ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორგანიზებით, გრძელდება ონლაინ-ტურნირები საჭადრაკო პლატფორმაზე www.chess.com
მიზანი და ამოცანები: ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა.
27 დეკემბერს 17:00 სთ-ზე გაიმართება საახალწლო ტურნირი მოსამზადებელი და დაოსტატების ჯგუფის,
სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი ჩატარდება შვეიცარული სისტემით 5 ტურად.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა ფიქსირებული 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წმ-ის დამატებით.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა:
1) რეგისტრაცია უნდა გაიარონ (საკუთარი სახელით და გვარით) საჭადრაკო პლატფორმაზე https://www.chess.com/
2) გაწევრიანდნენ ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონაში – Batumi Chess Club Nona
https://www.chess.com/club/batumi-chess-club-nona => ( Join - Submit )
(შენიშვნა: ბმულზე გადასვლის დროს, აუცილებელია უკვე დარეგისტრირებული იყოთ chess.com-ზე და
გახსნილი გქონდეთ თქვენი პირადი გვერდი)
3) ტურნირში რეგისტრაცია
მოცემული სატურნირო ლინკის მეშვეობთ გადადით ტურნირის გვერდზე.
https://www.chess.com/live#t=1941506
სასტარტო სიაში/კენჭისყრაში მოსახვედრად საჭირო გრაფა/ღილაკი გამოჩნდება თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე (16:00 სთ-დან)
და ტურნირში ჩართვა => ( Join ) ღილაკზე დაჭერით, შესაძლებელი იქნება უშუალოდ პირველი ტურის დაწყებამდე (17:00 სთ-მდე).
გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება თასით.
I, II, III ადგილზე გასული მოჭადრაკეები (ჭაბუკები და გოგონები) დაჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით.
მონაწილეებზე განხორციელდება მონიტორინგი პროგრამა Zoom-ის მეშვეობით,
პარტიებზე დაკვირვება chess.com – ის "ანტიჩითინგის" სისტემით.
Zoom-ის გადმოტვირთვა https://zoom.us/download ან/და რეგისტრაცია https://zoom.us/
(შენიშვნა: ტურნირის პერიოდში, Zoom-ში ჩართული მობილური უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ
ერთდროულად ჩანდეს მოთამაშეც და კომპიუტერის მონიტორიც).
Zoom ოთახი გაიხსნება ტურნირის დაწყებამდე 30 წთ-ით ადრე.
ტურის დაწყებამდე 15 წთ-ით ადრე Zoom ოთახში ყოფნა აუცილებელია.
Zoom ოთახში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი ლინკი: https://us02web.zoom.us/j/8291583857?pwd=bGlqdUIzWlZibnlJdmJnc2VOMUVCZz09
ტურნირის დირექტორი: IO, IA გიორგი ჭანტურია
მთავარი მსაჯი: IA, WFM, FI მარიკა ჯაფარიძე
მსაჯი: FA ნინო კეკელიძე
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"
ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !
ჭაბუკები გოგონები
I ადგილი - შოთა ცეცხლაძე (5) I ადგილი - თიკო ბერაია (2,5)
II ადგილი - გიორგი ჭანტურია (4) II ადგილი - ელისაბედ მიქაძე (2)
III ადგილი - ლევან მიქელაძე (3)
საბოლოო შედეგები: https://www.chess.com/tournament/live/chess-club-nona-youth-tournament-6-1941506