlebi Seansi Mirandastan2 32384022 2013741012199066 2718567758378827776 n

პირველი   სიმბოლური   სვლა   აჭარის   მთავრობის   თავმჯდომარემ   ზურაბ   პატარაძემ   ლეგენდარულნონა გაფრინდაშვილთან ერთად შეასრულა!

ღონისძიების დასასრულს, საჭადრაკო პროექტისმილიონი სვლაფარგლებში, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თითო სვლამილიონი სვლისთვისსპეციალურად შექმნილი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გააკეთა.

32525878 2013892742183893 6929057355518705664 o Quise show 32293925 563732210679945 1005899409650614272 n

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონას" ადმინისტრაციამ, მწვრთნელებმა და წევრებმა ღონისძიების როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე მოედანზე

გამართულ ყველა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

ნატალი აბულაძე მისასალმებელი სიტყვით შეეგება სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას.

მოზარდი წევრები: თაკო ჯორთმენაძე, თედო ბოლქვაძე, სულხან კაკაბაძე და ნანა მუხაშავრია ოლიმპიადის ვალანტიორთა რიგებში არიან.

ნორჩი წევრები: ვიქტორინაში გაცემული სწორი პასუხებისთვის დაჯილდოვდნენ ოლიმპიური სუვენირებით, ხოლო სეანსში მონაწილეები სამახსოვრო სიგელებით.

SAERTO Surati ClubNona 32387247 2013893465517154 3845176781501890560 o 

 

გოგა ჩანადირის ალბომი:   იხილეთ

სეირან ბაროიანის ალბომი:  იხილეთ