Facebook

geowoman2020 02 20 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. 

 

 

პირველობა 30 ივლისამდე გაგრძელდება და მასში 10 ქართველი მოჭადრაკე  იბრძოლებს საქართველოში უძლიერესი

მანდილოსანის ტიტულის მოსაპოვებლად: ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე,

სალომე მელია, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხომერიკი, სოფიო გვეტაძე, ალექსანდრა ვახანია და ელენე წოწონავა.

 

 

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება

I-III ადგილის მფლობელები 2020 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე დაფინანსდებიან, აგრეთვე

2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი ჯილდოებით. საპრიზო ფონდი: 30 600 ლარია.

წლების განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონის საპატიო ტიტული ყველაზე მეტჯერ (ექვსჯერ) ნინო ხურციძემ მოიპოვა.

 

ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით 9 ტურად.

დროის კონტროლი: 90 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

 

ჩატარების ვადა: 20-30 ივლისი.

I ტური (21.07.2020)  - IX ტური (30.07.2020)  

დასვენების დღე - 26 ივლისი.

ყველა ტურის დასაწყისი - 15:00 სთ.   

დახურვა 30.07.2020 

 

კენჭისყრის შემდეგ, მონაწილეები სატურნირო ცხრილში შემდეგი სასტარტო ნომრებით განთავსდნენ:

1. ალექსანდრა ვახანია - WIM (2138)

2. ელენე წოწონავა - WFM (2012)

3. სოფიო გვეტაძე  - IM (2308)

4. სოფიკო ხუხაშვილი - IM (2339)

5. ნინო ბაციაშვილი - GM (2457)

6. ლელა ჯავახიშვილი - IM (2475)

7. არაბიძე მერი - IM (2428)

8. სალომე მელია - IM (2370)

9. ნინო ხომერიკი - WGM (2319)

10. ბელა ხოტენაშვილი - GM (2458)

 

 

ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა!

Final Ranking GEO W CHamp 2020  1010804 551542101551217 1351894549 n     

                                                                  ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" 

            ულოცავს ნინოს გამარჯვებას და  საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მესამედ მოპოვებას!

                                                          

 

 IPN Logo  https://www.interpressnews.ge/ka/article/611753-mixeil-chxenkelma-sakartvelos-kal-mochadraketa-77-e-chempionatis-gamarjvebulebi-daajildova

 

 

ტურნირის დებულება:  

http://gcf.org.ge/ka/sakartvelos-kalta-77-e-chempionatis-umaglesi-liga

 

კენჭისყრა და შედეგები:        http://chess-results.com/tnr530845.aspx?lan=1&art=2&turdet=YES

სატურნირო ცხრილი:            http://chess-results.com/tnr530845.aspx?lan=1&art=4 

საბოლოო შედეგები:                  http://chess-results.com/tnr530845.aspx?lan=1&art=1

 

ტურნირის განრიგი:              http://chess-results.com/tnr530845.aspx?lan=1&art=14&turdet=YES

პარტიების LIVE ჩვენება:      https://www.chessbomb.com/arena/2020-georgian-womens-championship