ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორგანიზებით თებერვლიდან იწყება
ყოველკვირეული ონლაინ რაპიდ ტურნირების წლიური სერია!
ყოველ შაბათს - 15:00 საათზე
საჭადრაკო პლატფორმა: https://www.chess.com/ ან https://home.tornelo.com/
ტურნირები ტარდება ონლაინ რეჟიმში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
(შენიშვნა: ტურების რაოდენობა შესაძლოა დაკორექტირდეს მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით)
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს !
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა ფიქსირებული 10 წუთი პარტიის ბოლომდე,
ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ტურნირების განრიგი:
მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა - რეგისტრაცია უნდა გაიარონ საკუთარი სახელით და გვარით,
საჭადრაკო პლატფორმებზე: https://www.chess.com/ ან https://home.tornelo.com/
- თითოეული ტურნირის წინ კლუბის ოფიციალურ საიტზე : http://chessbatumi.ge/
დაიდება ინფორმაცია და სატურნირო ლინკი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ დებულებაში და მის დანართში.
გამარჯვებულები: I, II, III ადგილზე გასული მოჭადრაკეები (ჭაბუკები და გოგონები) დაჯილდოვდებიან ონლაინ/ელექტრონული მედლებით და სიგელებით. მოიპოვე დაგროვებითი ჯილდო: ჭაბუკი და გოგონა, რომელიც ტურნირების სერიაში 5-ჯერ დაიკავებს I ადგილს, დაჯილდოვდება თასით, ოქროს მედლით და სიგელით. II ადგილს, დაჯილდოვდება ვერცხლის მედლით და სიგელით. III ადგილს, დაჯილდოვდება ბრინჯაოს მედლით და სიგელით.
შეაგროვე შენი საჭადრაკო კომპლექტი: ჭაბუკი და გოგონა, რომელიც ტურნირების სერიაში დაიკავებს I, II ან III საპრიზო ადგილს მოიპოვებს რომელიმე ერთ საჭადრაკო ფიგურას. მინიმუმ 32 ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში მოჭადრაკეს საჩუქრად გადაეცემა სრული საჭადრაკო კომპლექტი. |
![]() |
![]() |
მონაწილეებზე განხორციელდება მონიტორინგი პროგრამა Zoom-ის მეშვეობით,
დაკვირვება chess.com – ის ან tornelo.com -ის "ანტიჩითინგის" სისტემით.
Zoom-ის გადმოტვირთვა: https://zoom.us/download ან/და რეგისტრაცია https://zoom.us/
Zoom ოთახი გაიხსნება ტურნირის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
ტურის დაწყებამდე 15 წუთით ადრე Zoom ოთახში ყოფნა აუცილებელია.
Zoom ოთახში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი ლინკი:
https://us02web.zoom.us/j/8291583857?pwd=bGlqdUIzWlZibnlJdmJnc2VOMUVCZz09
ტურნირის დროს თითოეული მოთამაშე ვალდებულია:
- ესწრებოდეს Zoom-ს
- ჩართოს კამერა
- ჩართოს აუდიო ხმა
(შენიშვნა: შემაწუხებელი ხმაურის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია დაუწიოს დინამიკის ხმას)
- მსაჯის მოთხოვნის შემთხვევაში, მოახდინოს ეკრანის დემონსტრირება (“Share Screen”).
- დაიცვას ინტერნეტ ონლაინ სივრცის/პლატფორმის https://www.chess.com/ -ის და https://home.tornelo.com/ -ის წესები და პრინციპები.