Facebook

guramtan damshvidobeba 2020 250x200 ამა წლის 7 სექტემბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო არბიტრი, ოლიმპიური და ღირსების ორდენების კავალერი გურამ ჭანტურია.

 

 

 

 

 

 

 

 

313  

 

 

   ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გურამის გარდაცვალების თაობაზე

   და  სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

 

 

 

 

gurami x1000

  გურამ ჭანტურია დაიბადა 1936 წლის 17 აპრილს ბათუმში.

 

 გურამ ჭანტურიას საქართველოს ჭადრაკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

 ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში იგი იცავდა აჭარის ღირსებას საქართველოს უძლიერეს  მოჭადრაკეთა 

 შეჯიბრებებში. მსაჯობდა დიდ ტურნირებს და რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია, ბატონი გურამი,

 თითქმის ექვსი   ათეული წელია ასწავლიდა ნორჩ  ბათუმელებს საჭადრაკო სიბრძნეს.

 ბატონმა გურამ ჭანტურიამ 1968 წელს რესპუბლიკური  მსაჯის კატეგორია მიიღო, ხოლო   

 2001  წელს  ფიდემ მას   საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა.

 1955-59 წლებში იგი აჭარის უძლიერესი მოჭადრაკე და საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი იყო,

 სისტემატურად მონაწილეობდა  საქართველოს  ვაჟთა  ტრადიციული  ჩემპიონატების ფინალებში.  

 1962 წელს  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 1996 წელს მას გადაეცა სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო სიგელები.

 1990 წელს, მიღწეული შედეგების საფუძველზე იგი აღიარეს  წლის საუკეთესო მწვრთნელად აჭარაში,

  ხოლო 1999 წელს მიენიჭა აჭარის 20-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

  2011 წელს, ქართულ სპორტში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დაბადების 75 წელთან დაკავშირებით - ოლიმპიური ორდენით.

  2017 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 

ასაკის მიუხედავად ბატონი გურამი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული საჭადრაკო ცხოვრებაში.  

 პედაგოგობდა სასპორტო სკოლაში და საჭადრაკო კლუბ  ნონაში.

 

 პანაშვიდი: 09 სექტემბერი - 17:00 საათიდან.

ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა 55/57

გამოსვენება: 10 სექტემბერი - 15:00 საათზე.

ქ. ბათუმი, წმ. ბარბარეს ეკლესიიდან    (შ. რუსთაველის გამზირი N26)

 

 ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული