Facebook

chessdaySit1966 წლიდან, მთელ მსოფლიოში, 20 ივლისს აღინიშნება ჭადრაკის საერთაშორისო დღე - International Chess Day. ეს დღესასწაული ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის "ფიდე"-ს (FIDE) დადგენილებით. ამასთანავე, წელს ფიდე 96-ე წლისთავს აღნიშნავს!

 

ჭადრაკი ძველთაგანვე პოპულარულია საქართველოში, იგი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ისტორიულ წყაროსა

და მხატვრულ ლიტერატურაში.

პირველად ვხვდებით ბასილი დიდის თხზულებაში "ექუსთა დღეთა", რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწემ

გიორგი ათონელმა გადმოაქართულა.

 

სავარაუდოა, რომ ჭადრაკი ჩვენში ინდოელი ვაჭრების ან სპარსელების შემოტანილია და უამრავ საუკუნეს ითვლის.

 

თანდათან ჭადრაკმა სულ უფროდაუფრო საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ადამანის ცხოვრებაში და იმდენად დიდი მნიშვნელობა

შეიძინა, რომ ქალს მზითვად გენიალურ "ვეფხისტყაოსანთან" ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ!

 

109546358 10158032828374681 7184939288062846778 o Druskininkai 45

წელს, ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღნიშვნას გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაცია "გაერო" და "იუნესკოც" უერთდება,

ხოლო ფიდე საინტერესო და სახალისო კომპანიაში მონაწილეობას გვთავაზობს  -  "ვასწავლოთ თუნდაც ერთ ადამიანს ჭადრაკის თამაში"

და ამ პროცესის ამსახველი ფოტო ან/და ვიდეო მასალა განვათავსოთ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით - #InternationalChessDay 

    

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა სიამოვნებით უერთდება ფიდეს საყოველთაო კომპანიას და ყველა მსურველს 

20 ივლისს, 17:00 სთ-ზე პლატფორმა  Zoom-ზე  ეპატიჟება ჭადრაკის სახალისო ონლაინ გაკვეთილზე (დამწყებთათვის) დასასწრებად. 

 

მიზანი და ამოცანები:  ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.                                                                     

მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი საჭადრაკო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა.

 

გაკვეთილზე დასასწრებად:

1) კომპიუტერში ან/და მობილურ ტელეფონში გადმოტვირთეთ და დააინსტალირეთ პროგრამა - Zoom

                                                                                                 

Zoom-ის  გადმოტვირთვა:   https://zoom.us/download   

                     რეგისტრაცია:   https://zoom.us/   

   

(შენიშვნა:    გაკვეთილზე დასასწრებად საკმარისია პროგრამა  Zoom-ის გადმოტვირთვა და დაინსტალირება.

                     რეგისტრაციის გავლა სავალდებულო არ არის).          

             

2) გაკვეთილის დაწყებამდე 5 წთ-ით ადრე, აქვე დაიდება   Zoom-ის ლინკი.   

  https://us04web.zoom.us/j/78803277220?pwd=b3B2RWNuTHBQVXlyekhqSEU1ekwrZz09

 

  

110236683 848591539004435 254730926510635056 n 110284215 410521543234353 1120933021177242181 n 110997438 328672241858165 1895286158217480768 n

 

ლექტორი: IA, WFM, FI  მარიკა ჯაფარიძე

გაკვეთილმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

კლუბის მწვრთნელები ნინო კეკელიძე, ნათია ვაჩეიშვილი, ალექსანდრე რუხაძე და თენგიზ დიდმანიძე  ჭადრაკის სწავლის მსურველ

მოხალისე ბავშვებთან ერთად ღებულობდნენ მონაწილეობას გაკვეთილის მსვლელობაში, აგრეთვე  გაკვეთილს ესწრებოდნენ

ჭადრაკით დაინტერესებული დამოუკიდებლად შემოსული ბავშვებიც.

 

115735226 305382270813899 3088798627681529235 n  113458885 2773161193006023 7886616986173571814 n 110313223 1167323023634089 5842230150928889370 n 

 

  

                                                                        23903 10151133896895848 965817593 n 

 

                                                        გისურვებთ, ჭადრაკის საერთაშორისო დღის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებას !!!