Facebook

poland georgia two flags19-22 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმა chess.com -ზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრები ქართველ და პოლონელ მოჭადრაკეებს შორის. 

 

 

ტურნირების მიზანი: საქართველოსა და პოლონეთის მოჭადრაკეების თანამშრომლობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის რეგიონის მემორანდუმის ფაგრლებში სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა; ონლაინ ჭადრაკის პოპულარიზაცია.

 

 

 

  20 ნოემბერი -  ონლაინ  საჭადრაკო ფესტივალი - კრისტინა რადზიკოვსკას მემორიალი, 8, 10, 12 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

  შეჯიბრი აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ქვემო სილეზიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითშვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართა.

  დროის კონტროლი 10 წთ პარტიის ბოლომდე.

  ყველა ასაკის ჭაბუკი და გოგონა ერთად თამაშობდა (89 მონაწილე), ადგილების შემდგომი გამოყოფით.

  მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოსა და აჭარის ჩემპიონატებზე 8, 10, 12 და 14 წლამდე კატეგორიებში საპრიზო სამეულებში

  გასულ ჭაბუკებსა და გოგონებს.

 

  ტურნირში ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ნორჩი წევრებიც ასპარეზობდნენ:

Aneta Kedelidze U08G II     Mariam Kalandadze U12G I     Giorgi Chanturia U12B III     Natali Abuladze10 3

   U08G - ანეტა ქედელიძე            U10G - მარიამ კალანდაძე        U12B გიორგი ჭანტურია        U12G ნატალი აბულაძე

 

   ძლიერი კონკურენციის მიუხედავად,  ბავშვებბა კარგად ითამაშეს და თავის წარმოჩენა შეძლეს.

  10 წლამდე გოგონათა შორის მარიამ კალანდაძემ  - I ადგილი მოიპოვა!  

  08 წლამდე გოგონათა შორის ანეტა ქედელიძემ  - III ადგილი დაისაკუთრა!

  12 წლამდე საუკეთესო 10-ში მოხვდნენ:  გოგონათა შორის ნატალი აბულაძე  -  VII ადგილი, ჭაბუკთა შორის გიორგი ჭანტურია - X ადგილი.

   საპრიზო სამეულები დაჯილდოვდებიან  ფასიანი საჩუქრებით და საჭადრაკო სემინარით დიდოსტატებთან. 

 

   საბოლოო შედეგები:   https://www.chess.com/pl/news/view/tournament-results-5

 

   ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა ულოცავს მარიამს გამარჯვებას !!!

       აგრეთვე, ნორჩ წევრებს უსურვებს წინსვლას და წარმატებას !!!

 

  GEO vs POl Axali Zastavka

 

  20-22 ნოემბერი - ქალთა შორის გაიმართა ონლაინ მატჩები რაპიდსა და ელვისებურ ჭადრაკში. ორივე ტურნირში თითოეული  ქვეყანა

  წარმოდგენილი იყო 6-6 მანდილოსანით.  

საქართველოს გუნდის შემადგენლობა (2433): 1. ნანა ძაგნიძე (2524); 2. ლელა ჯავახიშვილი (2473); 3. ნინო ბაციაშვილი (2460); 4. მერი არაბიძე (2437); 

5. სალომე მელია (2371); 6. სოფიკო ხუხაშვილი (2334).

პოლონეთის გუნდის შემადგენლობა    (2371): 1. მონიკა სოჩკო (2421); 2. კარინა სიფკა (2415); 3. იოლანტა ზავადკა (2399); 4. ივეტა რახლიჩი (2394); 

5. კლაუდია კულონი (2347); 6. იულია ანტოლაკი (2313); 7. ალისია სლივიჩკა (2311).

 

 ამხანაგური შეხვედრა სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა (20-21 ნოემბერი) ჯამში 12 მატჩი გათამაშდა.

დროის კონტროლი 10 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე +10 წმ-ის დამატებით. 

GEO POL Cxrili Rapidi

საქართველოს გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით მოიპოვა გაიმარჯვება:  17 - 7 მატჩ ქულა (მატჩში მოგება -2 ქულა, ფრე-1 ქულა, წაგება-0 ქულა)

                                                                                                                   და   40,5 - 31,5 დაფაზე მოპოვებული ქულები.

 

22 ნოემბერს 12 მატჩი ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი) გაიმართა.  

დროის კონტროლი 3 წთ პარეტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე + 2 წმ-ის დამატებით. 

GEO POL Cxrili BLITZ

                                 საქართველოს ნაკრებმა  8 - 4  მატჩ ქულა ( მატჩში მოგება-1 ქულა, ფრე-1/2 ქულა, წაგება-0 ქულა) 

                                                  და  41 - 31 დაფაზე მოპოვებული ქულებით დაამარცხა პოლონეთის გუნდი!

 

                                            ჯამში გათამაშებული 24 მატჩში, საქართველომ 25 მატჩ ქულით  (ანგარიშით: 25 - 11)

                                     და 81,5 დაფაზე მოპოვებული ქულით (ანგარიშით: 81,5 - 62,5) დიდი ანგარიშით გაიმარჯვა!   

 

                                                                ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა

                                                     ულოცავს საქართველოს გუნდს გამარჯვებას !!! 

 

 

 http://wgmradzikowska.pl/index.php/en_gb/?fbclid=IwAR1pOQkkAkQerJhuSDCZAcExeNWnk5xKT-uSHJzxkeBQm7dt-7Tgy04Sn2A

პარტიები:    https://www.chessbomb.com/arena/2020-radzikowska-memorial